გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

Hotsale.ge-მ „Leo ინსტიტუტის“ დამფუძნებელს საჩუქარი გადასცა

Hotsale.ge-მ „Leo ინსტიტუტის“ დამფუძნებელს საჩუქარი გადასცა

8491

დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge აგრძელებს „ლურჯ ოკეანესთან“ თანამშრომლობას. 5 დეკემბერს „პუბლიკას“ ლაუნჯში გაიმართა ცნობილი ავტორისა და Leo ინსტიტუტის დამფუძნებლის, სამი კოენის წიგნის - „ცხოვრება შიშს მიღმა“ - პრეზენტაცია და თემატური ვორქშოპი, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

სამი კოენი Leo ინსტიტუტის დამფუძნებელი და Leo მეთოდოლოგიების ავტორია. იგი უკვე 40 წელზე მეტია ეხმარებოდა ადამიანებს იპოვონ, გაიაზრონ და მიაწიონ თავიანთ მიზნებს. მისი წიგნები კი ერთგვარი ინსტრუმენტია წარმატებით სავსე ცხოვრების შექმნისთვის.

 

„ცხოვრება შიშს მიღმა“ - ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომელშიც ავტორი შიშისა და ღელვის გავლენაზე, ასევე მათი დაძლევის მეთოდებსა და ცხოვრების ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს.

 

„ჩვენ გა­მუდ­მე­ბით ვინ­მეს მო­ხიბ­ვლას ვცდი­ლობთ ან ისეთ რა­მე­ზე ვშფო­თავთ, რაც არ გვე­ხე­ბა. ღელ­ვა და ხა­ლი­სი ვერ თა­ნა­არ­სე­ბობს, შე­დე­გად კი ხა­ლი­სის­თვის ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ად­გი­ლი აღარ რჩე­ბა. თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბი, ყო­ველ­წა­მი­ე­რად, და­ი­ნა­ხავ, რამ­დენ რა­მეს აკე­თებ, არ აკე­თებ, ამ­ბობ და არ ამ­ბობ, სა­ი­მი­სოდ, რომ და­უმ­ტკი­ცო სა­კუ­თარ თავ­სა და სხვებს რა­ღაც „შენ­ზე“; და­ი­ნა­ხავ სა­ჭი­რო­ე­ბას, რომ აღ­გიქ­ვამ­დნენ „ასე­თად“ და ეც­დე­ბი, თა­ვი­დან აი­რი­დო, რომ აღ­გიქ­ვამ­დნენ „ისე­თად“. თუკი ამ წიგნს მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად არ მი­უდ­გე­ბი და ეც­დე­ბი, გა­მო­ი­ყე­ნო, რო­გორც ინ­სტრუ­მენ­ტი, აღ­მო­ა­ჩენ, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ორი რე­ა­ლო­ბა (არ­ჩე­ვა­ნი) გაქვს – „ნიღ­ბი­ა­ნი“ და „უნიღ­ბო“, ში­შით და შიშს მიღ­მა...“, - ვკი­თხუ­ლობთ წიგ­ნის აღ­წე­რა­ში.

 

წიგნის პრეზენტაციას მოჰყვა თემატური ვორქშოპი. ღონისძიების დასასრულს კი Hotsale.ge-მ ავტორს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. როგორც კომპანიის ბრენდმენეჯერი ლანა ცხადაძე აღნიშნავს, ეს არის წიგნი, რომელშიც შიშის დაძლევის ყველაზე ეფექტური მეთოდებია წარმოდგენილი: „სამი კოენმა აგვიხსნა, თუ როგორ შეიძლება წიგნში აღწერილი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში გამოყენება და ცხოვრება შიშს მიღმა, ანუ ცხოვრება სრული ადამიანური შესაძლებლობებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ჩვენს კომპანიას „ლურჯ ოკეანესთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში პარტნიორობას,“ - აღნიშნა ლანა ცხადაძემ.

 

Hotsale.ge-ის შესახებ: Hotsale.ge პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გის შვი­ლო­ბი­ლი კო­მ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც 2011 წელს და­არ­სდა. ის არის ლი­დე­რი ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის სფე­რო­ში. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს და­ზოგ­ვას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის და პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბის დროს. ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის­გან: სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი, ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბი და სა­ლო­ნე­ბი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი, აუ­ზე­ბი და სხვა.

 

Hotsale.ge კომ­პა­ნი­ებს ათა­სო­ბით მომ­ხმა­რე­ბელ­თან აკავ­ში­რებს და მათ ეფექ­ტურ და გა­ზომ­ვად სა­რეკ­ლა­მო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­სა და ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლის შე­ძე­ნას სთა­ვა­ზობს.