გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

რა ვაჩუქო? იდეები Secret Santa-სთვის

რა ვაჩუქო? იდეები Secret Santa-სთვის

10390

ზამთარი დადგა, რაც ახალი წლის მოახლოებას კიდევ უფრო საგრძნობს ხდის. სეკრეტ სანტას ტრადიციამ საქართველოში დიდი ხანია, რაც ფეხი მოიკიდა. საჩუქრების გაცვლა და ანონიმურობა ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის. სეკრეტ სანტას თამაში ყველა ადამიანთან ერთად შეგიძლიათ, როგორც ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის, ასევე თანამშრომლებსა თუ სხვა ნაცნობებთან ერთად. გაახარე და შეუქმენი მათ დაუვიწყარი საახალწლო განწყობა.

თუმცა, დამერწმუნებით, რომ შესაბამისი საჩუქრის შერჩევა არც ისეთი მარტივია, ამისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ადრესატის სურვილები, ჰობი, საყვარელი საქმიანობა და ა.შ. Hotsale.ge დაგეხმარებათ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაგიმარტივოთ, ამიტომ გიზიარებთ რამდენიმე სასაჩუქრე იდეას.

#აჩუქე მოგონებები

საუკეთესო მოგონებები ადამიანის გონებაში დიდი ხნით რჩება და დავიწყების საშუალებას არ აძლევს. ამ მოგონებებს კი სასიამოვნო გარემო და საყვარელი ადამიანები ქმნიან, დაჯავშნე მისთვის ქალაქგარეთ სასტუმრო ერთი ან რამდენიმე დღით და აჩუქე დაუვიწყარი დღეები. შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი მიმართულება: კახეთი, აჭარა, მესტია, რაჭა ან ნებისმიერი ის ადგილი, რომელიც ადრესატის სურვილებს ემთხვევა.

#!#

#აჩუქე ემოციები

იცოდით, რომ საყვარელი მუსიკის მოსმენას ადამიანის განწყობის შეცვლა შეუძლია? კარგი მელოდია ენდორფინების სტიმულირებას ახდენს და პოზიტიურ ემოციებს აღვიძებს. აჩუქე ადრესატს სასიამოვნო ემოციები, ამისთვის კი საუკეთესო საჩუქარია უსადენო ბლუთუზ ყურსასმენი ან Macaron inPods 12.

#აჩუქე ჯანსაღი ცხოვრება

პანდემიის პერიოდმა ჯანმრთელობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. რა შეიძლება იყოს ვარჯიშზე კარგი და სასურველი. აჩუქე ადრესატს ჯანსაღი ცხოვრების წესი. არჩევანი დიდია, შეგიძლია აუზის, პილატესის ან სულაც ფიტნეს დარბაზის 1 თვიანი აბონემენტი აჩუქო.

#!#