გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

როგორ შევინარჩუნოთ რუჯი დიდი ხნით?

როგორ შევინარჩუნოთ რუჯი დიდი ხნით?

9272

პლაჟის სეზონის დაწყებისთანავე, ყველა გოგო ცდილობს, რაც შეიძლება კარგად გაირუჯოს. მზისგან დამცავი საშუალებების ყიდვის შემდეგ, ისინი საათობით წვანან მზის სხივების ქვეშ, რომ მათი კანი უფრო მუქი გახდეს. და მაშინ, როდესაც მიზანი მიღწეულია და ბრონზისფერი რუჯი დაფარავს მთელს სხეულს, ჩნდება მხოლოდ ერთადერთი კითხვა: - როგორ უნდა შეინარჩუნო ფერი?

გთავაზობთ 5 ოქროს რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ რუჯის დიდი ხნით შენარჩუნებაში.

 

დატენიანება

 

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უსაფრთხო გარუჯვის ყველა წესი დაიცავით, იყიდეთ დამცავი კრემები მაღალი SPF-ს დონით, კანმა დიდი რაოდენობით ტენიანობა მაინც დაკარგა. ამიტომ, როგორც კი ზღვის სეზონი დასრულდება, თქვენ უნდა შეივსოთ ტენიანობის ბალანსი. მზის სხვივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, კანი შრება და სწრაფად ბერდება. იქერცლება და კარგავს ელასტიურობას.

საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ზღვიდან დაბრუნების შემდეგ შეგიძლიათ, არის კრემის, რძის, ან ლოსიონის გამოყენება, რომელიც შეიცავს ვიტამინებს C, E, პანთენოლს და წყალმცენარეების ექსტრაქტს. კრემები, რომლებიც შეიცავს სტაფილოს, ყავის ექსტრაქტს და  გვირილას, არა მხოლოდ კანის დატენიანებას, არამედ გარუჯვის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ეს ნივთიერებები ინარჩუნებს პიგმენტის ფერს.

აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი და კომპენსირებადი ეფექტიადორის აღმდგენი ლოსიონი - იდეალური ბაზა სახის კრემისთვის ყველა ტიპის კანისთვის. სახის და ტანის მოვლისას, გაითვალისწინეთ ფეხებიც. ზაფხულში, ფეხის ტერფები განსაკუთრებით საჭიროებს მოვლას. Urelia 50-ის დამატენიანებელი ბალზამი ძალიან კარგია გაუხეშებული ქუსლებისთვის. უარი თქვით ისეთ დამატენიანებლებზე, რომელიც შეიცავს ლიმონს და თუთას.

#!#

 

სწორი დაბანა

 

ბევრს უყვარს ცხელი აბაზანების მიღება მარილით და სკრაბით. ეს კი ხელს უწყობს გარუჯული კანის ფენის სწრაფად აქერცვლას. დროებით უარი თქვით ტანის დასაბან ღრუბელზე და სკრაბებზე. დაბანის შემდეგ, ნუ გაიხეხავთ ტანს უხეში პირსახოცით. სხეული რბილი ქსოვილით გაიწმინდეთ. კონტრასტული შხაპი ხელს შეუწყობს კანის ტონიზირებას, რაც ხელს შეუწყობს კანის აქერცვლის თავიდან აცილებას. შესაბამისად, რუჯი უფრო მეტხანს შენარჩუნდება. შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ არ დაგავიწყდეთ კანის მოვლა.

 

კანის განახლება

 

კანის განახლება არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც აუცილებელია მაშინ, როდესაც რუჯი დაიწყებს გადასვლას. ამ მომენტში უნდა გამოიყენოთ რბილი სკრაბი პილინგისთვის. ეს დაგეხმარებათ კანის ფერის გათანაბრებაში და მკვდარი უჯრედების მოცილებაში. ბიოსტიმულაცია (ბიორევიტალიზაცია) კანის გაახალგაზრდავების თერაპიული მეთოდია, რომლის დროსაც ხდება კანის სტრუქტურული გაჯანსაღება, გამკვრივება და დატენიანება. ბიორევიტალიზაციის პროცედურისას ხდება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამდიდრება ჰიალურონის მჟავით, რომელიც პასუხისმგებელია ლამაზი და ჯანსაღი კანის შენარჩუნებაზე. თუ ისარგებლებთ თანხის დაზოგვის პლატფორმით hotsale.ge, ამ პროცედურის გაკეთებას 57%-იანი დანაზოგით შეძლებთ. 10 ლარიანი პრომო კოდის შეძენის შემთხვევაში, ესთეტიკურ ცენტრში `Nio Med Center`! სახის და ყელის ზონაზე ბიორევიტალიზაციის პროცედურაში, ადგილზე გადაიხდით 73 ლარს 170 ლარის ნაცვლად. ძალიან კარგია ასევე კანის პილინგი. რუჯის შემდეგ უკონტაქტო და სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა კარბონის პილინგი. კარბონული პილინგის დროს, სახის კანი, სპეციალური ნანო გელით იფარება და ლაზერული მსუბუქი პილინგი კანს გარქოვანებულ ფენას აცილებს. ლაზერული იმპულსების საშუალებით ხორციელდება ფოტოთერმოლიზი, შედეგად დერმა იწყებს ელასტინის და კოლაგენის გამომუშავებას. ასე იწყება გაახალგაზრდავების პროცესი. ცვლილებას კანზე, პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ, ეფექტი კი დროთა მანძილზე იზრდება. პროცედურა ფენებად აცილებს კანს, ასუფთავებს და ამჭიდროებს ფორებს, ამცირებს ცხიმის გამოყოფას და გლუვს ხდის გაუხეშებულ, არათანაბარი კანის სტრუქტურას.

 #!#

სოლარიუმი

 

თუ ყველა წესს დაიცავთ, მაშინ სოლარიუმი არ იქნება მავნე. ეწვიეთ მას კვირაში ერთხელ, 4-5 წუთის განმავლობაში. ეს საკმარისი იქნება რუჯის შესანარჩუნებლად.

 #!#

 ავტორუჯი

 

ავტორუჯი კანის ფერის შენარჩუნების კიდევ ერთი გზაა. თუ სწორად მოამზადებთ კანს და სწორად დაიტანთ მას სხეულზე, მაშინ ვერავინ შეძლებს განასხვაოს, ბუნებრივად გაირუჯეთ თუ არა.