Category
Category
-
სგურამო
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
სგურამო
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

როგორ შევაყვაროთ თინეიჯერებს კითხვა
თინეიჯერობის ასაკი არც ისეთი მარტივია, როგორც ზრდასრულ ადამიანებს ეჩვენებათ. ეს არის თვითგამორკვევის, სიახლეების ძიების, მეამბოხე სულისკვეთების პერიოდი, როდესაც თავს ზრდასრულად გრძნობ, თუმცა, ხშირად გიჭირს განსაზღვა გარკვეული სირთულეების. ვერ ხვდები, რომელია სწორი გზა და როგორია ის რეალობა, რომელიც არც ისეთი კეთილი და ლმობიერია, როგორადაც ეს მოზარდებს ეჩვენებათ.
წიგნების კითხვა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ მათი ყურადღება გადავრთოთ მნიშვნელოვანი თემებისკენ, წიგნის პერსონაჟების გამოცდილებით დავანახოთ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს სწორ ან არასწორ ქმედებებს. ამისთვის ჩვენ გთავაზობთ, ტოპ 5 თინეიჯერულ წიგნს, რომელიც მათ კითხვას შეაყვარებს და თანატოლების ყველა მნიშვნელოვან პრობლემას უმტკივნეულოდ და შეპარვით დაანახებს.
#1 რეიჩელ ლიპინკოტი - "ორი ნაბიჯი შენამდე"
შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც ვერასდროს შეეხები? - ეს კითხვა ლაითმოტივად გაჰყვება ამ შესანიშნავ რომანს, რომელიც მოგვითხრობს ორი თინეიჯერის რომანტიულ თავგადასავალზე. წინ არის წამოწეული ჯანმრთელობის პრობლემები და უამრავი სირთულე, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს. ავტორი, საკმაოდ ემოციურად და რეალისტურად აღწერს თითოეული პერსონაჟის განცდებს, ემოციებს, რომ ზოგჯერ ყველაზე სანატრელი რამ შენს გვერდითაა, მაგრამ არ შეგიძლია, რომ მისწვდე.
#2 რეინბოუ რაუელი - „ელინორი და პარკი“
ეს არის ისტორია ერთი წითური გოგონას შესახებ, რომელსაც რთული თინეიჯერობა აქვს. დედა რომელიც სკეპტიკურადაა მის მიმართ განწყობილი, მამინაცვალი რომელიც მოძალადეა და თანატოლები, რომლებიც მუდმივად აბულინგებენ. ამის გამო ელინორი ჩაკეტილი მოზარდია, მუდმივად მუსიკებს უსმენს და თავის პატარა სამყაროში ცხოვრობს. თუმცა, ამ სამყაროში მარტო არასდროს რჩები, შენ შესადარს ბედისწერა გამოგიგზავნის, თუ მოთმინებით დაელოდები. პარკი კი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ელინორს შემთხვევით აღმოაჩენს, ნელ-ნელა დაუმეგობრდება და ცხოვრებას ახალი თვალით დაანახებს.
#3 სტეფანი ოუკსი - „მინაუ ბლაის წმინდა ტყუილები“
თუ გაინტერესებს, როგორია ცივილიზაციისგან მოწყვეტილი თინეიჯერი გოგონას ცხოვრება, რომელიც თემში ცხოვრობს და დაუნდობელ კანონებს ემორჩილება, მაშინ ეს წიგნი საუკეთესო არჩევანია. მისტიური და ჩამთრევი ისტორია მინაუ ბლაის შესახებ, რომელიც გამბედაობას იჩენს და უპირისპირდება მის ირგვლივ არსებულ „სიბნელეს“, თუმცა, სინათლის ძიებაში მას ადამიანებისადმი რწმენა ნელ-ნელა უქრება.
#4 ჯენი ჰანი - „ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია“
16 წლის ლარა-ჯინს თავისი გრძნობების შესახებ ხმამაღლა საუბარი უჭირს, ამიტომ, მუდმივად წერს წერილებს თავისი განცდების შესახებ, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ადრესატები მათ ვერასდროს მიიღებენ. მაგრამ რა მოხდება, თუ პატარა და ამ ჩანახატებს იპოვის და სააშკარაოზე გამოიტანს? 5 ბიჭი, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია და მხოლოდ ერთი მათგანი, რომელიც ლარა-ჯინს ისეთ შეიყვარებს როგორიცაა. ლამაზი ისტორია ორი მოზარდის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნიან, თუმცა, უამრავი საერთო აქვთ.
#5 ჯეიმზ დაშნერი - ”ლაბირინთში მორბენალი”
თუ მისტიური ამბები და ფენტეზი გიყვარს, ”ლაბირინთში მორბენალი” იდეალური წიგნია. ესაა ისტორია იმ თინეიჯერებისა, რომლებსაც მეხსიერება დაკარგული აქვთ, საკუთარი სახელიც არ ახსოვთ, არა თუ ის საიდან მოვიდნენ და რას აკეთებენ ამ ლაბირინთში. ერთადერთი, რაც მუდმივათ უნდა ახსოვდეთ: თუ გსურს გადარჩე, უნდა ირბინო და არ გაჩერდე! იმოგზაურე მოულოდნელებით სავსე ლაბირინთში, რომლისგანაც თავის დაღწევა ჯერ ვერავინ მოახერხა.
სხვა სტატიები
 (700 x 400 px) (2).png)
Imereti, Georgia: Where History, Caves, and Wine Collide
If you're planning a trip to Georgia the country and you're only focused on Tbilisi, Kazbegi, or Batumi — hit pause. You're sleeping on one of the country’s most underrated gems: Imereti. This region in western Georgia is a cocktail of a...
განაგრძე კითხვა
2089

როგორ მივიღოთ სასურველი შედეგი? ინექციური პროცედურების საიდუმლო ქირურგიული ჩარევის გარეშე.
დღევანდელ რეალობაში ქალბატონების უმრავლესობა სახის კორექციისთვის თუ სიმეტრიული/პროპორციული ნაკვთების აღდგენისთვის ხშირად მიმართავს ისეთ პროცედურებს როგორიცაა ინექციური პროცედურები ჩვენ გირჩევთ რამდენიმე კლინიკას სადაც შეძლებთ მიიღოთ სასურველი შედეგი ...
განაგრძე კითხვა
17930
.png)
აღნიშნე ქალთა დღე განსაკუთრებულ გარემოში
ყოველწლიურად 8 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ქალთა სოციალური და პოლიტიკური ცნობიერების განვითარებას და ცხოვრების ყველა სფეროში მათი მიღწევების აღნიშვნას ეთმობა...
განაგრძე კითხვა
5490

Hotsale.ge-მ საქართველოს წამყვან ტექ ღონისძიებაზე, Change Inspire მე-6 კონფერენციაზე, პრემიუმ ტიპის სასტუმროების საგზურები გაათამაშა
4 ივლისს, "პულმან თბილისი აქსის თაუერსში" Change Inspire მე-6 კონფერენცია გაიმართა – საქართველოს წამყვანი ტექ ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან ტარდება....
განაგრძე კითხვა
1909