Category
Category
Category
Category
Category
-
Guria
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Guria
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
Hotsale.ge-სა და Pro-Service-ის პარტნიორობით ქართული ბაზრისთვის ინოვაციური სიახლეების დანერგვა იგეგმება
კომპანიები - Hotsale.ge და Pro-Service გრძელვადიანი პარტნიორები გახდნენ. თანამშრომლობა Hotsale.ge-ის უკვე არსებული ვებ-გვერდის დეველოპმენტსა და სასტუმროების მართვის სისტემის სრულყოფას გულისხმობს.
უფრო კონკრეტულად, Hotsale.ge აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს მომხმარებლისთვის სერვისის გამარტივებაზე მუშაობას. მას მალე დაემატება უფრო დახვეწილი სასტუმროს ნომრის დაჯავშნის სისტემაც, რაც დასვენების მსურველებს მეტ კომფორტს შეუქმნის. მომხმარებელს საშუალება ექნება, ერთდროულად დაჯავშნოს სასტუმრო და ამავდროულად, გააკეთოს დანაზოგი.
ასევე, სასტუმროების მართვის სისტემა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციონალით გაამარტივებს მიკრო და მაკრო მენეჯმენტს. გარდა ჯავშნებისა, მისი მეშვეობით გაკეთდება ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა, სტატისტიკის წარმოება, ჩვენება და ანალიზი, დროისა და თარიღების მიხედვით თანამშრომელთა დავალებების გაწერა და შეტყობინების სახით იქამდე ჩვენება, სანამ არ შესრულდება. საბოლოო ჯამში, ახალი პროექტი როგორც სასტუმროების მენეჯმენტისთვის, ისე დამსვენებლისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიცემაზეა ორიენტირებული.
Pro-Service-ის მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი ლევან ნატროშვილი აღნიშნავს, რომ Hotsale.ge-ისთან თანამშრომლობა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რადგან იმუშავეს მასშაბურ პროექტზე, რომელიც ქართული ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენს. მისივე თქმით, ორივე პარტნიორისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შექმნა და მოხარულები არიან, რომ Hotsale.ge-სთან ერთად, ამის გაკეთება შეძლეს.
„ჩვენთვის Hotsale.ge-ზე თანამშრომლობა პრესტიჟის საკითხიც არის, რადგან საქმე გვაქვს დიდ კომპანიასთან, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი ჰყავს. მათი კომფორტის შექმნაში კი უკვე Pro-Service-იც იღებს მონაწილეობას.
Hotsale.ge-ზე სასტუმროების დაჯავშნის სისტემის სრულყოფაზე მუშაობა თითქმის დასრულდა. ლევან ნატროშვილის თქმით, ორი კომპანიის აქტიური თანამშრომლობის შედეგია, რომ მალე მომხმარებელი ერთ ღილაკზე თითის დაჭერით შეძლებს როგორც დანაზოგის, ისე სასტუმროს ჯავშნის შეძენას და ამისთვის დამატებითი დროის დახარჯვა არ დასჭირდება.
„Hotsale.ge არის პირველი, ვინც ასეთ პროექტზე დაიწყო მუშაობა და მოხარულები ვართ, რომ ეს ჩვენი პარტნიორობით შედგა. შეიქმნა სასტუმროს მართვის სრულყოფილი სისტემა, რომელსაც მოჰყვება ჯავშნის სისტემაც. ეს არის ორი კომპანიის ერთობლივი შეთავაზება მომხმარებლისთვის, რომელთაც ვფიქრობ, ამგვარი კომფორტის შექმნა სჭირდებოდათ. მომხმარებლებს დანაზოგის შეძენის შემდეგ, ნომრის დასაჯავშნად სასტუმროში უწევდათ დარეკვა და დეტალების დაზუსტება, ვებ-გვერდზე ინტეგრირებული ჯავშნის სისტემა კი საშუალებას მისცემს, თავად დაათვალიეროს, რომელი ნომრები დროის რა მონაკვეთშია თავისუფალი და მარტივად და სწრაფად გააკეთოს შენაძენი. ჩვენი პროექტი“, - აღნიშნავს ლევან ნატროშვილი.
Hotsale.ge-ის ოპერირების 9-წლიანი გამოცდილება აქვს და ხელს უწყობს დანაზოგების სტიმულირებას. Pro-Service კი - უკვე მე-20 წელია, ვებ-დიზაინის, ჰოსტინგისა და კოლოკაციის მიმართულებით სხვადასხვა ბიზნესს უწევს მომსახურებას. ორივე კომპანიის მიზანია, მომსახურება უფრო სწრაფი, მოქნილი და კომფორტული და გახადოს.
სხვა სტატიები
აღმოაჩინე „პალმა ლაგუნა • PALMA LAGUNA“
ბათუმის ცხელი ზაფხულის დღეებში, როცა ქალაქის აურზაურისგან განტვირთვა და სრულფასოვანი დასვენება გსურთ, „პალმა ლაგუნა • PALMA LAGUNA “ თქვენი საუკეთესო არჩევანია. ეს არ არის უბრალოდ აუზი – ეს არის პრემიუმ კლასის დასასვენებელი კომ...
განაგრძე კითხვა
2335
საზოგადოება 20.06.2024 / 08:20აა Hotsale.ge ტრეიდინგისა და ინვესტიციების პირველი ფორუმის პარტნიორია
დანაზოგების ყველაზე მსხვილი პლატფორმა Hotsale.ge ტრეიდინგისა და ინვესტიციების პირველი ფორუმის პარტნიორია. ღონისძიება 29 ივნისს 12 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ კომპანია „ტრეიდერები...
განაგრძე კითხვა
36160
Batumi or Tbilisi? Which City Should You Visit First?
If you’re planning a trip to Georgia, one of the first questions that comes up is: Should I visit Batumi or Tbilisi first? Both cities are among the best places to visit in Georgia, but they offer completely different experiences. Here’s ...
განაგრძე კითხვა
22069