კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ქალაქი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ქალაქი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
სმარტფონის დეზინფექცია Covid-19ის პანდემიის პირობებში
Covid-19 პანდემიის პერიოდში ჩვენ, როგორც არასდროს, მაქსიმალურად ვცდილობთ გავხადოთ ჩვენი გარემო უსაფრთხო. ცნობილია, რომ ერთერთი მთავარი ბაქტერიების გავრცელების წყარო გახლავთ ტელეფონი (Hotsale.ge გთავაზობთ სმარტფონების ფართო არჩევანს სპეციალურ ფასად).
დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ სმარტფონის მოხმარებაში, თუმცა არც კი ვუფიქრდებით, თუ რამდენ ზედაპირზე ვდებთ მას (საჯარო ადგილებშიც კი), ვათავსებთ ჯიბეში, შემდეგ კი ვიღებთ ხელში და ვიდებთ სახეზე.
ცნობილია, რომ ტელეფონის ზედაპირზე ცოცხლობს და მრავლდება უამრავი მიკროორგანიზმი: სტაფილოკოკით დაწყებული, კორონავირუსით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, პანდემიის პირობებში აუცილებებლია ყველა ზედაპირის ხშირი დეზინფექცია. მოდით განვიხილოთ სმარტფონის ხელმისაწვდომი დეზინფექციის გზები:
ანტიბაქტერიული ხელსახოცი
ტელეფონის ეკრანის და სხვა ზედაპირის გაწმენდის მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული ხელსახოცები. კომპანია Apple, თავისი გაჯეტების დასამუშავებლად რეკომენდაციას აძლევს სპირტის შემცველ ხელსახოცს. მთავარი პირობა - ხელსახოცის გამოყენების შემდეგ, ზედმეტი ტენიანობის მოსაშორებლად, აუცილებლად უნდა გაწმინდოთ ტელეფონის ზედაპირი რბილი მშრალი ტილოთი.
ჩვეულებრივი ანტიბაქტერიული ხელსახოცების სანაცვლოდ, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მონიტორის საწმენდი ხელსახოცები. მათ შემადგენლობაში არ შედის სპირტი, თუმცა არის ამიაკი, რომელიც არანაკლები წარმატებით ებრძვის ბაქტერიებს და სრულიად უვნებელია ტელეფონის ზედაპირისთვის.
სადეზინფექციო ხსნარი
თუ ხელთ არ გაქვთ სპეციალური ხელსახოცები, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ მათი ანალოგი.
სმარტფონის დეზინფიცირიება შესაძლებელია ნებისმიერი ანტიბაქტერიული ხსნარით, რომლის შემადგენლობაშიც სპირტის შემცველობა არ აღემატება 60%-ს. აირჩიეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის და სერტიფიცირებული ანტისეპტიკები, რომლის შეძენა ასევე შეგიძლიათ სპეციალურ ფასად Hotsale.ge-ზე.
ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ რბილი მიკროფიბრის ქსოვილი. დაასხით ხსნარი ხელსახოცზე და კარგად გაწურეთ. ხელსახოცი უნდა იყოს ოდნავ ნამიანი. საფუძვლიანად დაამუშავეთ ზედაპირი მინიმუმ 30 წამის განმავლობაში.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდი არ გამოიყენება ტელეფონზე, რომელსაც გააჩნია კორპუსის დაზიანებები, რადგან შესაძლებელია ხსნარი მოხვდეს ტელეფონში.
ტელეფონის ჩასადების დამუშავება
დეზინფექცია ესაჭიროება არა მარტო ტელეფონს, არამედ ასევე მის ჩასადებს. ამ შემთხვევაში დეზინფექციის რამდენიმე საშუალებას შემოგთავაზებთ.
ყველაზე მარტივი და ბოუჯეტური საშუალება არის ტელეფონის ჩასადების საპნით გარეცხვა. აუცილებელია გამოყენებამდე იგი ძალიან საფუძვლიანად გააშროთ.
როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ ჩაალბოთ ტელეფონის ჩასადები სპრიტიან ხსნარში. ამ შემთხვევაში თქვენ იქნებით დარწმუენბული, რომ ჩასადები სრულად დამუშავებულია. დეზინფექციისთვის საკმარისია, რომ ტელეფონის ჩასადები მინიმუმ 1 წუთით განათავსოთ ხსნარში, რის მერე უნდა დადოთ მშრალ ზედაპირზე და აცადოთ გაშრობა.
რით არ შეიძლება ტელეფონის დეზინფექცია
სისუფთავე და დეზინფექცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა ეცადოთ, რომ არ დააზიანოთ თქვენი სმარტფონი. არასოდეს შეასხუროთ სადეზინფექციო ხსნარი პირდაპირ სმარტფონის ზედაპირზე, რადგან არის იმის შანსი, რომ ხსნარი მოხვდეს ტელეფონის შიდა კორპუსში და გამოიწვიოს დაზიანება.
ასევე არ შეიძლება ტელეფონის დეზინფექცია ხსნარით, რომელიც შეიცავს ქლორს. ასეთი ხსნარი აუცილებლად დატოვებს ეკრანზე ლაქებს. ასევე გაერიდეთ ბუსუსებიან ქსოვილებს, რადგან წვრილი ნაწილაკები რჩება კორპუსის ხვრელებში და აფუჭებს ტელეფონს.
მოდით შევაჯამოთ ჩვენი რეკომენდაციები და გადავხედოთ ტელეფონის გაწმენდის რეგულაციებს:
- გავთიშოთ ტელეფონი;
- ამოვიღოთ სმარტფონი ჩასადებიდან (ჩასადებს ვამუშავებთ ცალკე);
- დავამუშავოთ ზედაპირი მშრალი რბილი ნაჭრით, რითაც მოვაშორებთ მსხვილ ჭუჭყის ნაწილაკებს, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს ეკრანი ნამიანი დამუშავების შემთხვევაში;
- დავამუშავოთ ტელეფონი არჩეული მეთოდის მიხედვით (ხელსახოცი, სადეზინფექციო ხსნარი);
- დამუშავების შემდეგ დავტოვოთ ტელეფონი მინიმუმ 5 წუთით და ვაცადოთ გაშრობა;
- მიკროფიბრის ან ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით მოვაშოროთ ზედაპირიდან სისველე;
- მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ დავაბრუნოთ ტელეფონი თავის ჩასადებში.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დამცავი ეკრანების ქვეშ ასევე გროვდება და მრავლდება ბაქტერიები, ამიტომ გირჩევთ, რომ შეცვალოთ იგი მინიმუმ 1 თვეში ერთხელ.
გაუფრთხილდით ერთმანეთს, ხშირად დაიბანეთ ხელები და მოგვიყევით, თუ როგორ უკეთებთ დეზინფექციას თქვენს გაჯეტებს.
სხვა სტატიები
ჭარბი წონის მიზეზები და პრობლემის გადაჭრის მეთოდები
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი მაია ჩიქობავა. ხშირად სიმსუქნის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი კვებითი ქცევის დარღვევაა. ჯანმრთელი ადამიანის ენერგეტიკული საჭიროება 2200-2600 კი...
განაგრძე კითხვა
22776
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი როცა უბრალოდ რელაქსი გჭირდება
ხანდახან ყველას გვჭირდება ადგილი, სადაც ყოველდღიური ხმაური ქრება, სხეული მოდუნდება და გონება სიმშვიდეს პოულობს. თბილისში ასეთი ადგილი ნამდვილად არსებობს-თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი, რომელიც ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის N9-ში მდებარეობს. &nbs...
განაგრძე კითხვა
3988
დაგეგმეთ თქვენი პატარას დაუვიწყარი დღესასწაული 60 ლარიდან
ბავშვის დაბადების დღე - დღე რომელზეც ყველა მშობელს საკმაოდ ბევრი უფიქრია. გარდა იმისა, რომ თვითონ პატარები ლამის მთელი წელი ემზადებიან ამ დღისთვის, ოცნებობენ ბევრ საჩუქარზე და ზღაპრულ დღესასწაულზე, არანაკლებად მნიშვნელოვანია ეს მშობლისთვის. &nb...
განაგრძე კითხვა
40082
5 რჩევა, როგორ გავერთოთ ბავშვთან ერთად
ბავშვთან ერთად გატარებული დრო შეიძლება ძალიან სახალისო და სასარგებლოც იყოს, თუ იცით, როგორ დაგეგმოთ დღე სწორად. ხშირად მშობლები ეძებენ ახალ გზებს, როგორ დააინტერესონ ბავშვი და ერთად შექმნან სასიამოვნო მოგონებები. თუ ფიქრობთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვ...
განაგრძე კითხვა
16902
პროექტი 5 მილიონიანი ინვესტიციით ექსკლუზიურად Hotsale.ge-ზე
2023 წლის 8 მარტს, კახეთში ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ გაიხსნა ახალი ტურისტული ობიექტი რომელიც 5000 კვ მეტრზეა გადაჭიმული და ჯამში აერთიანებს 21 კოტეჯს, 2 აუზს, რესტორანს, გრილ ბარსა და დაცულ ავტოსადგომს....
განაგრძე კითხვა
20960
Another World Dighomi – საქართველოში ინოვაციური VR სათამაშო სივრცე გაიხსნა
თუ ახალი, დაუვიწყარი სათამაშო გამოცდილება გინდათ, საქართველოში უკვე შეგიძლიათ Another World Dighomi-ში აღმოჩნდეთ! ეს არის ინოვაციური VR სათამაშო სივრცე, რომელიც სტუმრებს ფანტასტიკურ თავგადასავლებს სთავაზობს....
განაგრძე კითხვა
22237