-
Terjola
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Terjola
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
Hotsale.ge-მ „Leo ინსტიტუტის“ დამფუძნებელს საჩუქარი გადასცა
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge აგრძელებს „ლურჯ ოკეანესთან“ თანამშრომლობას. 5 დეკემბერს „პუბლიკას“ ლაუნჯში გაიმართა ცნობილი ავტორისა და Leo ინსტიტუტის დამფუძნებლის, სამი კოენის წიგნის - „ცხოვრება შიშს მიღმა“ - პრეზენტაცია და თემატური ვორქშოპი, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
სამი კოენი Leo ინსტიტუტის დამფუძნებელი და Leo მეთოდოლოგიების ავტორია. იგი უკვე 40 წელზე მეტია ეხმარებოდა ადამიანებს იპოვონ, გაიაზრონ და მიაწიონ თავიანთ მიზნებს. მისი წიგნები კი ერთგვარი ინსტრუმენტია წარმატებით სავსე ცხოვრების შექმნისთვის.
„ცხოვრება შიშს მიღმა“ - ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომელშიც ავტორი შიშისა და ღელვის გავლენაზე, ასევე მათი დაძლევის მეთოდებსა და ცხოვრების ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს.
„ჩვენ გამუდმებით ვინმეს მოხიბვლას ვცდილობთ ან ისეთ რამეზე ვშფოთავთ, რაც არ გვეხება. ღელვა და ხალისი ვერ თანაარსებობს, შედეგად კი ხალისისთვის ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება. თუ კარგად დააკვირდები, ყოველწამიერად, დაინახავ, რამდენ რამეს აკეთებ, არ აკეთებ, ამბობ და არ ამბობ, საიმისოდ, რომ დაუმტკიცო საკუთარ თავსა და სხვებს რაღაც „შენზე“; დაინახავ საჭიროებას, რომ აღგიქვამდნენ „ასეთად“ და ეცდები, თავიდან აირიდო, რომ აღგიქვამდნენ „ისეთად“. თუკი ამ წიგნს მხოლოდ თეორიულად არ მიუდგები და ეცდები, გამოიყენო, როგორც ინსტრუმენტი, აღმოაჩენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რეალობა (არჩევანი) გაქვს – „ნიღბიანი“ და „უნიღბო“, შიშით და შიშს მიღმა...“, - ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.
წიგნის პრეზენტაციას მოჰყვა თემატური ვორქშოპი. ღონისძიების დასასრულს კი Hotsale.ge-მ ავტორს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. როგორც კომპანიის ბრენდმენეჯერი ლანა ცხადაძე აღნიშნავს, ეს არის წიგნი, რომელშიც შიშის დაძლევის ყველაზე ეფექტური მეთოდებია წარმოდგენილი: „სამი კოენმა აგვიხსნა, თუ როგორ შეიძლება წიგნში აღწერილი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში გამოყენება და ცხოვრება შიშს მიღმა, ანუ ცხოვრება სრული ადამიანური შესაძლებლობებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ჩვენს კომპანიას „ლურჯ ოკეანესთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში პარტნიორობას,“ - აღნიშნა ლანა ცხადაძემ.
Hotsale.ge-ის შესახებ: Hotsale.ge პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ის არის ლიდერი ქვეყანაში ელექტრონული კომერციის სფეროში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.
Hotsale.ge კომპანიებს ათასობით მომხმარებელთან აკავშირებს და მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას სთავაზობს.
სხვა სტატიები
განსახვავებული საჩუქრები დედისთვის
3 მარტი ის დღეა, რომლისთვისაც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი განსაკუთრებულად ემზადება. თანამედროვე სამყაროსთვის დედის დღე ამერიკელი ანა უარვისის ინიციატივით დაწესებულ დღესთან ასოცირდება, თუმცა ამ დღესასწაულს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ის სათავე...
განაგრძე კითხვა8014
10 აუცილებლად სანახავი ადგილი ბორჯომში
ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტურით დაი...
განაგრძე კითხვა46133
3 სასტუმრო ყაზბეგში სადაც მაღალი დანაზოგით დასვენებას შეძლებთ
ყაზბეგი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისმხარეში მდებარე, ისტროიული ხევის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ არის აღმოჩენილი ძვ.წ. VI-V საუკუნეებით დათარიღებული ყაზბეგის განძი, რომელიც კავკასიის ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავში...
განაგრძე კითხვა10172