-
Mestia
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Mestia
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
„მესტია ინნ • MESTIA INN“ – სვანეთში დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ
მესტია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებში. ძველი სვანური კოშკები, თოვლიანი მწვერვალები, ულამაზესი ხეობები და უგემრიელესი ტრადიციული სამზარეულო არცერთ სტუმარს არ ტოვებს გულგრილს.
თუ მესტიაში მოგზაურობას გეგმავთ და ეძებთ სასტუმროს, სადაც კომფორტი, მყუდროება და ულამაზესი ხედები სრულ ჰარმონიაშია, “მესტია ინნ • MESTIA INN” საუკეთესო არჩევანია.

სასტუმრო მდებარეობს მესტიის გულში, სულ რაღაც 600 მეტრში ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმიდან, სადაც შეგიძლიათ სვანეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კულტურა ახლოდან შეიგრძნოთ. სასტუმროდან მარტივად შეძლებთ მთის ბილიკებზე გასვლას, სვანური კოშკებისა და მყინვარების დათვალიერებას ან უბრალოდ მესტიის ცენტრში სეირნობას.

“მესტია ინნ • MESTIA INN”-ში წარმოდგენილია 21 კომფორტული და თანამედროვე სტანდარტის ნომერი, რომლებიც იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ასევე წყვილებისა და სამეგობრო ჯგუფებისთვის. ყველა ნომერი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით, ნომრის აივნებიდან კი იშლება უნიკალური ხედები სვანურ კოშკებსა და კავკასიონის მწვერვალებზე, რაც დაუვიწყარი გამოცდილებაა ნებისმიერი მოგზაურისთვის.

სასტუმროში დილა იწყება უგემრიელესი საუზმით, ხოლო საღამო შეგიძლიათ გაატაროთ ბარ-რესტორანში Terrace 360°, სადაც დაგხვდებათ, როგორც სვანური ტრადიციული კერძები, ასევე ევროპული არჩევანი. ტერასიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი მესტიაზე, რაც განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით.
მესტია ინნ • MESTIA INN სტუმრებს სთავაზობს:
- 24/7 მიმღებს და ოთახის მომსახურებას;
- ტურებისა და ლაშქრობების ორგანიზებას;
- აეროპორტისა და სადგურის ტრანსფერს (დამატებით);
- საბავშვო საწოლებსა და დამატებით საწოლებს სურვილისამებრ;
- უფასო ღია ავტოსადგომს, ლიფტს და სხვა სივრცეებსა და სერვისებს, რაც მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით.
მესტია ინნ • MESTIA INN არის ადგილი, სადაც იწყება თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობა სვანეთის გულში. მესტია არა მხოლოდ სვანეთის, არამედ მთლიანი საქართველოს ტურისტული სიამაყეა. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ უშგულში – ევროპის ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებაში, მოინახულოთ შხარა, საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი, და დატკბეთ უნიკალური სვანური ტრადიციებით. ზამთარში მესტია მიმზიდველი სათხილამურო კურორტია, ზაფხულში კი ლაშქრობებისა და ალპური ტბების საოცარი ხედებით გამოირჩევა.

რაც მთავარია, სასტუმროში დასვენება Hotsale.ge-სთან პარტნიორობის ფარლგებში უკვე დიდი დანაზოგით არის შესაძლებელი. შეთავაზებების დეტალურად ნახვა დანაზოგების ვებგვერდზე შეგიძლიათ.
შეგახსნებთ, რომ Hotsale.ge არაერთ პრემიუმ კლასის სასტუმროსთან თანამშრომლობს, რაც მომხმარებელს კომფორტული და საინტერესო და რაც მთავარია, დანაზოგით დასვენების საშუალებას აძლევს.
სხვა სტატიები
Georgia Travel Guide: Uncover Top Destinations and Unique Stays for Your Adventure with Hotsale Discounts
Are you planning a trip to Georgia and seeking the best destinations and accommodations? Look no further! Georgia offers a diverse range of experiences for travelers, from stunning mountain landscapes to vibrant coastal cities. Discover the must-visi...
განაგრძე კითხვა
14153
თავის მოვლის უნიკალური გზა - კორეული კოსმეტიკა
ალბათ, ყოველი ჩვენგანი განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს თავის მოვლის საშუალებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სახის კანს ეხება. რთულია იპოვო ეფექტური და უვნებელი თავის მოვლის საშუალება, რომელიც ყველა იმ კომპონენტს დააკმაყოფილებს, რაც რეალურად სჭირდე...
განაგრძე კითხვა
24222
5 ფაქტი მეზოთერაპიის შესახებ
5 ფაქტი მეზოთერაპიის შესახებ სახის კანის მეზოთერაპია არის კანის გაახალგაზრდავების უსაფრთხო და უმტკივნეულო თანამედროვე საშუალება, რომელიც აქტიური ნივთიერებების (ჰიალურონის მჟავის, ფოსფოლიპიდების, ვიტამინების, მინერალების, მჟავების და ა.შ.) კა...
განაგრძე კითხვა
16516
აუზიანი სასტუმროები 80 ლარიდან
საქართველო მდიდარია ბუნებრივი სილამაზითა და სტუმარმასპინძლობის ტრადიციებით. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განლაგებული სასტუმროები გთავაზობთ დასვენებისა და გართობის საუკეთესო შესაძლებლობებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელსაც ბევრი სასტუმრო გთა...
განაგრძე კითხვა
8224