Category
Category
Category
Category
-
Racha
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Racha
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
მოიწყვეთ დაუვიწყარი დასვენება "მაუნთინ მესტიაში" და ისარგებლეთ დიდი დანაზოგით Hotsale.ge-სგან
მესტია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ დამსვენებლებში. უძველესი კოშკები, შთამბეჭდავი ხედები თოვლიან მწვერვალებზე და უგემრიელესი კერძები - ეს სვანეთის მთავარი ნიშაა, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.
მესტიაში 2017 წლიდან ფუნქციონირებს სასტუმრო - “მაუნთინ მესტია • HOTEL MOUNTAIN MESTIA”, რომელიც თანამედროვე კომფორტს და სვანური ტრადიციული გარემოს სიმყუდროვეს აერთიანებს.
“მაუნთინ მესტია • HOTEL MOUNTAIN MESTIA” მოიცავს 21 კეთილმოწყობილ ნომერს, რომელიც სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო პირადი ჰიგიენური საშუალებით. ნომრების რაოდენობა ერთდროულად 45 სტუმრის მიღების საშუალებას იძლევა, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ისე მეგობრების ჯგუფისთვის. სასტუმროში ყოველი დეტალი კომფორტზეა გათვლილი. აქ დაგხვდებათ, იდეალური ულამაზესი ხედები მე-12 საუკუნის სვანურ კოშკებზე, ძველ უბნებსა და მთებზე, იდეალური სისუფთავე და უგემრიელესი კერძები.

სტუმრებს განსაკუთრებით იზიდავს სასტუმროს მშვიდი და მყუდრო გარემო. დილა იწყება მრავალფეროვანი საუზმით, საღამოს კი სტუმრებს ელოდებათ ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებული ვახშამი. გარე სივრცე კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის აქ დასვენებას: ტერასა, ჰამაკები, კოცონის დასანთები ატრიბუტები და მაყალი, რომელზეც საკუთარი ხელით შეგიძლიათ მწვადის შეწვა.
სტუმრებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, უსარგებლონ საუნითაც და განიტვირთონ მარტო თუ ახლობლებთან ერთად. თითოეული ვიზიტორი პერსონალისგან გრძნობს განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვას, რაც მას სვანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასტუმროდ აქცევს.

მესტია, თავისი მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით, საოცარ ფონს ქმნის სასტუმროსთვის. აქედან მარტივად შეიძლება როგორც ქალაქის ძველი უბნების დათვალიერება, ისე მთის ბილიკებით სეირნობა და სვანეთის ბუნების აღმოჩენა. სწორედ ამიტომ, ეს სასტუმრო საუკეთესო არჩევანია ყველასთვის, ვისაც კომფორტი და სიმშვიდე სურს.


რაც მთავარია, სასტუმროში დასვენება Hotsale.ge-სთან პარტნიორობის წყალბით უკვე დიდი დანაზოგით არის შესაძლებელი. შეთავაზებების დეტალურად ნახვა დანაზოგების ვებგვერდზე შეგიძლიათ.
შეგახსნებთ, რომ Hotsale.ge არაერთ პრემიუმ კლასის სასტუმროსთან თანამშრომლობს, რაც მომხმარებელს კომფორტული და საინტერესო დასვენების საშუალებას აძლევს. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, დიდი დანაზოგითაა ხელმისაწვდომი.
სხვა სტატიები
3 გასართობი ცენტრი თბილისში დაუვიწყარი დაბადების დღის გადასახდელად
ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღესასწაულად უქცევთ....
განაგრძე კითხვა
28313
4 მოთხოვნადი ბარი თბილისში საინტერესო საღამოს გასატარებლად
მონოტონური და დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ გადაიწვი? დაგეგმე ამ შაბათ-კვირას ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად აქტივობა, რომელიც კომფორტის ზონიდან გამოგიყვანს. გიზიარებთ 4 კარაოკე-ლაუნჯ ბარს თბილისში, სადაც სასიამოვნო გარემოსთან ერთად დიდი დ...
განაგრძე კითხვა
49746
"დემი ესთეტიკი / DEMI AESTHETIC"
არასასურველი თმის მოშორება თანამედროვე თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილია. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეპილაციის მეთოდები უფრო ეფექტური, უსაფრთხო და კომფორტული გახდა. "დემი ესთეტიკი / DEMI AESTHETIC" მომხმარებელს სთავაზობს სხეულის...
განაგრძე კითხვა
5940
სამედიცინო სერვისები 80%-მდე დანაზოგით და კონსულტაცია ცნობილი ექიმებისგან - ყველაფერი Online.mkurnali.ge-ის შესახებ!
Mkurnali.ge-სა და Hotsale.ge -ს ერთობლივი პროექტი Online.mkurnali.ge უკვე ჩაეშვა და მის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მნიშვნელოვანი დანაზოგით მიიღონ. კონკრეტულად, როგორ შეგვიძლია Online.mkurnali.gehttps://onlin...
განაგრძე კითხვა
29514