-
Category
-
Sairme
-
District
-
Category
-
Sairme
-
უბანი
როგორ მოვუაროთ თმას, რომ მუდამ ბზინავდეს
შემოდგომით თმა განსაკუთრებით კარგავს ბზინვარებასა და სიჯანსაღეს, იწყებს უფრო მეტი რაოდენობით ცვენას, რაც გამოწვეულია ვიტამინების ნაკლებობითა და ზაფხულში მზისა თუ სხვა მავნე გარეფაქტორების ზეგავლენით.
“თმა ქალების ყველაზე მდიდრული ორნამენტია“ - ეს სიტყვები მარტინ ლუთერს ეკუთვნის და ალბათ, უმეტესობა თქვენგანი დაეთანხმებით კიდეც. Hotsale.ge გიზიარებთ იმ რამდენიმე რჩევას, რომელიც შემოდგომის დღეებში დაგეხმარებათ, რომ თქვენი თმა უფრო ბზინვარე და თვალშისაცემი გახდეს. თუ გინდათ, რომ თქვენი საუკეთესო ბუნებრივი სამკაული მუდამ მდიდრულად გამოიყურებოდეს, მაშინ გამოგვყევით.
#1 თმის შეჭრა
აუცილებელია, რომ ყოველ სამ თვეში ერთხელ გაფუჭებული თმა მოვიჭრათ, რათა ბოლოჭამიები არ გაიზარდოს და თმის ღერები არ დაწყდეს. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ მთვარის კალენდარს გადავეხედოთ, სანამ გაფუჭებულ თმას მოვიჭრით.
მთვარის დღეები სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, განწყობაზე, წარმატებაზე და აგრეთვე მომხიბვლელობასა და სილამაზეზე. ამიტომ, სასურველია მთვარის კალენდრის მიხედვით სწორად იქნეს შერჩეული დღე, როცა ყველაზე ხელსაყრელია თმის შეჭრა. სავსემთვარეობის და მზარდი მთვარის პერიოდში თმა უფრო სწრაფად იზრდება და ჯანსაღდება, ხოლო კლებადი მთვარის პერიოდში პირიქით, ანელებს ზრდას.
ამ დღეების დაზუსტებისთვის შეგიძლიათ, Google-ის საძიებო სისტემა გამოიყენოთ. ჩვენ კი გირჩევთ, რომ ეწვიოთ სილამაზის სალონ „ბერბერისი / Berberis“-ის ან „ბიუთი თაიმი / Beauty Time“-ის, სადაც მოგემსახურებიან პროფესიონალები და იზრუნებენ თქვენს სილამაზეზე.
#2 თმის პოლირება
გარდა თმის შეჭრისა, თქვენ შეგიძლიათ, რომ სილამაზის სალონ „რე-სთაილი / Re-style“-ში ჩაიტაროთ თმის პოლირების პროცედურა, ეს არის გაყოფილი ბოლოების მოშორება მექანიკურად, სპეციალური მანქანით, ქიმიური საშუალებების გარეშე. მისი უპირატესობა თმის შეჭრასთან შედარებით არის ის, რომ თმის გაჯანსაღება ხდება სიგრძეში კლების გარეშე. ამ პროცედურით მოიშორებთ თმის დაზიანებულ, გაყოფილ ნაწილს, თმა გაჯანსაღდება და გახდება უფრო ლამაზი, გლუვი და პრიალა.
#3 თმის ბოტოქსი
მნიშვნელოვანია, რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩავიტაროთ თმის გამაჟანსაღებელი პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს თმას, რომ მიიღოს საჭირო ვიტამინები. ბოტოქსი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და საჭირო პროცედურაა.
ამ დროს ხდება დაზიანებული თმის აღდგენა და ვიტამინებით გაჯერება. ანიჭებს მას ბზინვარებას და ხელს უწყობს სწრაფ ზრდას, განსაკუთრებით კარგია მელირებისგან, შეღებვისგან და ხშირი თერმული დამუშავების შედეგად დაზიანებული თმისთვის.
დაზოგეთ თანხა და მიიღეთ სასურველი შედეგი, Hotsale.ge-ის დახმარებით. ჩვენ გირჩევთ ეწვიოთ სილამაზის სალონ „კატრინი/Katrin Beauty Salon“-ს, „ბერბერისი / Berberis“-ს ან „სილამაზის სალონი ემიქსი/BEAUTY SALON EMIX“-ს, სადაც აუცილებლად იზრუნებენ თქვენი თმის სიჯანსაღეზე.
გისურვებთ მუდმივ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!
ველვეტ ბიუთი ესთეტიკ / VELVET BEAUTY AESTHETIC
Save 90 ₾
Left