-
Category
-
Sairme
-
District
-
Category
-
Sairme
-
უბანი
Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
დასვენების სეზონი მალე აქტიურ ფაზაში შევა, დამსვენებელთა დიდი ნაწილი კი, საქართველოში არსებულ კურორტებს შეარჩევს.
საინტერესოა, წელს სად შეიძლება ხარისხიანად დასვენება და მნიშვნელოვანი დანაზოგების გაკეთება. რომელი სასტუმროებია ყველაზე მოთხოვნადი და როგორია მათი ფასები? ამის შესახებ Hotsale.ge-ს დირექტორს თათული ზაკალაშვილს ვესაუბრეთ:
როგორია ტურისტული აქტივობა Hotsale.ge-ზე?
საქართველოში ყველასთვის კარდაგ არის ცნობილი, რომ თუ გვსურს ხარისხიანი დასვენება და მნიშველოვანი დანაზოგის გაკეთება ჩვენ ვებ გვერდს Hotsale.ge-ს უნდა ესტუმროთ. თუმცა წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულია, როგორც შეთავაზების, ვებ გვერდზე 400-ზე მეტი განთავსების ობიექტია წარმოდგენილი, ასევე მომხმარებლის აქტივობის მხრივ, მხოლოდ ბოლო შვიდ დღეში 2000 ჯავშანი გაიყიდა.
რა თქმა უნდა მომხმარებლის ასეთი აქტივობა შეთავაზების მრავალფეროვებითაც არის გამოწვეული, Hotsale.ge-ზე თქვენ 50-ზე მეტ პრემიუ კლასი, 80-ზე მეტ ზღვისპირა, 25-ზე მეტ კახეთის, 40-ზე მეტ ბაკურიანის, 25-ზე მეტ სხვა მთის რეგიონების სასტუმროს საუკეთესო შეთავაზების შერჩევა და დაჯავშნა შეგიძლიათ.
რომელ სასტუმროებს ანიჭებს Hotsale.ge-ს მომხარებელი უპირატესობას?
ვებ გვერდიდან ბოლო დღეებში გაყიდული ჯავშნების მიხედვით ჩემპიონების დაგისახელებთ: წლწვანდელი აღმოჩენაა Castelo Mare ამ სასტუმროს 478ჯავშანი შეიძიანა ჩვენმა მომხმარებელმა, ჩემპიონს ოდნავ ჩამორჩება ჩვენი ტრადიციული პარტნიორიKolkhida Resort Spa, რომლის 467ჯავშანით ისარგებლებს ჩვენი მომხმარებელი.ასევე, პოპულარულია კომპანიაა Euphoria-ს აპარტამენტები. ამ კომპანიას რამდენიმე დღის განმავლობაში 289 გაყიდვა აქვს. სასტუმრო „ბლექ სი რივიერას“ - 115ჯავშანი ასევე აღნიშვნის ღირსია.
აქტიურია კახეთის რეგიონი. სასტუმრო “ღვინის მარანის” და სასტუმორ “ტყუპების საღვინე სახლის”, შესაბამისად 101 და 132 ჯავშანი შეიძინა ჩვენმა მომხმარებელმა.
ჯავშნების რაოდენობა საამაყოდ დიდი გაქვთ, რამდენად არის დაკავშირებული ეს თქვენ კონცეფციასთან?
ჩვენ კომპანიას ძალიან კარგი დანიშნულება აქვს, ჩვენი დანიშნულებაა ქვეყანაში დანაზოგების სტიმულირება. ყოველდღიური ენით, რომ მოგახსენოთ ჩვენ ვებ გვერდზე საუკეთესო პროდუქტი და მომსახურება შეგიძლიათ შეიძინოთ საბაზროზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, ხოლო ფასებს შორის განსხვავება ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიერ არის დაფინასებული, როგორც მარკეტინგული ხარჯი. სწორედ ეს უნიკალური კონცეფცია გვაძლევს შესაძლეებლობას ჩვენს მომხმარებლს მნიშვნელოვანი დანაზოგი გავაკეთებინოთ.
საამაყო ჯავშნების რაოდენობა, ჩვენი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის და ძალიან მიმზიდველი ფასების შეთავაზების შედეგია.ჩვენთან დაახლოებით, 50%-იანი დანაზოგის გაკეთებაა შესაძლებელი ხუთვარსკვლავიან და ოთხვარსკვლავიან სასტუმროებზე. ზოგადად, კი დანაზოგები 40%-დან იწყება. მაგალითად, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები ჩვენს ვებ-გვერდზე მერყეობს 120 ლარიდან 180 ლარამდე; 4-ვარსკვლავიანების ფასი - 80-დან 120 ლარის ჩათვლით. რაც შეხება აპარტამენტებს აქ ფასები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია და 20-დან 80-ლარამდე.
როგორია მომხმარებლების უკუკავშირი თქვენი სერვისის მიმართ? როგორ ზომავთ მას?
რამდენიმე წელიწადია, შევქმენით მომხმარებელზე ზრუნვის სამსახური, რომელიც მუდმივად აწარმოებს კვლევებს. კვლევებს ონლინ და სატელეფონო გამოკითხვებისმეშვეობით ვახდენთ.
მხოლოდ სატელეფონო არხის მეშვეობით 1000 მომხმარებლისგან ვიღებთუკუკავშირს ყოველკვირეულად, რაც თვეში 4 000 გამოდის. ამის შემდეგ კომპანიასთან კონსულტაციას გავდივართ და თუ საჭიროა, ვაძლევთ რეკომენდაციებს. ჩვენს ვებ-გვერდზე დაბალი ხარისხის მომსახურების მქონე კომპანიას ვერ ნახავთ, რადგან თუ მიცემული რეკომენდაციები არ გამოსწორდა, ჩვენ მასთან თანამშრომლობას ვწყვეტთ.აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი წელიწადია, ყველა კომპანიასთან და მომხმარებელთან ვატარებთ გამოკითხვას და უარყოფითი შედეგები აღარ გვაქვს.
სასტუმროს შერჩევისას მომხმარებელმა რას უნდა მიაქციოს ყურადღება? რა რეკომენდაციებს მისცემთ მას?
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ობიექტის შეფასებების წაკითხვა. ასევე, მარტივად შეუძლიათ, დარეკონ ჰოთსეილის ცხელ ხაზზე და მიიღონ კონსულტაცია ყოველგვარი მიკერძოების გარეშე და გამოკითხვის შედეგების მიხედვით ჩვენმა წარმომადგენელმა საუკეთესო ვარიანტი შეარჩევინოს.