Category
Category
Category
Category
Category
-
Mestia
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Mestia
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
როგორ ჩავიტაროთ სახის ღრმა წმენდა სახლის პირობებში
იმისათვის, რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, აუცილებელია რეგულარული წმენდა საღამოობით, ხოლო პროფესიონალური წმენდა - 4-5 კვირაში ერთხელ. რით განსხვავდება სახის წმენდა სახლის პირობებში პროფესიონალურ სალონში წმენდისგან? ერთად გავერკვეთ.
იმისათვის, რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, აუცილებელია რეგულარული წმენდა საღამოობით, ხოლო პროფესიონალური წმენდა - 4-5 კვირაში ერთხელ. რით განსხვავდება სახის წმენდა სახლის პირობებში პროფესიონალურ სალონში წმენდისგან? ერთად გავერკვეთ.

რისთვის არის აუცილებელი და როგორ მოვამზადოთ კანი?
- სახის ღრმა წმენდა - ეს ბევრეტაპიანი კანის წმენდის პროცედურაა, რომელიც პილინგსაც ითვალისწინებს, სახის ნიღბებს, წმენდას, მასაჟს, კანის დატენიანების ეტაპებსა და აღდგენას. ნიღბები ირჩევა კანის ტიპისა და სახეზე არსებული პრობლემების მიხედვით. ზოგიერთი ამკვრივებს კანის ზედაპირს, ზოგიერთი აკნეს გამოშრობას უწყობს ხელს და ხურავს კანის ფორებს.
ბევრს უჩნდება კითხვა: უნდა ჩაიტაროს ღრმა წმენდა ჯანმრთელი და ნორმალური კანის მქონე ადამიანებმაც? ნებისმიერი კოსმეტოლოგი გიპასუხებთ: კი. სტანდარტული მოვლა ნებისმიერი ტიპის კანისთვის არის რეკომენდებული 4-6 კვირის განმავლობაში ერთხელ, თუკი უკუჩვენებები არ აღენიშნება.

კანის მომზადება წმენდისთვის
- პროფესიონალური ან სახლის პირობებში წმენდამდე კანიდან უნდა მოიშოროთ მაკიაჟი. თუკი იყენებთ მიცერალურ წყალს, აუცილებლად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. შემდგომ კოსმეტოლოგმა უნდა დაიტანოს ლოსიონი ან სპეციალური გელი პროცედურის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. საშუალებები უნდა შეირჩეს თქვენი კანის ტიპის მიხედვით და გახსოვდეთ, რომ სრულიად მშრალი კანის გაწმენდა არ შეიძლება.

სახის წმენდის პროცედურა სახლის პირობებში
- თუკი კოსმეტოლოგთან ვიზიტის დრო არ გაქვთ, სახის წმენდა შავი წერტილებისგან და ღრმა ჭუჭყისგან აუცილებელია.

როგორ ტარდება სახლში ეს პროცედურა?
- დაიბანეთ სახე ცივი წყლით. ჩაიტარეთ დემაკიაჟი რბილი გამწმენდი საშუალებებით.
- ჩაიტარეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით. დაიმუშავეთ შუბლი, ნიკაპი, წარბები და კისერი იმისათვის, რომ მოადუნოთ კუნთები.
- დაიტანეთ ლოსიონი ან პილინგ-ნიღაბი წრიული მოძრაობებით, მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად.
- შეათბეთ წყალი და მიიტანეთ სახე ორთქლთან იმისათვის, რომ ფორები გაიხსნას.
- დაიფარეთ თავზე პირსახოცი და ორთქლზე გაიჩერეთ სახე 10 წუთით.
- შემდგომ დაიტანეთ დამატენიანებელი ტონიკი, იმისათვის, რომ დახუროთ ფორები და გააგრილოთ სახე.
- ბოლოს დაიტანეთ ინდივიდუალურად შერჩეული დამატენიანებელი საცხი.

რამდენად ხშირად გავიწმინდოთ სახე?
- ღრმა წმენდა აუმჯობესებს სახის კანს და ათანაბრებს ფერს. ზოგიერთი პროფესიონალური წმენდის სახეობა აკნეს პრობლემას ჭრის და ხურავს ფორებს. კოსმეტოლოგები სახის წმენდას 2-3 თვეში ერთხელ ინტერვალით გვირჩევენ. დერმის გასუფთავების შემდეგ რეკომენდებულია SPF საცხის გამოყენება, იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ პიგმენტაცია და მზისგან დამწვრობა. მეორე მხრივ SPF საცხის ყოველდღიურად გამოყენებას გვირჩევენ იმისათვის, რომ კანის დაბერებას ხელი შევუშალოთ და მელანომისგან დავიცვათ.

ჩვენებები და უკუჩვენებები: ვისთვის შეიძლება სახის ღრმა წმენდა?
პირველ რიგში, წმენდა სჭირდებათ ჩაშავებული და პრობლემური კანის მქონე ადამიანებს. რეგულარული წმენდა ზედა მკვდარ ფენას მოგაცილებთ, რაც დაგეხმარებათ თავის მოვლის საშუალებების კანში უკეთ შეღწევაში. წმენდა ანელებს დაბერების პროცესს და კანს უფრო მეტ სიმკვრივეს ანიჭებს.
როდის უნდა გავიკეთოთ სახის ღრმა წმენდა?
- როცა ფორები დახშულია
- შავი წერტილების შემთხვევაში
- კანის ცხიმის დიდი რაოდენობით გამოყოფისას
- ჩამუქებული და არათანაბარი კანის ფერის შემთხვევაში
- გამონაყარი
- გაფართოებული ფორები
- სებორეა
- კანის ელასტიკურობის დაკარგვა

სამწუხაროდ, ყველასთვის დაუშვებელია კოსმეტიკური წმენდა. პროფესიონალმა უნდა დაადგინოს ინდივიდუალური უკუჩვენებები, საბაზისო უკუჩვენება. პროფესიონალური წმენდა არ არის რეკომენდებული:
- ჭრილობების შემთხვევაში
- მზის დამწვრობისას
- დამსკდარი კაპილარების დროს
- ნებისმიერი უცნობი მგრძნობელობისა და ალერგიულობისას პროდუქტებზე, რომლებსაც წმენდისას იყენებენ
- პატჩ-ტესტი შემოთავაზებულ უნდა იქნეს სალონში პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე
- წამლების მიღებისას, რომლებიც რეაქციას იწვევს კოსმეტიკურ პროდუქტებზე
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებისას - თრომბოზი, ფლებიტი, ჰიპერტონია, სტენოკარდია, კარდიოსტიმულატორის გამოყენებისას.

სხვა სტატიები
ნაძვის ხის ტრადიციის გზამკვლელი
ახალი წელი ოჯახის დღესასწაულია. საახალწლო ნაძვის ხის ყიდვა, მისი აწყობა და გაფორმება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე და სასურველია, რომ მთელი ოჯახი იყოს ამ პროცესში ჩართული. როგორც წესი, ნაძვის ხეს მამა ყიდულობს, ბავშვები საკუთარი ხე...
განაგრძე კითხვა
19631
2020 წლის მაკიაჟის 5 საინტერესო ტენდენცია
დეტალურად გავიაროთ 2020 წლის მაკიაჟის ტენდენციების საუკეთესო ვარიანტები. ზამთრის მაკიაჟს აქვს თავის საიდუმლოებები და ხრიკები იმისთვის რომ უფრო დახვეწილები ვიყოთ. ამ ყველაფერს ითვალისწინებენ ვიზაჟისტები და მაკიაჟის სპეციალისტები....
განაგრძე კითხვა
27172
რა ვაჩუქო ახალ წელს?
ახალი წელი საქართველოში წლის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის. ახალ წელს საქართველოს ყველა კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს და საკმაოდ დიდი ხნით ადრე იწყებენ სამზადისს, პატარები კი მოუთმენლად ელიან საჩუქრებს....
განაგრძე კითხვა
16461
5 წიგნი, რომელიც ჰელოუინზე არ უნდა გამოტოვო
ჰელოუინი ახლოვდება და ალბათ, წარმოუდგენელი იქნება ჰორორის ჟანრს, რომ არ შევეხოთ. ამ მიმართულებას თავისი ერთგული მკითხველი ჰყავს, რადგან თუ ერთხელ შეტოპავ ამ საოცრებებით, მოულოდნელობებითა და მთელი რიგი დრამატურგიით სავსე სამყაროში, მერე მარტივად დააღწ...
განაგრძე კითხვა
23999
გახდი სანტა! გაახარე შენი პატარა და ისარგებლე XS Toys და პეპელას სპეციალური შემოთავაზებით!
საახალწლო საჩუქრის არჩევა საკმაოდ რთული პროცესია, მითუმეტეს, როცა ვიცით, რომ ჩვენი პატარები მთელი გულით ელოდებიან ამ ჯადოსნურ ღამეს. სხვადასხვა ასაკის ბავშვებს აქვთ ძალიან განსხვავებული გემოვნება და მოლოდინი. შესაბამისად, ცოტა მეტი დრო უნდა დავუთმოთ...
განაგრძე კითხვა
29843
როგორ გავიმარტივოთ სახის მოვლის რუტინა
სახის კანის მოვლა არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თითქოს, ეს ყოველივე დიდ თანხებთან და რესურსთან არის დაკავშირებული. ამიტომ, შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი მსგავსი ტიპის პოსტებს, გვერდსაც უვლით ხოლმე. დროა ეს დამოკიდებულება და წარმოდგენები ...
განაგრძე კითხვა
31381