-
Category
-
ხელვაჩაური
-
District
-
Category
-
ხელვაჩაური
-
უბანი
5 ადგილი წყალტუბოში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო
ქალაქი და კურორტი წყალტუბო იმერეთის მხარეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 95-120 მეტრზე. იგი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებითა და ლამაზი ბუნებით.
კურორტის ტერიტორიაზე დაახლოებით 150 ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეა გაშენებული. წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტია და განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. ქალაქში ფუნქციონირებს სანატორიუმი, სასტუმროები, პოლიკლინიკა და ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ხელოვნური ტბა - „ცივი ტბა“. თუკი კომფორტული და გამაჯანსაღებელი დასვენება გსურთ აქ შესანიშნავი გარემო დაგხვდებათ. მწვანეში ჩაფლული კურორტი ლამაზი ბაღებით, ხეივნებითა და სამკურნალო წყლებით საუკეთესოა განტვირთვისთვის.
გაბზარული ტბა — სიფონური ტბა საქართველოში, სოფელ ყუმისთავთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. ტბის წყალს სოფლის მოსახლეობა სასმელად და საკარმიდამო ნაკვეთების მოსარწყავად იყენებდა. ტბაში გვხვდება თევზის რამდენიმე სახეობა. სიფონი წარმოქმნილია ტექტონიკური რღვევის შედეგად. გაბზარული ტბა ბუნების ძეგლია. სოფლის მოსახლეობა გაბზარულ ტბას „წკვარამსაც” უწოდებს.
სათაფლია-მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მეტრზე. დარსდა 1935 წელს.დღესდღეობით, სათაფლიაში მოწყობილია ორი ტურისტული ბილიკი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება და დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა. სათაფლია დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი და მრავლისმომცემი ადგილია. სათაფლია თავისი გასაოცარი ბუნებით, დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ. ეს არის ადგილი, სადაც დაათვალიერებთ უნიკალურ კოლხურ ტყეს. აქ გატარებული სასიამოვნო დრო მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ, როგორც დაუვიწყარი მოგონება.
პრომეთეს მღვიმე-მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში. მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი. პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს - სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში. ასევე, მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ „გაქვავებული ჩანჩქერები,“ „ჩამოკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.
გეგუთის სასახლე—ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში, ქუთაისის სამხრეთით, 7 კმ-ზე, რიონის ნაპირას.ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ VIII საუკუნეს ეკუთვნის. ჯუანშერის თხზულების „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“-ს ერთ–ერთ ნუსხაში ქართლის ერისმთავარი არჩილი ამბობს „...წარვალ და დავეშენები ციხესა გეგუთს და ქუთათისს.“ სასახლის მთავარი ნაგებობა გიორგი III-ს დროინდელია. სწორედ აქ გამოაცხადა გიორგი III-მ თანამოსაყდრედ თამარ მეფე. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ გეგუთის სასახლე იმერეთის მეფეთა რეზიდენციაა.
წყალტუბოს მინერალური წყაროები-რომლის ანალოგი, მსოფლიოში არ არსებობს. სამკურნალო წყლებს "უკვდავების წყაროს" უწოდებენ, რადგან აქ ჩამოსული სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები, უკან სრულიად ჯანმრთელები ბრუნდებიან. ძირითადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემას, გულის დაავადებებს, კანის დაავადებებს, უშვილობას, გინეკოლოგიურ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას მკურნალობენ.წყალტუბოს მინერალური წყლების პარკში რამდენიმე აბანო ფუნქციონირებს, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სამკურნალო პროცედურის ჩატარება.
თუ წყალტუბოში სტუმრობას გადაწყვეტ, რათა ამ ღირსშესანიშნავ ადგილებს ეწვიო და ქვეყნის ისტორიას გაეცნო, Hotsale.ge გირჩევთ , ჩვენს ონლაინ სივრცეს ესტუმრო და შეარჩიო სასურველი სასტუმრო შენზე მორგებული ფასითა და მომსახურებით.
შპს წყალტუბო პლაზა
Save 63 ₾
ვირა გარდენია / VITA GARDENIA HOTEL&SPA
Save 130 ₾
შპს წყალტუბო პლაზა
Save 63 ₾
ვირა გარდენია / VITA GARDENIA HOTEL&SPA
Save 130 ₾