Category
Category
Category
Category
-
Gori
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Gori
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
ტოპ 4 წიგნი კლასიკური ლიტერატურის მოყვარულთათვის
„თუ კითხვა არ გიყვარს, ესეიგი სწორი წიგნი ჯერ არ გიპოვია“- ეს სიტყვები ჯოან როულინგს ეკუთვნის, რომელიც ავტორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნების სერიის, „ჰარი პოტერის“, ფენტეზის ჟანრიდან. მინდა გითხრათ, რომ სწორი ჟანრისა თუ წიგნის შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია წიგნების შემთხვევაში, როგორც ფილმის ან ხელოვნების რომელიმე დარგის შერჩევის დროს.
დღეს ჩვენ უშუალოდ ვისაუბრებთ კლასიკურ ლიტერატურასა და იმ წიგნებზე, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მანამდე კი გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ ზოგადად წიგნები:
- კითხვა აუმჯობესებს ლექსიკურ მარაგს და ხელს უწყობს მეტყველების გაუმჯობესებას;
- ავარჯიშებს ტვინს და გეხმარება წარმოსახვისა თუ კრეატივის განვითარებაში;
- შველის სტრესს, ხელს უწყობს თქვენს გონებასა თუ სხეულს რელაქსაციაში;
- გმატებთ თვითრწმენას, რადგან თქვენი ცოდნის დონე იზრდება და იმაზე მეტ ინფორმაციას იძენთ, ვიდრე მანამდე იცოდით;
- აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, რადგან კითხვის დროს ფოკუსირება კონკრეტულ თემაზე გჭირდებათ. თუ თვალს ან გონებას მოსწყვეტთ წიგნს, რთული ხდება აზრის გაგრძელება.
გარდა ამ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტისა, კიდევ უამრავი დადებითი ზეგავლენა აქვს წიგნების კითხვას.
ახლა კი გავეცნოთ იმ ტოპ 4 წიგნს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თუ კლასიკური ლიტერატურა გიყვართ.
#1 მარგარეტ მიჩელი - "ქარწაღებულნი"

წიგნი მოგვითხრობს სასიყვარულო სამკუთხედზე, ომზე, თავისუფელბისთვის ბრძოლაზე, ფულზე, მეგობრობაზე და კიდევ იმ უამრავ ფაქტზე, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარა ან მოხდება.
მარგარეტ მიჩელი შესანიშნავად აღწერს ადამიანურ გრძნობებსა და ურთიერთობებს, გვანახებს იმ მცდარი ნაბიჯების შედეგებს, რომელიც შესაძლოა ყველა ადამიანმა დაუშვას, თუ კი იმას გაეკიდებით, რაც თქვენი წილი არ არის ან რეალურად არ გჭირდებათ.
#2 ერნესტ ჰემინგუეი - "მშვიდობით იარაღო"

გენიალური ამერიკელი მწერლის ნაწარმოები, რომელმაც „ნობელის პრემია“ მოუტანა ავტორს. ეს არის ისტორია ლეიტენანტ ჰენრიზე, რომელიც იტალია-ავსტრიის ფრონტზე მოხვდება და საკუთარ თავზე გამოცდის ყველა იმ საშინელებას, რაც კი შეუძლია ომმა ადამიანს მოუტანოს.
მთავარი პერსონაჟი, ყველა ამ სირთულის გადალახვის შემდეგ ხვდება, თუ როგორი უაზრო და საშინელი რამ არის ეს სისხლისღვრა, ამიტომ, გადაწყვეტს, რომ იარაღს გამოემშვიდობოს, თუმცა ეს ასეთი მარტივი როდია.
#3 ჯეინ ოსტინი - „სიამაყე და ცრურწმენა“

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი ჯეინ ოსტინის შემოქმედებიდან, რომელიც ავტორმა ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში დაწერა, თუმცა მხოლოდ 15 წლის შემდგომ გამოიცა.
ეს არის ორი განსხვავებული ადამიანის ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია, რომელიც მკითხველზე საოცარ ზემოქმედებას ახდენს. თითოეული პერსონაჟის განცდები და ემოციები, იმდენად ბუნებრივია, რომ რთულია, კითხვისას წიგნს თვალი მოსწყვიტო.
იმოგზაურე მე-19 საუკუნის ინგლისში ჯეინ ოსტინთან ერთად, გახდი ელიზაბეტ ბენეტისა და მისტერ დარსის საოცარი თავგადასავლის თანამონაწილე.
#4 ე. მ. რემარკი - "ტრიუმფალური თაღი"

ეს არის რომანი რომელიც ელვის სისწრაფით იკითხება და დასრულების შემდეგ დროში მოგზაურების სურვილს გიჩენთ, რათა კიდევ ერთხელ მოგეცეთ პირველად წაკითხვის ბედნიერება. წიგნი დაგაფიქრებთ დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომელსაც მთავარი გმირი გამუდმებით ებრძვის მიუხედავად უამრავი წინაღობისა თუ მარცხისა.
სხვა სტატიები
1 მაისამდე სააღდგომო შოკაქცია სასტუმროებზე Hotsale.ge-სგან
Hotsale.ge-ის შოკაქცია მათთვის, ვისაც სააღდგომო არდადეგების მოწყობა სურს - მხოლოდ 1 მაისამდე ბათუმში, კახეთში, ყაზბეგში, მცხეთასა და სხვა პოპულარულ ადგილებში დასვენება კიდევ უფრო დიდი დანაზოგით გახდა შესაძლებელი. ...
განაგრძე კითხვა
30140
ნაძვის ხის ტრადიციის გზამკვლელი
ახალი წელი ოჯახის დღესასწაულია. საახალწლო ნაძვის ხის ყიდვა, მისი აწყობა და გაფორმება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე და სასურველია, რომ მთელი ოჯახი იყოს ამ პროცესში ჩართული. როგორც წესი, ნაძვის ხეს მამა ყიდულობს, ბავშვები საკუთარი ხე...
განაგრძე კითხვა
19569
როგორ დავისვენოთ სვანეთში კომფორტულად და ბიუჯეტურად – სასტუმრო “ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA” საუკეთესო შეთავაზებით Hotsale.ge-ისგან
სვანეთი ზამთარში უნიკალური ადგილია აქტიური დასვენებისა და საოცარი ბუნებით აღსავსე თავგადასავლებისთვის. თუ კომფორტული და ხელმისაწვდომი დასვენება გსურთ, მესტიაში მდებარე სასტუმრო “ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA” შესანიშნავი არჩ...
განაგრძე კითხვა
18372
დასვენება თბილისის გულში: რატომ უნდა აირჩიოთ Best Western Tbilisi City Center?
თბილისი ის ქალაქია, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთს საოცარი ჰარმონიით ერწყმის. თუმცა, მოგზაურობის ხარისხს ხშირად სწორედ ის ადგილი განსაზღვრავს, სადაც საღამოს დასასვენებლად ბრუნდებით. თუ ეძებთ კომფორტს და იდეალურ ლოკაციას, Best Western Tbilisi City Cen...
განაგრძე კითხვა
4659
5 ბავშვთა გასართობი ცენტრი თბილისში
ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღეს...
განაგრძე კითხვა
32473