Category
Category
Category
Category
-
Guria
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Guria
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
იმოგზაურე საქართველოში
ქვეყანაში არაჩვეულებრივი კლიმატია 4- ვე სეზონზე სამოგზაუროდ რაც ხელის შემწყობი ფაქტორია ტურიზმის განვითარებისთვის. მინდა გირჩიოთ ადგილები, სადაც მოახერხებთ როგორც მოგზაურობას და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების ნახვას, ასევე შეძლებთ კომფორტულად დასვენებას.
საქართველო თავის ადგილმდებარეობითა და ისტორიით, მარტივად ნუსხავს უცხოელ ტურისტებსა და შიდა ექსკურსანტებს.
ქვეყანაში არაჩვეულებრივი კლიმატია 4 -ვე სეზონზე სამოგზაუროდ, რაც ხელის შემწყობი ფაქტორია ტურიზმის განვითარებისთვის. მინდა გირჩიოთ ადგილები, სადაც მოახერხებთ როგორც მოგზაურობას და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების ნახვას, ასევე შეძლებთ დაისვენოთ კომფორტულად.
კახეთი _ არის ადგილი, რომელსაც ფრანგი არქეოლოგი ბარონ დე ბაი მოიხსენიებდა, როგორც საქართველოს ედემს. აქ არაერთი მონასტერი და ციხესიმაგრეა, თითოეული მათგანი ძველი ისტორიისა და ტრადიციის მატარებელია. კახეთი აქტიურია კულტურული ტურიზმით დაინტერესებულათვის. ასევე წარმატებით ვითარდება ღვინის ტურიზმი და როგორც წესი ადგილობრივები გაზაფხულიდან იწყებენ მზადებას, რომ ძლიან ბევრი უცხოელი სტუმარი მიიღონ და ღირსეულად უმასპინძლონ მათ.

ყაზბეგი _ ბუნების მოყვარულთათვის არაჩვეულებრივი ადგილია. კავკასიონის ხედებში გახვეული ყაზგები ულამაზესია ოთხივე სეზონზე. აქ აუცილებლად უნდა ნახოთ გერგეთის სამება. თუ გსურთ სუნთქვის შემკვრელი პეიზაჟების ნახვა და თან ლამაზი სურათების გადაღებაც გიყვართ, ეს ადგილი თქვენთვისაა.

სვანეთი _ ეს არის ისტორიული მხარე, რომელიც ინახავს უძველეს ტრადიციებს. შუა საუკუნეებში აგებული საყარაულო კოშკები, გვეხმარება ამ პერიოდის ვიზუალიზაციაში. სვანეთში მოგზაურობის დროს, შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც დაცულია ქართულ-ჭედური ხელოვნების ნიმუშები, ქართული დამწერლობის ძეგლები და ა.შ.

წყალტუბო _ გარდა იმისა რომ „ბალნეოლოგიური“ კურორტია, სადაც წარმატებით მკურნალობენ ტალახისა და მზის აბაზანებით, ასევე აქ შეგიძლიათ ნახოთ „პრომეთეს მღვიმე“, რომელიც აღმოაჩინეს 1984 წელს. მღვიმე, ულამაზესი განათების წყალობით, კიდევ უფრო თვალწარმტაცი და იდუმალი ხდება დამთვალიერებელთათვის.

წყალტუბოსთან ძალიან ახლოს, შეგიძლიათ ნახოთ გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დაცულია „იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით“.

ბათუმი _ თანამედროვე საქართველოს სახეა. ქალაქი სადაც შეგიძლიათ ნახოთ უძველესი კულტურული ძეგლები, ბოტანიკური ბაღი, მუზეუმები, დელფინარიუმი, ევროპული მოედნები, ზღვისპირა ბულვარი, ალი და ნინო და სხვა. ბათუმი ერთი დიდი სანახაობაა. აქ შეგიძლიათ გაერთოთ საუკეთესოდ, თქვენთვის საინტერესო სივრცეებში.

ბაკურიანი _ კურორტი ყველა სეზონზე აქტუალურია. ბაკურიანი გაშლილია ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან „მუხერიდან“ ამონთხეული ლავითაა განპირობებული. ბაკურიანში უნდა ნახოთ „ბოტანიკური ბაღი“ , ბევრი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე და წამოიღოთ ბუნებისგან მიღებული ენერგიები. ზამთარში, აქტუალურია სრიალის მოყვარულთათვის, გაზაფხულზე ნაძვის დამტვერიანება იწყება და კურორტზე მიეშურებიან ოჯახები, პატარა ბავშვებით.
გახსოვდეს #ჯერჰოთსეილზენახე #დაზოგვაგონივრულია <3
სხვა სტატიები
ციხისძირი – ზღვისპირა სამოთხე აჭარაში
ციხისძირი, პატარა ზღვისპირა სოფელი აჭარაში, მდებარეობს ბათუმთან ახლოს, სულ 20 კმ-ში. ის გამოირჩევა ბუნების სილამაზით, კლდოვანი პლაჟებითა და ისტორიული ადგილებით, როგორიცაა პეტრას ციხე. თუ ეძებ მშვიდ ადგილს დასვენებისთვის შავ ზღვაზე, ციხისძირი მშვენიერ...
განაგრძე კითხვა
15365
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულ გუნდს საჩუქრები გადასცა
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნესლიგის მეხუთე ტურის თამაშის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. თამაში პარასკევს, 16 იანვარს 19:00-ზე Biltmore hotel tbilisi-ს ბოლრუმში გაიმართა....
განაგრძე კითხვა
6785
პირველი ღია აუზი წყნეთში "გეთსბი წყნეთი ფულ / GATSBY TSKNETI POOL"
ცხელი დღეების აუზზე გატარება თბილისური ზაფხულის ერთ-ერთ ტრადიციად იქცა. ალბათ სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში არაერთი ადგილი გამოჩნდა, სადაც სტუმრებს შეუძლია აუზში გაგრილება და დღის სასიამოვნოდ გატარება. გასულ კვირას კი მათ რიგს შეუერ...
განაგრძე კითხვა
14545
გადაიხადე Mastercard-ის ბარათით და ისარგებლე დამატებით 30% დანაზოგით მთის კურორტების სათხილამურო ტრასებზე
30%-იანი დანაზოგის მიღება შესაძლებელია Hotsale.ge-ზე Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში. იჩქარე, აიღე Mastercard-ის ბარათი, მიიღე დამატებით 30%-იანი დანაზოგი და შესაძლებლობა, რომ ისრიალო ყველა სათხილამურო ტრასაზე მაღალი დანაზოგით მთელი სეზონი...
განაგრძე კითხვა
22586
5 პრემიუმ ტიპის სასტუმრო ზღვაზე, სადაც აუცილებლად უნდა დასივენოთ
ყოველდღიურობისგან და გადატვირთული სამუშაო გარემოსგან თავის დაღწევა შავი ზღვის სანაპიროზე ალბათ საუკეთესო იდეაა, რადგან ზღვაზე გატარებული თითოეული წამი მნიშვნელოვნად ამაღლებს ჩვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის დონეს. ...
განაგრძე კითხვა
31258
ხაჭაპურის 5 სახეობა, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ
ალბათ ყველა ქართველს აქვს თავისი საყვარელი ხაჭაპური. ზოგს ტრადიციული მოსწონს, ზოგს - უფრო გამორჩეული. დღეს გაგაცნობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის 5 ყველაზე პოპულარულ ხაჭაპურს, მათ წარმოშობასა და მომზადების თავისებურებებს. თქვენ შეიტყობთ, რითი განსხვ...
განაგრძე კითხვა
32411