-
Akhmeta
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Akhmeta
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

Hotsale.ge და „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ საჩუქრებით ესტუმრა
Hotsale.ge, რომელიც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ესტუმრა, მის ბენეფიციარებს 3 მარტი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
Hotsale-ის ინიციატივის ფარგლებში, ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარების დასახმარებლად ჰოლდინგის სხვადასხვა შვილობილი კომპანია გაერთიანდა და საჩუქრები ერთობლივად შეაგროვეს.
„3 მარტის აღნიშვნა ხანდაზმულთა პანსიონატში გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, სიმბოლურია ეს ყველაფერი. გვინდოდა, ამ ადამიანებისთვის დედის დღე გაგველამაზებინა და გამოგვივიდა კიდეც. ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის ფარგლებში აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. კიდევ არაერთი მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტი გვაქვს, რომლებსაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განვახორციელებთ,“ - განაცხადა Hotsale.ge-ს ბრენდ მენეჯერმა ლანა ცხადაძემ.
ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებისთვის სტუმრობა მართლაც ძალიან ემოციური იყო. მათ კიდევ ერთხელ იგრძნეს, რომ საზოგადოება მათზე ზრუნავს და ყურადღებას აქცევს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Hotsale.ge-ს ამ ყურადღებისთვის. სწორედ ამ კომპანიამ გაუწია ორგანიზება ჩვენთან სტუმრობას და მეგობარი კომპანიებიც ჩააყენა საქმის კურსში. როგორც ვიცი, ძალიან დიდი ერთსულოვნება და ჩართულობა იყო „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიებში. ეს არის ჰოლდინგი, რომელმაც მისი არსებობის მანძილზე ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. ამჯერად ჩვენ მოვექეცით მათი ყურადღების ცენტრში. მეც და ბებოებიც ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სტუმრები მომავალში კვლავ მოსვლას დაგვპირდნენ,“ - განაცხადა ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ დამფუძნებელმა რუსუდან ბერიძემ.
ეს მართლაც არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Hotsale.ge და „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ სხვადასხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში ჩაერთო.
„პალიტრა მედია ჰოლდინგი“ მუდმივად ჩართულია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში. დიდი სიხარულით შევხვდით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის, Hotsale.ge-ის ინიციატივას, რომ პანსიონატში მოვსულიყავით და ბებიები და ბაბუები გაგვეხარებინა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო Hotsale.ge-ს და ჩვენს თითოეულ შვილობილ კომპანიას, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ინიციატივაში და დიდი ყურადღება გამოიჩინეს პროექტის მიმართ,“ - აღნიშნა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შიდა კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა თამთა მურადაშვილმა.
Hotsale.ge სამომავლოდაც გეგმავს ხანდაზმულთა პანსიონატის დახმარებასა და სხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განხორციელებას.
სხვა სტატიები

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს - 5 რჩევა, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ
სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ არასოდეს განუცდია სტრესი. ეს მდგომარეობა ყველასათვის ნაცნობია, მაგრამ ინდივიდუალურად განიცდიან მას. ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან უმტკივნეულოდ ჩაიაროს, მაგრამ ზოგისთვის სტრესმა შეიძლება ჯ...
განაგრძე კითხვა
16925

როგორ გავუმკლავდეთ სამსახურისგან გამოწვეულ სტრესს?
შეიძლება ზოგი ადამიანისთვის სტრესი მცირე დოზით სასარგებლოც კი იყოს და მოტივატორად იქცეს ჩვენს მიერ დასახული მიზნისკენ მიმავალი გზის გავლაში. მაგრამ არის იმის შანსიც, რომ ქრონიკული სტრესის გამო ორგანიზმს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. Სტრესული სიტუ...
განაგრძე კითხვა
1025

Hotsale.ge-ს რეკომენდაცია - 5 პრემიუმ კლასის სასტუმრო საქართველოში
თუ ქალაქგარეთ გასვლას გეგმავთ, თუმცა სასტუმრო ჯერ არ შეგირჩევიათ, გაეცანით Hotsale.ge-ის რჩევებს და გაატარეთ შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ერთად კომფორტულ გარემოში და რაც მთავარია, დიდი დანაზოგით....
განაგრძე კითხვა
4071
-1.jpg)
კბილების პროფესიული წმენდა - აუცილებელი პროცედურა პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის
კბილების პროფესიული წმენდა არის სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის მიზანია კბილებიდან და ღრძილების არიდან ნადებისა და დაგროვილი ნალექის მოცილება. პროფესიული წმენდა აუცილებელია კარიესისა და ღრძილების დაავადებების პრევენციისთვის და ჯანმრთელი პირის...
განაგრძე კითხვა
24222

Hotsale.ge მობაილ აპლიკაციას ქმნის
Hotsale.ge 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და იკავებს ლიდერის პოზიციას ელექტრონული კომერციის სფეროში. დაარსების დღიდან დღემდე კომპანია ცდილობს, რომ მომხმარებელს შესთავაზოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი მომსახურება თუ პროდუქცია. ამჟამად Hotsale.ge აერთიან...
განაგრძე კითხვა
10826