-
Sighnaghi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Sighnaghi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
ნაძვის ხის ტრადიციის გზამკვლელი
ახალი წელი ოჯახის დღესასწაულია. საახალწლო ნაძვის ხის ყიდვა, მისი აწყობა და გაფორმება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე და სასურველია, რომ მთელი ოჯახი იყოს ამ პროცესში ჩართული.
როგორც წესი, ნაძვის ხეს მამა ყიდულობს, ბავშვები საკუთარი ხელით აკეთებენ სათამაშოებს, ხოლო დედა ლამაზად კიდებს მათ. სწორედ, ასეთ დეტალებშია მთელი ოჯახური იდილიის აზრი, რომლითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ მთელი დღესასწაულის მანძილზე.
საახალწლო ნაძვის ხე დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომელიც ოჯახურ სითბოსა და დღესასწაულის სულს აერთიანებს. ძალიან ხშირად, როდესაც მის აწყობას ვიწყებთ, არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს მთელი ეს ტრადიცია, რომელიც ახალ წელს უკავშირდება. მისი ისტორია გაცილებით ღრმაა და მრავალფეროვან კულტურულ ტრადიციებში იღებს სათავეს. დღევანდელ ბლოგში ძალიან საინტერესო ინფორმაციას შემოგთავაზებთ, რომელზეც შესაძლოა აქამდე არც კი გიფიქრიათ.
ნაძვის ხე ქრისტიანულ ტრადიციაში
ნაძვის ხის ისტორია არც თუ ისე უძველესი დროიდან იწყება. ახალ აღთქმაში, არსად არ არის საუბარი ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის მორთულ ხეზე. ფაქტია, რომ ქრისტეს იერუსალიმში შესვლისას, ხალხი პალმის ტოტებით მიესალმა. ამდენად, ქრისტიანობაში პალმის ხე სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო იყო.
ჰავაიზე პალმას დღესაც, როგორც ნაძვის ხეს ისე იყენებენ, ხოლო აშშ-ში, ფლორიდაში, სპეციალური “საშობაო პალმა” იზრდება. ეს სახელწოდება მისი წითელი ნაყოფის გამო მიიღო, რომელიც სწორედ დეკემბრისთვის მწიფდება
გადმოცემის თანახმად, პირველი "ოფიციალური" საშობაო ნაძვის ხის ისტორია პროტესტანტი რეფორმატორის მარტინ ლუთერის სახელს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, იგი ერთხელ ღამით ტყეში სეირნობდა, როცა ტოტებს შორის ცაზე ვარსკვლავების მანათობელმა სინათლემ მოხიბლა, რაც შობის ღამის სასწაულს აგონებდა, მარტინ ლუთერი ამ ყველაფერმა შთააგონა და სახლში დაბრუნებისას, მან ნაძვის ხე სანთლებით მორთო, რათა ოჯახისთვის ეს მშვენიერი სანახაობა გაეზიარებინა.
ნაძვის ხის ტრადიცია საქართველოში
საქართველოში, როგორც ქრისტიანულ ქვეყანაში, ნაძვის ხის ტრადიცია მჭიდროდ უკავშირდება შობისა და ახალი წლის აღნიშვნას. მისი მორთვა ფართოდ გავრცელდა მე-19 საუკუნეში, როდესაც ევროპული კულტურული ტრადიციები ქართულ გარემოშიც შემოვიდა. თავდაპირველად ნაძვის ხე ძირითადად დიდ ქალაქებში ირთვებოდა, განსაკუთრებით იმ ოჯახებში, რომლებსაც ევროპასთან აქტიური კონტაქტი ჰქონდათ. თუმცა ამ ტრადიციის უნიკალური ელემენტები დროის განმავლობაში განვითარდა და ეროვნულ კულტურასთან მჭიდროდ დაკავშირებული დეტალები შეიძინა. ასე რომ, ნაძვის ხე საქართველოში არა მხოლოდ ევროპული ტრადიციის ნაწილია, არამედ ქართულმა კულტურამ მას თავისი განსაკუთრებული სახე მისცა.
თანამედროვე ტრადიცია
ნაძვის ხე, თავისი გრძელვადიანი ისტორიის მიუხედავად, დღესდღეობით ოჯახური დღესასწაულის, სითბოსა და ახალი წლის საზეიმო განწყობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი ფერადი ბურთებით, განათებებითა და ყვავილებით მორთვა არა მხოლოდ ძველ სიმბოლოებს, არამედ თანამედროვე ცხოვრების სიხარულსა და ერთიანობას გამოხატავს.
თქვენი ნაძვის ხის მორთვა, შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი მრავალფეროვანი ტრადიციების გამოძახილი იყოს.
იპოვეთ თქვენი იდეალური ნაძვის ხე და დეკორაციები Hotsale.ge-ზე და გაანათეთ თქვენი სახლი სითბოთი, ბედნიერებითა და სადღესასწაულო განწყობით.
t.ly/_ycdI
t.ly/ydv7F
t.ly/9WbGk
სხვა სტატიები
კბილების პროფესიული წმენდა - აუცილებელი პროცედურა პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის
კბილების პროფესიული წმენდა არის სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის მიზანია კბილებიდან და ღრძილების არიდან ნადებისა და დაგროვილი ნალექის მოცილება. პროფესიული წმენდა აუცილებელია კარიესისა და ღრძილების დაავადებების პრევენციისთვის და ჯანმრთელი პირის...
განაგრძე კითხვა10148
Hotsale.ge - მომხმარებლისა და პარტნიორი კომპანიის კმაყოფილების ბალანსის შენარჩუნების 10 წლიანი გამოცდილება
თითოეულ მომხმარებელთან ინტერაქცია უნიკალური და მნიშვნელოვანია - კომპანიის წარმატებას მეტწილად, ასეთი დამოკიდებულება განსაზღვრავს. რამდენად მზარდი და განვითარებადიც არ უნდა იყოს კომპანია, მას პერიოდულად სჭირდება განახლება, სერვისის დახვეწა, გამო...
განაგრძე კითხვა12390
4 პრემიუმ ტიპის კოტეჯი ყველაზე დიდი დანაზოგით
ატმოსფერული კოტეჯები, სიმწვანე, ტყე, სუფთა ჰაერი და რაც მთავარია სიმშვიდე - ასეთ გარემოში საყვარელ ადამიანთან ერთად მთაში დასვენებას არაფერი შეედრება. საკმაოდ ბევრი ახალი, მყუდრო კოტეჯი აშენდა ბოლო წლებში, საქართველოს სხვადა...
განაგრძე კითხვა4939
5 წიგნი, რომელიც ჰელოუინზე არ უნდა გამოტოვო
ჰელოუინი ახლოვდება და ალბათ, წარმოუდგენელი იქნება ჰორორის ჟანრს, რომ არ შევეხოთ. ამ მიმართულებას თავისი ერთგული მკითხველი ჰყავს, რადგან თუ ერთხელ შეტოპავ ამ საოცრებებით, მოულოდნელობებითა და მთელი რიგი დრამატურგიით სავსე სამყაროში, მერე მარტივად დააღწ...
განაგრძე კითხვა10227