-
Gonio, Kvariati
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Gonio, Kvariati
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
რას ნიშნავს იყო მომხმარებლის ზრუნვაზე ორიენტირებული კომპანია საქართველოში
21-ე საუკუნეში მომხმარებლის მოთხოვნები რადიკალურად იზრდება და იხვეწება. დღეს შეთავაზებული პროდუქტისა თუ სერვისის ფასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ხარისხი, ასევე კომპანიის სანდოობა და საიმედოობა.
საინტერესოა ამ პროცესის განვითარების ხაზიც. თუ 2000-იანი წლების დასაწყისში მომხმარებელი აქცენტს ძირითადად, პროდუქტის ხარისხსა და ფასზე აკეთებდა, დღეს ის აკვირდება კომპანიის მიდგომასაც მომხმარებლის მიმართ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ მათგანს და რამდენად ეფექტურად შეუძლია მათთან კომუნიკაციის დამყარება. ამას თან ერთვის სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა საკითხები, რაც საბოლოო ჯამში, ბრენდზე წარმოდგენას ქმნის.
წარმატებული კომპანიები ახერხებენ, მომხმარებლის მოთხოვნებს ფეხს სწრაფად აუწყონ, მოერგონ მას და შესთავაზონ ინოვაციური პროდუქტი ან სერვისი. ბევრმა კომპანიამ, რომელიც წლებია, ქართულ ბაზარზე ოპერირებს, განვითარება არამხოლოდ გაფართოების, არამედ მომხმარებელზე ზრუნვის კუთხითაც შეძლო, რამაც შესაბამისი შედეგიც მოიტანა. მათ შორის არის Hotsale.ge, რომელიც 2011 წლიდან დღემდე, დანაზოგების სტიმულირების თვალსაზრისით, ლიდერია.
“რა თქმა უნდა, მომხმარებლების მოთხოვნას მუდმივად თვალს ვადევნებთ და შესაბამის სერვისებს ვნერგავთ, თუმცა მომხმარებელზე ზრუნვა უფრო მეტია, ვიდრე სერვისი. ეს არის ურთიერთობის ჩამოყალიბება შენს ლოიალურ მომხმარებელთან. 2011 წლიდან Hotsale.ge-ის ჰქონდა ცხელი ხაზი, რომლის თანამშრომლებიც მომხმარებლებს ეხმარებოდნენ დანაზოგით შეძენაში, ადგილმდებარეობის მოძიებაში, პასუხობდნენ მათ სხვადასხვა კითხვას. ამის შემდეგ, Hotsale.ge-ზე განთავსებული კომპანიების მომსახურების ხარისხი უნდა გადაგვემოწმებინა. თავდაპირველად, ეს შემოსული განცხადებების ან ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მოსაზრებების საფუძველზე ხდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ ესეც არ იყო საკმარისი და ახალი სტანდარტებით მუშაობა დავიწყეთ. ცხელი ხაზი შეიცვალა მომხმარებელზე ზრუნვის სამსახურით და შევქმენით მონიტორინგის მექანიზმიც, რომელიც ჩვენი პარტნიორი კომპანიების მომსახურების ხარისხსა და შეთავაზებასთან შესაბამისობას გააკონტროლებდა. დღეს, მომხმარებელზე ზრუნვის სამსახური ბოლომდე მიჰყვება მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ჩვენ ყოველკვირეულად გამოვკითხავთ 800-1000 მომხმარებელს, რომ მათი კმაყოფილებისა და უკმაყოფილების მიზეზები შევიტყოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებელმა შეიძინოს პრომო კოდი, რომ Hotsale-მა შესაბამისი დახმარება გაუწიოს”, - განმარტავს Hotsale.ge-ის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ლანა წურწუმია.
Hotsale.ge-ის მონიტორინგის სამსახური მუდმივად ამოწმებს პარტნიორი კომპანიის მომსახურების ხარისხს და შესაბამისი დასკვნის დადების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ თუ არა ამა თუ იმ კომპანიასთან თანამშრომლობას.
ამგვარი მონიტორინგის პირობებში, კვლევებით იკვეთება, რომ პროცენტულად დიდია იმ მომხმარებელთა რიცხვი, ვინც Hotsale.ge-ის მომსახურებით ერთხელ ისარგებლა და შემდეგ მათი ერთგული დარჩა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი არ არიან ორიენტირებული ერთჯერად გაყიდვებზე. Hotsale.ge-ისთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი თანამშრომლობა როგორც პარტნიორ კომპანიასთან, ისე მომხმარებელთან, ამიტომ თითოეული მათგანის აზრი მნიშვნელოვანია, თითოეულზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, უთმობენ სათანადო დროს, ეხმარებიან და აგრძნობინებენ, რომ შეუძლიათ, ენდონ.
სხვა სტატიები
რა წიგნებით დავაინტერესოთ ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში?
რამდენიმე დღეა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოქალაქეების დიდ ნაწილსსახლიდან უწევს მუშაობა ან უბრალოდ, თვითიზოლაციაშია. ეს პროცესიგანსაკუთრებით მძიმეა ბავშვებისთვის, რომლებიც ბაღსა და სკოლებში აქტიურსოციალიზაციას არიან მიჩვეულები და ითხოვენ თან...
განაგრძე კითხვა7380
რატომ არის კომპანიებისთვის Hotsale.ge-სთან თანამშრომლობა მომგებიანი
10 000 პარტნიორი კომპანია, 300 000 რეგისტრირებული მომხმარებელი - ეს არის დანაზოგების ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hotsale.ge, რომელიც 11 წელია, მხარს უჭერს ბიზნესს და მომხმარებლის ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს....
განაგრძე კითხვა6579
გასართობი ცენტრები თბილისში დაუვიწყარი დაბადების დღის გადასახდელად
ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღესასწაულად...
განაგრძე კითხვა904
ტოპ 4 წიგნი კლასიკური ლიტერატურის მოყვარულთათვის
„თუ კითხვა არ გიყვარს, ესეიგი სწორი წიგნი ჯერ არ გიპოვია“- ეს სიტყვები ჯოან როულინგს ეკუთვნის, რომელიც ავტორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნების სერიის, „ჰარი პოტერის“, ფენტეზის ჟანრიდან. მინდა გითხრათ, რომ სწორი ჟანრისა თუ წი...
განაგრძე კითხვა15117