Category
Category
Category
Category
-
სგურამო
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
სგურამო
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
პირველი ირლანდიური პაბი თბილისში
თბილისში 1997 წელს, ბევრისთვის საყვარელ და ნოსტალგიურ თუმცა ბნელ პერიოდში, ე.წ 90-იანებში, როცა ჯერ კიდევ უშუქობა იყო, ქალაქში გაიხსნა ერთ-ერთი პირველი პაბი რომელსაც ,,ნალი’’ დაარქვეს.
ის იყო იმ პერიოდის ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, სადაც სანთლის მქრქალი შუქისა და გენერატორის ხმაურის მიუხედავად, ყველა კარგ და სასიამოვნო დროს ატარებდა. როგორც მაშინ, დღესაც, ,,ნალი’’ არის სივრცე, რომელსაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი დღემდე სტუმრობს.
თავდაპირველად პაბი საკმაოდ პატარა იყო, თუმცა წლების განმავლობაში გაფართოვდა და დაიხვეწა. მალევე მას, 1999-ში, ამავე წელს ჩამოყალიბებული ბენდი ,,ნალი’’ შეუერთდა, სხვა მრავალ ახალბედა ბენდთან და მომღერალთან ერთად, რომლებიც მსმენელს, დახვეწილ და გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას - როკენროლის, ქანთრის და ბლუზის სტილში დღემდე სთავაზობს.

პაბი მალევე იქცა უცხოელი სტუმრების საყვარელ ადგილად. ვიზიტორები პაბს უმეტესად ბრიტანეთიდან და ამერიკიდან სტუმრობდნენ, თუმცა პაბში გვხვდება კუპიურების კუთხე, რომელიც 1998 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრის კუპიურას სამახსოვროდ ინახავს, თავისი ხელწერილებით, მოწოდებებით და ისტორიებით.
.jpg)
სტუმრები ,,ნალი’’-ში გემოვნებიანი მუსიკის, მრავალფეროვანი კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის უგემრიელესი ირლანდიური ლუდის, ,,გინესის’’ დასაგემოვნებლად დადიოდნენ და დღესაც დადიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ პაბში არსებული ინვენტარი დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, რაც თითქოს დროში გვამოგზაურებს.
.jpg)
ნალის ატმოსფერო შექმნილია სიყვარულით და დეტალებისადმი ყურადღებით, ის არის იდეალური ადგილი წვეულებებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისთვის ან უბრალოდ განტვირთვისთვის. მყუდრო და მეგობრული ატმოსფერო, ბევრს ახსენებს თავის სტუდენტობის პერიოდს, რომელიც უამრავ ცნობილ სახეს მსახიობებს თუ პოლიტიკოსებს სწორედ აქ აქვთ გატარებული. ხელის თხოვნები, მხიარულება, არაერთი ბედნიერი მოგონება ახსოვთ სტუმრებს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ პაბში დღემდე იგრძნობა წლების წინანდელი მუხტი, ჯანსაღი და მეგობრული გარემო, რომელიც დღესდღეობით ასეთი მნიშვნელოვანია.
.jpg)
პაბი “ნალი სთეიჯ პაბი • NALI STAGE PUB” დანაზოგების ყველაზე დიდი პლატფორმის, Hotsale.ge-ის პარტნიორია, ამ მეგობრობის საფუძველზე კი მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 30%-მდე დანაზოგით სხვადასხვა შეთავაზებებზე
სხვა სტატიები
აღმოაჩინე წყალტუბო
მწვანეში ჩაფლული კურორტი წყალტუბო ლამაზი ბაღებით, ხეივნებითა და სამკურნალო წყაროებით გამოირჩევა. იმერეთის ამ საამაყო მხარეში ადამიანი ათასწლეულების განმავლობაში სახლობდა, რასაც უძველესი ნამოსახლარები ადასტურებს. წყალტუბოს ტერიტორიაზე ნაპოვნი სპილენძი...
განაგრძე კითხვა
17406
დაზოგვის მსოფლიო დღე - ისწავლე დაზოგვა Hotsale.ge-სთან ერთად
დაზოგვა რომ ჭკვიანურია, ამას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღიარებენ. აღნიშნულის დასტურია „მსოფლიო დაზოგვის დღეც“, რომელიც თითქმის უკვე საუკუნეა აღინიშნება. მსოფლიო დაზოგვის დღე 1924 წლის 30 ოქტომბერს მილანში, იტალიაში გამართულ კონგრესზე დაწეს...
განაგრძე კითხვა
24771
სივრცე, სადაც იბადება მოგონებები: “Dialogue • დიალოგი” უკვე Hotsale.ge-ზე
თუ გინდათ, რომ საღამოს უჩვეულო შტრიხი შეძინოთ და სიახლე აღმოაჩინოთ, ქალაქში ახალი სივრცე "Dialogue • დიალოგი" გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ქმნის მყუდრო ატმოსფეროს და გპირდებათ დაუვიწყარ...
განაგრძე კითხვა
20957