Category
Category
Category
Category
-
Bolnisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Bolnisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
თბილისის ციფრული სივრცე / Tbilisi Digital Space
გსმენიათ რამე ციფრულ მუზეუმზე? ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ დღევანდელ, ციფრულ სამყაროში, უკვე მუზეუმიც კი გაციფრულდა. დაგაინტერესათ? მაშინ გვსურს მოგიყვეთ თბილისის პირველი ციფრული მუზეუმის შესახებ
გსმენიათ რამე ციფრულ მუზეუმის შესახებ? ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ დღევანდელ, ციფრულ სამყაროში, უკვე მუზეუმიც კი გაციფრულდა. საუბარი მაქვს თბილისის ციფრულ სივრცეზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო შედევრების ციფრული ვარიანტები, ფუნჯების მაგივრად ნეონის ნათურებით განათებული, საღებავების ნაცვლად ლაზერებით გაფერადებული და ტილოს ნაცვლად ჰოლოგრამაში გაცოცხლებული.
შეიძლება იფიქროთ, რომ ციფრულ მუზეუმში ნამდვილი ნახატები თავიანთ ავთენტურ ფორმებს კარგავენ, მაგრან მათ სრულად არ აქვთ იმის პრეტენზია, რომ დუბლიკატები იყვნენ თავიანთი ნამდვილი ორეულებისა, არამედ პირიქით, ციფრული მუზეუმში ახალი სიცოცხლე ენიჭება მათ. თუ მუზეუმში ვან გოგის მზესუმზირები სტატიკურ მდგომარეობაში არიან ტილოზე დახატულები, თბილისის ციფრულ სივრცეში ისინი ქართან ერთად შრიალებენ, ხედავთ მათ რხევას და თითქოს ყვავილების თანამონაწილე თავადვე ხართ ამ კაშკაშა ხორუმში. ციფრულ მუზეუმში სურათი აღარაა მხოლოდ ტილოზე, არამედ ერთი საერთო სივრცის ნაწილი ხდება, რომლის ცენტრში თქვენ იმყოფებით და ამ მრავამფეროვანი ნათებებისა და გამჭოლი ლაზერების თაიგულში, შეიძლება იმაშიც კი დაეჭვდეთ, ვან გოგის მზესუმზირა გააციფრულეს თუ თავად - თქვენ?
მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ვაჟა ფშაველას ხმელი წიფელის ციფრული ვარინტი და თუ ოდესმე გიფიქრიათ, როგორ ახერხდება ვაჟა ბუნებასთან ასე დაახლოებას და ასეთი ნაწარმოებების წერას, გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ მისი ბუნებისა და სივრცის თანამონაწილე გამხდარიყავით, რაც მისი ასეთი უშრეტი ინსპირაციის წყარო იყო, ამის საშუალებას თბილისის ციფრული მუზეუმი გაძლევთ, მხოლოდ ძალიან განსხვავებული და ტექნოლოგიური ილუზიების საშუალებით. არ გამიკვირდება თუ ციფრულ წიფელებთან დროის გატარების შემდეგ, თქვენც ვაჟასავით ლექსების წერის სურვილი გაგიჩნდებათ.
ციფრული მუზეუმი ულამაზესი კონტრასტების სამყაროა, სადაც ერთმანეთს ხვდება ძველი და ახალი. ამ საოცარი კომბინაციისგან მიღებული შთაბეჭდილებები აუცილებლად ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.
ეწვიეთ თბილისის ციფრულ მუზეუმს მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კილომეტრი, სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლის მე-3 სართული. ამასთან, არ დაგავიწყდეთ #დაზოგვაჭკვიანურია და საუკეთესო შეთავაზებები #ჯერჰოთსეილზენახე
https://www.youtube.com/watch?v=NAVFD-UJicg
სხვა სტატიები
მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი მსოფლიო სამხედრო შოუბიზნესი შემთხვევა ყველა კატეგორია ჩაწერეთ საძიებო სიტყვა „მემუარი“ - სასტუმრო, რომელიც ქალაქზე გიამბობთ და საუკეთესო მოგონებებს გპირდებათ
დანაზოგების ყველაზე დიდი პლატფორმა, Hotsale.ge აგრძელებს თქვენს საუკეთესო საზაფხულო თავგადასავლებზე ზრუნვას და „სასტუმ&...
განაგრძე კითხვა
38995
Booking-ის ალტერნატივა საქართველოში: დაჯავშნე სასტუმრო ონლაინ და დაზოგე თანხა
მოგზაურობის დაგეგმვა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი! თუ საქართველოში დასვენებას გეგმავ და გსურს სასურველი სასტუმრო საუკეთესო ფასად დაჯავშნო, HotBook სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. HotBook გაძლევს შესაძლებლობას, ონლაინ შეარჩიო სა...
განაგრძე კითხვა
1705
5 წიგნი, რომელიც ჰელოუინზე არ უნდა გამოტოვო
ჰელოუინი ახლოვდება და ალბათ, წარმოუდგენელი იქნება ჰორორის ჟანრს, რომ არ შევეხოთ. ამ მიმართულებას თავისი ერთგული მკითხველი ჰყავს, რადგან თუ ერთხელ შეტოპავ ამ საოცრებებით, მოულოდნელობებითა და მთელი რიგი დრამატურგიით სავსე სამყაროში, მერე მარტივად დააღწ...
განაგრძე კითხვა
23927
Gudauri vs Bakuriani: Which Georgian Ski Resort Is Right for You?
When it comes to skiing and winter holidays in Georgia, two names stand out: Gudauri and Bakuriani. Both are exceptional destinations, each offering unique experiences and catering to different types of travelers. If you’re torn between the two...
განაგრძე კითხვა
39034
სად უნდა ჩაიტარო ხარისხიანი ლაზერული ეპილაცია მაღალი დანაზოგით
ლაზერული ეპილაცია წარმოადგენს უსაფრთხო და სწრაფ საშუალებას არასასურველი თმის მოსაშორებლად, იგი გამოირჩევა მრავალფეროვნებით და იყოფა შემდეგნაირად: ალექსანდრიტი, დიოდი და ნეოდიუმი. თითოეულ მათგანს გამოყენების აქვს საკუთარი და თითქმის თანაბრად ეფექტიანი...
განაგრძე კითხვა
22388