-
Category
-
სგურამო
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Category
-
სგურამო
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
რატომ არის კომპანიებისთვის Hotsale.ge-სთან თანამშრომლობა მომგებიანი
10 000 პარტნიორი კომპანია, 300 000 რეგისტრირებული მომხმარებელი - ეს არის დანაზოგების ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hotsale.ge, რომელიც 11 წელია, მხარს უჭერს ბიზნესს და მომხმარებლის ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.
ვებგვერდის მომხმარებლები მუდმივად სარგებლობენ განსაკუთრებული დანაზოგით, კვების, თავის მოვლის, დასვენების, ჯანმრთელობის და სხვა სერვისებზე. Hotsale.ge-ს დირექტორის თათული ზაკალაშვილის განცხადებით, ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად ზრდადია.
„ჩვენს ვებ-გვერდს ყოველთვიურად 320 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, რაც ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ მუდმივად ორიენტირებული ვართ ზრდაზე და სიახლეების დანერგვაზე. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ, თავიანთი პროდუქტი/სერვისი მიაწოდონ უშუალო სამიზნე აუდიტორიას, „ჰოთსეილის“ მომხმარებელმა უკვე კარგად გაითავისა ჩვენი მთავარი მესიჯები - #დაზოგვაჭკვიანურია და #ჯერჰოთსეილზენახე. ჩვენი გუნდი სხვადასხვა აქტივობით ზრუნავს პარტნიორი კომპანიების პოპულარობისა და წარმატების ზრდაზე, რადგან გვჯერა, რომ ეს საერთო წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია“, - განმარტა მან.
Hotsale-ის მუდმივად ერთგული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Castello Mare Hotel & Wellness Resort-ი, „ავერსის კლინიკა“, „ზუზუმბო“, „Gino paradise“, „ორბი ჯგუფი“, და ასობით სხვა, მომხმარებლების მიერ უკვე აღიარებული კომპანია.
Hotsale.ge-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი ლანა ცხადაძე განმარტავს, რომ კომპანიის მთავარი ინსტრუმენტი, რა თქმა, უნდა ასობით ათასი ერთგული მომხმარებელია. თუმცა სარეკლამო აქტივობები, პრომოაქციები და მიმზიდველი დანაზოგები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიისა და პარტნიორი ბიზნესების წარმატებაში. Hotsale-ი მომხმარებელს სერვისისა და პროდუქტის მისაღებ ფასად შეძენაში ეხმარება, ხოლო ბიზნესს - განვითარებაში.
„ვებგვერდი ბიზნესს ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას სთავაზობს, რაც სამომავლოდ დამატებითი შემოსავლების მიღებაში ეხმარება. Hotsale.ge-ის თითოეული პარტნიორისთვის იგეგმება ინდივიდუალური, მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია. ჩვენ ვამაყობთ, რომ უკვე ძალიან ბევრი კომპანიის წარმატებას ითვლის ჩვენი ვებგვერდი“, - აღნიშნა მან.
ვებგვერდის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკვე რეგისტრირებული მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს ელექტრონულ ფოსტაზე იღებენ, ასევე, აქციები სწრაფად ვრცელდება „ფეისბუქსა“ და სხვა სოციალური ქსელებშიც, რომელთაც ათობით ათასი მომხმარებელი ეცნობა.
მნიშვნელოვანია, რომ Hotsale.ge-ს პარტნიორები თავად საზღვრავენ პრომოკოდის ოპტიმალურ რაოდენობას და ღირებულებას, ამით მომხმარებელს სერვისისა და პროდუქტის შეფასების საშუალებას აძლევენ. Hotsale.ge კი ზრუნავს აქციების სწორად შეფუთვაზე, დიზაინსა და ვიზუალურ მხარეზე, რაშიც ბიზნესი მნიშვნელოვან თანხებს ზოგავს.
სხვა სტატიები
ბურგერი თუ სუში - კერძები, რომელიც მეგობრებთან შეხვედრას უფრო სასიამოვნოს ხდის
Hotsale.ge-ზე განთავსებულმა კვების ობიექტებმა სპეციალურად ახალგაზრდებითვის არაერთი შეთავაზება შექმნეს. შეთავაზებების ფარგლებში სტუდენტები თუ მოსწავლეები საიტზე შეიძენენ ჯავშანს და კონკრეტულ კაფესა თუ ბარში გემრიელად მიირთმევენ, ისე რომ ზედმ...
განაგრძე კითხვა15241
საზოგადოების რჩეული წიგნები
წიგნების სამყარო საოცრად დიდი და მრავლისმომცველია, ზოგჯერ რთულია იმ ემოციების ბოლომდე გამოხატვა, რასაც ესა თუ ის ნაწარმოები გვანიჭებს. ფიოდორ დოსტოევსკი წერს - ''ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი ...
განაგრძე კითხვა10455
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. თამაშის მერვე ტური 19 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა. ...
განაგრძე კითხვა12453
საუკეთესო მეთოდები, რომლებიც სასურველი წონის მიღწევაში დაგეხმარებათ
ალბათ არაფერია იმაზე უსიამოვნო, როდესაც მთელი მონდომებით ცდილობ წონაში დაკლებას და სასწორის ისარი ჯიუტად დგას ერთსა და იმავე ადგილას. სტატისტიკის თანახმად, დიეტაზე მყოფი ადამიანი ორჯერ ან სამჯერ დგება ამ პრობლემის წინაშე, რომელსაც „წონის გაყინვ...
განაგრძე კითხვა9872