-
Category
-
Akhaltsikhe
-
District
-
Category
-
Akhaltsikhe
-
უბანი
როგორ გამოვიყურებოდეთ იდეალურად -თავის მოვლის 6 მთავარი წესი
ხშირად გვსმენია ფრაზა ,,მახინჯი ვარ არაფერი მეშველება” თუმცა როგორც გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი იტყოდა ,,არ არსებობს მახინჯი ქალი, არსებობენ ზარმაცი ქალები”. მოდით მოვუსმინოთ მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერს, რომლის თანამედროვე ხედვამაც შეცვალა მოდის ინდუსტრია.
სახე - თქვენი სახე, თქვენი სარკეა. სახის მოვლა დილას და საღამოს ძალიან მნიშვნელოვანია სიბერის შესაჩერებლად, რასაც ყველა ჩვენგანი ცდილობს.
,,ხელები ქალის სავიზიტო ბარათია” - დიახ, მოვლილი ხელები უმთავრესია, რადგან ადამიანი საუბრისას სხეულის ენას იყენებს და ყველაზე შესამჩნევი, სწორედ ხელებია.
თმა - მოვლილი თმა თქვენს მოწესრიგებულობას უსვამს ხაზს. თუ გაწუხებთ არასასურველი თმა სხეულზე - დღეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს, უამრავი მოშორების მეთოდი არსებოს.
ვარჯიში- ჯანსაღი სხეული სილამაზის ერთ-ერთი ნიშანია. ნუ დაიზარებთ სპორტ-დარბაზში ანდაც სახლში ვარჯიშისთვის დროისდათმობას. ფიზიკური აქტივობით ხომ არა მარტო სხეულზე, არამედ გონებაზეც ვზეუნავთ.
ბოლოს კი არ დაგავიწყდეთ ჰიდრატაცია. წყალი ჩვენი ორგანიზმის უდიდეს ნაწილს შეადგენს და მის გარეშე ფუნქციონირება შეუძლებელია. ეცადეთ დღეში საშუალოდ 2 ლიტრი წყალი დალიოთ, ეს დადებითად აისახება როგორც თქვენს გარეგნობაზე, ისე გონებასა და ზოგად ჯანმრთელობაზე.