-
მანავი
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მანავი
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
სასტუმრო ბილტმორის ისტორიულ შენობაში, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია დამტკიცდა, რაციოს ფინანსური აკადემიისა და რაციო კონსალტინგის ორგანიზებითა და Hotsale.ge-ის სპონსორობით, საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი ჩატარდა.
ფორუმზე, რომელიც თბილისში 18 ივნისს გაიმართა, გამოკვეთა მნიშვნელოვანი ასპექტები, სპიკერებმა განიხილეს პანდემიის შემდგომი გამოწვევები და დამსწრეებს საკანონმდებლო სიახლეების შესახებ გააცნეს ინფორმაცია. ღონისძიების შემდეგ ბიზნეს სექტორმა თავის პრობლემებზე ისაუბრა, ხოლო საჯარო სექტორმა გამოთქვა ინიციატივა, რომ მომავალში ორივე მხარემ სიახლეებზე მუდმივ დისკუსიები გამართოს.
როგორც რაციოს ფინანსური აკადემიის და რაციო ქონსალტინგის დამფუძნებელმა ნანა ახალაიამ აღნიშნა, პანდემიის შემდეგ ეს იყო მთავარი ბიზნეს მოვლენა ფინანსურ სფეროში, რადგან მსგავსი მასშტაბური პროფესიული ნეთვორქინგი ამ სფეროს წარმომადგენლებს არ ახსოვთ. ღონისძიებას ფინანსური სექტორის 150 წარმომადგენელი დაესწრო.
რაციოს ორგანიზებით ფორუმზე ფინანსური სექტორის წარმატებული კომპანიები და პროფესიონალები გაერთიანდნენ. მათ შორის: იონა კიზირია - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ზოგადი ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი, ვლად ბეჟაშვილი - ებიტ გრუპის მმართველი პარტნიორი, ნიკა წიკლაური- კომპანია ენტების დამფუძნებელი, ნანო სამყურაშვილი - იყვნენ ღონისძიების სპიკერები.
ფორუმზე მოეწყო საბუღალტრო პროგრამების გამოფენა, რომელზეც საბუღალტრო კომპანიის წარმომადგენლებმა თავიანთი პროგრამის უპირატესობებზე ისაუბრეს. აუდიტორულმა კომპანიებმა კი მონაწილეებს გააცნეს თავიანთი მომსახურებების ჩამონათვალი და სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზეს.
Hotsale.ge-ს უკვე წლებია, საქართველოში ბიზნეს სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, იქნება ეს ტურიზმის, გართობის, საცალო გაყიდვების თუ სხვა სფეროები. Hotsale.ge ზრუნავს მათი პროდუქტისა და სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდას, რის ხარჯზეც კომპანიები მეტ ლოიალურ მომხმარებელს იძენენ და მათი უკუკავშირის მეშვეობით მომსახურებას ხვეწენ.
Hotsale.ge ადგილობრივი ბიზნესის განვითარების პროცესში კვლავაც წინა ხაზზე რჩება და სამომავლოდ ფინანსური ბიზნეს ფორუმების ორგანიზებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.
სხვა სტატიები
სად გავერთოთ თბილისში: 3 ლაუნჯ-ბარი მაღალი დანაზოგით
უკვე გადაწყვიტე ამ უქმეებზე სად გაერთობი მეგობრებთან ერთად? თუ გინდა დაუვიწყარი მოგონებები შეიქმნა, გაეცანი სამ საუკეთესო ლაუნჯ ბარს, რომლებიც იდეალურია მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად და სასიამოვნო ემოციების მისაღებად....
განაგრძე კითხვა
23187
როგორ მივიღოთ სხეულის სასურველი ფორმა მარტივად ?
სხეულის ფორმა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე. სწორედ ამიტომ, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უამრავი ადამიანი ფიქრობს, როგორ ჩადგნენ ფორმაში. ამასთან ერთად სურთ, რომ პროცესი იყოს სწრაფი და მარტივი. ...
განაგრძე კითხვა
33215
Hotsale.ge-მ საქართველოს წამყვან ტექ ღონისძიებაზე, Change Inspire მე-6 კონფერენციაზე, პრემიუმ ტიპის სასტუმროების საგზურები გაათამაშა
4 ივლისს, "პულმან თბილისი აქსის თაუერსში" Change Inspire მე-6 კონფერენცია გაიმართა – საქართველოს წამყვანი ტექ ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან ტარდება....
განაგრძე კითხვა
5599
დაზოგვის მსოფლიო დღე - ისწავლე დაზოგვა Hotsale.ge-სთან ერთად
დაზოგვა რომ ჭკვიანურია, ამას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღიარებენ. აღნიშნულის დასტურია „მსოფლიო დაზოგვის დღეც“, რომელიც თითქმის უკვე საუკუნეა აღინიშნება. მსოფლიო დაზოგვის დღე 1924 წლის 30 ოქტომბერს მილანში, იტალიაში გამართულ კონგრესზე დაწეს...
განაგრძე კითხვა
13538
ახალი ტრენდი: მოგზაურობა საკუთარ ქვეყანაში - სად და როგორ დავისვენოთ სამშობლოში?
ხშირად, ადამიანები საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობას დაუმსახურებლად ივიწყებენ. მოგზაურობა ის სფეროა, რომელიც ყველას უყვარს. უცხო ქვეყნების მონახულება, მათი კულტურის გაცნობა დიდი სიამოვნებაა, მაგრამ სამწუხაროდ, კორონა ვირუსის პანდემიამ ეს შესა...
განაგრძე კითხვა
26385