Category
-
Tsalka
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tsalka
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

საზოგადოების რჩეული წიგნები
წიგნების სამყარო საოცრად დიდი და მრავლისმომცველია, ზოგჯერ რთულია იმ ემოციების ბოლომდე გამოხატვა, რასაც ესა თუ ის ნაწარმოები გვანიჭებს. ფიოდორ დოსტოევსკი წერს - ''ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა.''
Readersland.ge გიზიარებთ საზოგადოების რჩეულ რამდენიმე წიგნს, რომელიც შენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. რა იცი, იქნებ, შენც იპოვო წიგნი საკუთარ ცხოვრებაზე.
#1 ალბერ კამიუ - "სარჩული და პირი"
ამ კრებულში თავმოყრილი ესეები 1935-1936 წლებში დაიწერა და მცირე ტირაჟით გამოქვეყნდა ალჟირში. ეს ესეები ჯერ კიდევ საკუთარი ხმის ძიებაში მყოფი, 22 წლის მწერლის, პირველი ნაბიჯებია ლიტერატურაში. ისინი კამიუს მსოფლმხედველობის ორი მხარის წარმომჩენია, რომელთაგან ერთი კი-ს სფეროა, მეორე კი არა-სი.
გაეცანი ამ შესანიშნავი ესეების კრებულს და მიჰყევი კამიუს თავგადასავლებს ჯერ კიდევ ახალგაზრდობის პერიოდიდან.
#2 ჟან-ჟაკ რუსოს - "მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ"
ხელოვნება ადამიანის სულის საზრდოა, ამ ყველაფერზე კი ჟან-ჟაკ რუსოს თავისი მოსაზრებები გააჩნია. თუ ხელოვნება გიყვარს და გაინტერესებს მისი გავლენა ადამიანის ყოფიერებაზე, მაშინ არ გამოტოვო ეს სიამოვნება.
რუსოს აზრით, ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თავისუფალი, კეთილი, უდანაშაულო, მარტივი, ყველა სხვა ადამიანთა თანასწორია. მეცნიერება და ხელოვნება ზღვარს ავლებს ადამიანსა და ბუნებას შორის. ადამიანები თანდათან შორდებიან ბუნებას, მათ ურთიერთობაში ბატონდება ხელოვნურობა, პირფერობა. ადამიანში თავს იჩენს ეგოიზმი, ცინიზმი, ბოროტება; საზოგადოებაში აღარ არსებობს თავისუფლება. ამიტომ ფრანგი მოაზროვნე მოითხოვს ადამიანის დაახლოებას ბუნებასთან.
სულიერი თვალსაწიერის გაფართოება, ცოხვრების ნებისმიერ ეტაპზე საჭირო და შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელი საზრდოცაა. ოშო ინდოელი სულიერი მასწავლებელი(გურუ) და ფილოსოფოსია, ის ამბობს: „რასაც არ უნდა ეძებდეთ, თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ“.
მისი წიგნი "ცარიელი ნავი"-ც სწორედ ადამიანის შინაგან მესა და იმ ბნელი ოთახის კარს აღებს, რომლის შესახებაც შეიძლება არასდროს გიფიქრია ან ვერც კი წარმოგედგინა, რომ შეიძლებოდა ეს შენ ყოფილიყავი.
ამ წიგნის მეშვეობით ეზიარებით იმ მძაფრ შეგრძნებებს, რომელიც ჯერ თქვენთვის შესაძლოა უცხო იყოს... გაიგებთ და შეიგრძნობთ ცხოვრებისეულ, კონკრეტულ სიტუაციებს.
ნაწარმოები იწყება ტექსტით: „შვიდი წლის რომ ვიყავი, მწვანე სახლში ვცხოვრობდით. ერთი მეზობელი გვყავდა, ხელმარჯვე თერძი, რომელიც ცოლს ხშირად სცემდა. საღამოობით გვესმოდა ყვირილი, მოთქმა, გინება, დილით კი ცხოვრებას ისე ვაგრძელებდით თითქოს არაფერი მომხდარა. მთელი სამეზობლო თავს იკატუნებდა, რომ ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა.“
ეს წიგნი ეძღვნება მათ, რომლებიც ხედავენ და ესმით.
“დღიური” რომატიკული რომანია და ამ ჟანრის მოყვარულებს ნამდვილად მოაწონებს თავს. ეს არის დახვეწილი ნაწერი, საინტერესო პასაჟებით მოთხრობილი ამბით. ავტორი ძალიან ბუნებრივად და მარტივად გდმოსცემს პერსონაჟების ემოციებს და მაქსიმალურად მოაქვს მკითხველამდე.
თუ გსურს, რომ სასიყვარულო თავგადასავალში ჩაერთო, მაშინ აუცილებლად წაიკითხე ეს შესანიშნავი წიგნი.
სხვა სტატიები

სივრცე, სადაც იბადება მოგონებები: “Dialogue • დიალოგი” უკვე Hotsale.ge-ზე
თუ გინდათ, რომ საღამოს უჩვეულო შტრიხი შეძინოთ და სიახლე აღმოაჩინოთ, ქალაქში ახალი სივრცე "Dialogue • დიალოგი" გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ქმნის მყუდრო ატმოსფეროს და გპირდებათ დაუვიწყარ...
განაგრძე კითხვა
10545

მიიღე მაქსიმალური დანაზოგი, ნუ დაელოდები ფასდაკლებას
ხშირად ადამიანებისთვის გაურკვეველია ის განსხვავება, რასაც ფასდაკლება და დანაზოგი გულისხმობს. როგორც წესი, თუ მომხმარებელი რაიმე პროდუქტს ან ნებისმიერ სერვის იძენს დანაზოგით, საუბრისას უმეტესწილად მაინც აღნიშნავს, რომ ფასადაკლებით შეიძინა. რაც ნამდვილ...
განაგრძე კითხვა
12122

კომპანიის ცნობადობის ამაღლების უნიკალური საშუალება - Hotsale-ის შეთავაზება ბიზნესებს
ცნობადობის ამაღლების, ლოიალური მომხმარებლების რაოდენობისა და შემოსავლის ზრდის სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს, თუმცა დანაზოგების ყველაზე პოპულარული პლატფორმა Hotsale.ge მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია....
განაგრძე კითხვა
10848

Hotsale-ისა და „ადმირალი“-ს მეგობრობა
Hotsale.ge წარმატებულად თანამშრომლობს მრავალ პრემიუმ კლასის სასტუმროსთან და მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაისვენოს კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასტუმროში, რაც მთავარია მაღალი დანაზოგით. თუ ბათუმში პრემიუმ კლასის სასტუმროში ხელსა...
განაგრძე კითხვა
17061

ტრადიცია და ინოვაცია: "სენთ ბანი • ST.BUNNY_TBILISI"-ს გასტრონომიული სამყარო
გასტრონომიის სამყაროში ხშირად გვხვდება ადგილები, რომლებიც მხოლოდ საჭმელს კი არ გვთავაზობენ, არამედ მთელ კულინარიულ მოგზაურობას. სწორედ ასეთია რესტორანი "სენთ ბანი • ST.BUNNY_TBILISI", რომელიც თბილისის კულინარიულ რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავე...
განაგრძე კითხვა
3689
.png)
Hotsale.ge ტრენინგ ცენტრ „Nexia TA აკადემიის“ ყველაზე მასშტაბური ფინანსური ანგარიშგების კონფერენციის მხარდამჭერი გახდა
2022 წლის 8 სექტემბერს, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის Nexia TA-ის ტრენინგ ცენტრი - „ნექსია თიეი აკადემია“ ყველაზე მასშტა­...
განაგრძე კითხვა
12156

სად დავისვენოთ საყვარელ ადამიანთან ერთად შაბათ-კვირას 200 ლარად
პანდემიისგან გამოწვეულმა სტრესმა და ეკონომიურმა პრობლემებმა, ალბათ, ბევრ თქვენგანს დაავიწყა, რომ ზოგჯერ შესვენება საჭიროა, თუნდაც მხოლოდ შაბათ-კვირას. და მაინც რატომ არის დასვენება საჭირო? ის აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, გვეხმარება დავარეგულიროთ...
განაგრძე კითხვა
15522