-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

თბილისის ციფრული სივრცე / Tbilisi Digital Space
გსმენიათ რამე ციფრულ მუზეუმზე? ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ დღევანდელ, ციფრულ სამყაროში, უკვე მუზეუმიც კი გაციფრულდა. დაგაინტერესათ? მაშინ გვსურს მოგიყვეთ თბილისის პირველი ციფრული მუზეუმის შესახებ
გსმენიათ რამე ციფრულ მუზეუმის შესახებ? ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ დღევანდელ, ციფრულ სამყაროში, უკვე მუზეუმიც კი გაციფრულდა. საუბარი მაქვს თბილისის ციფრულ სივრცეზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო შედევრების ციფრული ვარიანტები, ფუნჯების მაგივრად ნეონის ნათურებით განათებული, საღებავების ნაცვლად ლაზერებით გაფერადებული და ტილოს ნაცვლად ჰოლოგრამაში გაცოცხლებული.
შეიძლება იფიქროთ, რომ ციფრულ მუზეუმში ნამდვილი ნახატები თავიანთ ავთენტურ ფორმებს კარგავენ, მაგრან მათ სრულად არ აქვთ იმის პრეტენზია, რომ დუბლიკატები იყვნენ თავიანთი ნამდვილი ორეულებისა, არამედ პირიქით, ციფრული მუზეუმში ახალი სიცოცხლე ენიჭება მათ. თუ მუზეუმში ვან გოგის მზესუმზირები სტატიკურ მდგომარეობაში არიან ტილოზე დახატულები, თბილისის ციფრულ სივრცეში ისინი ქართან ერთად შრიალებენ, ხედავთ მათ რხევას და თითქოს ყვავილების თანამონაწილე თავადვე ხართ ამ კაშკაშა ხორუმში. ციფრულ მუზეუმში სურათი აღარაა მხოლოდ ტილოზე, არამედ ერთი საერთო სივრცის ნაწილი ხდება, რომლის ცენტრში თქვენ იმყოფებით და ამ მრავამფეროვანი ნათებებისა და გამჭოლი ლაზერების თაიგულში, შეიძლება იმაშიც კი დაეჭვდეთ, ვან გოგის მზესუმზირა გააციფრულეს თუ თავად - თქვენ?
მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ვაჟა ფშაველას ხმელი წიფელის ციფრული ვარინტი და თუ ოდესმე გიფიქრიათ, როგორ ახერხდება ვაჟა ბუნებასთან ასე დაახლოებას და ასეთი ნაწარმოებების წერას, გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ მისი ბუნებისა და სივრცის თანამონაწილე გამხდარიყავით, რაც მისი ასეთი უშრეტი ინსპირაციის წყარო იყო, ამის საშუალებას თბილისის ციფრული მუზეუმი გაძლევთ, მხოლოდ ძალიან განსხვავებული და ტექნოლოგიური ილუზიების საშუალებით. არ გამიკვირდება თუ ციფრულ წიფელებთან დროის გატარების შემდეგ, თქვენც ვაჟასავით ლექსების წერის სურვილი გაგიჩნდებათ.
ციფრული მუზეუმი ულამაზესი კონტრასტების სამყაროა, სადაც ერთმანეთს ხვდება ძველი და ახალი. ამ საოცარი კომბინაციისგან მიღებული შთაბეჭდილებები აუცილებლად ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.
ეწვიეთ თბილისის ციფრულ მუზეუმს მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კილომეტრი, სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლის მე-3 სართული. ამასთან, არ დაგავიწყდეთ #დაზოგვაჭკვიანურია და საუკეთესო შეთავაზებები #ჯერჰოთსეილზენახე
https://www.youtube.com/watch?v=NAVFD-UJicg
სხვა სტატიები
.jpg)
5 აუცილებლად სანახავი ადგილი ბორჯომში
ბორჯომი უძველესი კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე რაიონია და აქ სხვადასხვა ეპოქის მრავალი საინტერესო ძეგლი გვხვდება. მისი ბუნება კი ტყეებით, სუფთა ჰაერით, სამკურნალო და მინერალური წყლებით, ალპური მინდვრებითა და მწვანეში ჩაფლული ტბებით უამრავ დამს...
განაგრძე კითხვა
12957
.png)
კვადრუმ სკი და იოგა რეზორტი • QUADRUM SKI AND YOGA RESORT
თუ გინდა დაისვენო ბუნებაში, შთამბეჭდავი ხედებით და კომფორტული გარემოთი, Quadrum Gudauri შენთვის იდეალური არჩევანია. ეს ბუტიკ სასტუმრო ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, გუდაურში მდებარეობს და უნიკალურ ატმოსფეროს გთავაზობს....
განაგრძე კითხვა
2770

გახდი სანტა! გაახარე შენი პატარა და ისარგებლე XS Toys და პეპელას სპეციალური შემოთავაზებით!
საახალწლო საჩუქრის არჩევა საკმაოდ რთული პროცესია, მითუმეტეს, როცა ვიცით, რომ ჩვენი პატარები მთელი გულით ელოდებიან ამ ჯადოსნურ ღამეს. სხვადასხვა ასაკის ბავშვებს აქვთ ძალიან განსხვავებული გემოვნება და მოლოდინი. შესაბამისად, ცოტა მეტი დრო უნდა დავუთმოთ...
განაგრძე კითხვა
19014

საუკეთესო დასვენება ოჯახთან ერთად - სასტუმროები დახურული აუზით
საქართველო მდიდარია ბუნებრივი სილამაზითა და სტუმარმასპინძლობის ტრადიციებით. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განლაგებული სასტუმროები გთავაზობთ დასვენებისა და გართობის საუკეთესო შესაძლებლობებს. თუ ოჯახთან ერთად კახეთში დასვენება გადაწყვიტე მაგრამ სას...
განაგრძე კითხვა
12546