Category
Category
-
ხელვაჩაური
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ხელვაჩაური
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს - 5 რჩევა, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ
სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ არასოდეს განუცდია სტრესი. ეს მდგომარეობა ყველასათვის ნაცნობია, მაგრამ ინდივიდუალურად განიცდიან მას. ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან უმტკივნეულოდ ჩაიაროს, მაგრამ ზოგისთვის სტრესმა შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს.
როგორ ავირიდოთ თავიდან სტრესი? რას შეუძლია ჩვენი დაცვა სტრესისაგან, რომელიც ყოველთვის წარმოადგენს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური დაძაბულობის მთავარ მიზეზს?
როგორ ამოვიცნოთ სტრესი?
სტრესის სიმპტომებად მიიჩნევა: უძილობა, ტკივილი მკერდის არეში, მუცელში, ზურგის და თავის ტკივილი, მაღალი წნევა, დიარეა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ქრონიკული დაღლილობა, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, დეპრესია, მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება, პანიკა და ღამის კოშმარები.
საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ, მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდეთ სტრესს.
1. ვარჯიში და იოგა
იმისათვის, რომ რეაქციებმა რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს თქვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, უნდა ისწავლოთ ადეკვატური რეაგირება მათზე. ამის მისაღწევად კი ორი გზა არსებობს:
- შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თვითშეფასების კოეფიციენტზე, ისწავლოთ ზოგიერთი უსიამოვნო მოვლენის მსუბუქად მიღება, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე.
- არ დაუშვათ დამანგრეველი ცვლილებების განვითარება თქვენს ორგანიზმზე იმ შემთხვევაში, თუ მან უკვე მოასწრო რეაგირება სტრესზე. სწორად და დროულად შეძლოთ საკუთარი თავის დამშვიდება.
თვითშეფასების ამაღლებაზე ყველაზე კარგად მოქმედებს გარეგნული მხარე. როცა კარგად გამოიყურებით, თვითშეფასებაც იზრდება. ცნობილი ფაქტია, რომ ფიზიკური ვარჯიში დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ გარეგნული და ჯანმრთელობის მხრივ, არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც. სპორტდარბაზში სიარული სტრესის დაძლევაშიც დაგეხმარებათ და თავს მუდამ ტონუსში, მხნედ გაგრძნობინებთ. კრივი კი ძალიან კარგი საშუალებაა, დაიცალოთ ნეგატიური ენერგიისგან და გათავისუფლდეთ აგრესიისგან. იოგა დაგეხმარებათ, ისწავლოთ საკუთარი ემოციების კონტროლი, მოიშოროთ დეპრესია და ნეგატიური აზრები.
2. მასაჟი
მასაჟი - ფიზიოთერაპიის მეთოდია, რომელიც აჯანსაღებს და ალამაზებს ორგანიზმს, აღადგენს სხეულში ლიმფოდრენაჟს და სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალურ მუშაობას; ხსნის კუნთების სპაზმს და ხელს უწყობს სტრესისაგან გათავისუფლებას. სტრესზე ასევე რეკომენდებულია შაროკოს შხაპი გოგირდის წყლით. გოგირდის აბაზანების მიღებას გააჩნია უნიკალური თვისება, მინერალური წყლიდან გამოიმუშავება სულფიდები, რომელიც ღრმად აღწევს კანში და ამდიდრებს უჯრედების სტრუქტურას. კიდევ ერთი იდეალური ვარიანტია - რელაქს-მასაჟი სურნელოვანი ეთერზეთების გამოყენებით. 40-წუთიანი რელაქს-მასაჟი კეთდება მთლიან სხეულზე სპეციალური დამამშვიდებელი ეთერზეთების გამოყენებით.
3. მოგზაურობა, დასვენება
4. ახალი ვარცხნილობა
იმიჯის შეცვლა ასევე ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად მიიჩნევა. თმის ფერის შეცვლა, ან თუნდაც შეჭრა, სიახლის განცდას აჩენს და თავს განახლებულად გაგრძნობინებთ. გარეგნობის შეცვლით, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც შეცვლით. ასე რომ, აუცილებლად ესტუმრეთ სილამაზის სალონს, ოღონდ ჯერ „ჰოთსეილზე“ ნახეთ.
5. აუზი
წყალი რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. საცურაო აუზზე ვიზიტი დაგეხმარებათ, რომ განიტვირთოთ და სტრესი დაძლიოთ. ცივ სეზონზე დახურულ საცურაო აუზზე სიარული ყველაზე სასიამოვნო გადაწყვეტილება იქნება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
სხვა სტატიები
.jpg)
Hotsale.ge-ის მომხმარებელი გირჩევთ: 5 კოტეჯი მაღალი დანაზოგით
ბუნებაში დასვენება და სიმშვიდე სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა შესაძლებელია ბიუჯეტის დაზოგვაც. თუ ეძებთ უნიკალურ დასასვენებელ ადგილებს საქართველოში, მაგრამ გსურთ, რომ თქვენი საფულეც გაუმკლავდეს ამ სურვილს, Hotsale.ge-ის შეთავაზებ...
განაგრძე კითხვა
4475

როგორ შევიძინოთ ჩვენზე მორგებული სმარტფონი ყველაზე დაბალ ფასად?
სმარტფონის შეცვლა რამდენიმე წელში ერთხელ გვიწევს, რადგან ელემენტი პირვანდელ „სიცოცხლისუნარიანობას“ კარგავს, ბაზარზე გამოდის უკეთეს კამერიანი ტელეფონები გაუმჯობესებული მონაცემებით და ჩვენი ძვირადღირებული გაჯეტებიც ფასს კარგავს. სწორედ ამიტ...
განაგრძე კითხვა
11978

5 ბავშვთა გასართობი ცენტრი თბილისში
ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღეს...
განაგრძე კითხვა
11588

3 ადგილი კახეთში, სადაც შეძლებთ ბიუჯეტურად დასვენებას
საქართველოს აღმოსავლეთით, თბილისიდან მხოლოდ ორი საათის სავალზე, მდებარეობს ღვინისა და ვაზის სამშობლოდ აღიარებული კუთხე კახეთი, რომელსაც არამხოლოდ გასტრონომიული ღირებულება, არამედ ღირსშესანიშნავი ადგილები და საუკუნოვანი სტუმარ-მასპინძლობით იზიდა...
განაგრძე კითხვა
14038

Farmstay-ის პროდუქცია Hotsale.ge-ზეა!
სიახლე Hotsale.ge-ზე! გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, აუცილებელია ჩვენს ყოველღიურობასაც შევმატოთ სიახლეები და გავილამაზოთ გაზაფხულის თბილი დღეები. თავის მოვლის ხაზს დაემატა Farmstay/ფარმსთეი-ს პროდუქცია, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ყოველდღიურ თა...
განაგრძე კითხვა
12040