გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

  • ქალაქი
  • ქალაქი
Hotsale.ge ფინანსისტთა და ბუღალტერთა რიგით მეხუთე დაჯილდოების მხარდამჭერი გახდა

Hotsale.ge ფინანსისტთა და ბუღალტერთა რიგით მეხუთე დაჯილდოების მხარდამჭერი გახდა

9896

და­ნა­ზო­გე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პლატ­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში Hotsale.ge 2025 წლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­ნან­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის - ფი­ნან­სის­ტთა და ბუ­ღალ­ტერ­თა რი­გით მე­ხუ­თე და­ჯილ­დო­ე­ბის პარტნი­ო­რი გახ­და.

 

„ფი­ნან­სის­ტთა და ბუ­ღალ­ტერ­თა და­ჯილ­დო­ე­ბა“ არის კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც ფი­ნან­სუ­რი, სა­გა­და­სა­ხა­დო და ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნილ წვლილს აფა­სებს.

 

ჯილ­დო მიზ­ნად ისა­ხავს პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟი­სა და ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის მი­წო­დე­ბას, აგ­რეთ­ვე აღ­რი­ცხვის დარ­გში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ერ­თგვარ წა­ხა­ლი­სე­ბა­სა და მათი წვლი­ლის წარ­მო­ჩე­ნას ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და Hi tbilisi-ის სა­დღე­სას­წა­უ­ლო დარ­ბაზ­ში, სა­დაც 250-ზე მეტ­მა სტუ­მარ­მა გა­მარ­ჯვე­ბულ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა.

 

და­ჯილ­დო­ე­ბის პირ­ველ ნა­წილ­ში გა­ი­მარ­თა Welcome drink, გა­მო­ფე­ნა, სტუმ­რე­ბის შეხ­ვედ­რა, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ვახ­შა­მი და სხვა. მე­ო­რე ნა­წილ­ში კი სტუმ­რებს ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ ბევრ სა­ხა­ლი­სო კონ­კურ­სში, სა­დაც გა­თა­მაშ­და რო­გორც Hotsale.ge-ს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი საგ­ზუ­რე­ბი შემ­დეგ სას­ტუმ­რო­ებ­ში:

 

შატო მი­ლი­სი • CHATEAU MILISI

"შატო მი­ლი­სი • CHATEAU MILISI" აერ­თი­ა­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე სას­ტუმ­როს, რეს­ტო­რანს და მა­რანს, სა­დაც კულ­ტუ­რულ-ტრა­დი­ცი­უ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის, ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სუ­ლი­ე­რი დას­ვე­ნე­ბის­თვის პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი. აქ ნა­ხავთ სპა ზო­ნებს, რო­გო­რი­ცაა ფი­ნუ­რი სა­უ­ნა და აუზი (გათ­ბო­ბით), ასე­ვე სა­ო­ჯა­ხო, აპარ­ტა­მენ­ტის ტი­პის და სტან­დარ­ტუ­ლი ოთა­ხე­ბი თვალ­წარმ­ტა­ცი და შთამ­ბეჭ­და­ვი მთის ხე­დე­ბით. ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბით და მა­რა­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ავ­ტო­რო ღვი­ნის სა­ხე­ო­ბით, რო­მელ­საც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში აწარ­მო­ე­ბენ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

 

 

გრანდ ნოელ ბა­კუ­რი­ა­ნი • GRAND NOEL BAKURIANI

სას­ტუმ­რო „გრანდ ნოელ • GRAND NOEL-ი” მდე­ბა­რე­ობს ბა­კუ­რი­ან­ში, კოხ­ტა გო­რას­თან და სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია დას­ვე­ნე­ბი­სათ­ვის, ბიზ­ნეს შეხ­ვედ­რე­ბის­თვის, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის­თვი­სა თუ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის.

სას­ტუმ­რო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 55 ნო­მე­რი, სპა ცენ­ტრი, ბარი, ტე­რა­სა, გა­სარ­თო­ბი სივ­რცე/ სა­ბი­ლი­არ­დო, სა­კონ­ფე­რენ­ციო და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დარ­ბა­ზე­ბი. „გრანდ ნო­ელ­სის“ რეს­ტორ­ნის შეფ-მზა­რე­უ­ლი სტუმ­რებს სთა­ვა­ზობს რო­გორც ქარ­თულ, ისე ევ­რო­პულ კერ­ძებს.

სას­ტუმ­რო­ში ბიზ­ნეს და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის და­გეგ­მვა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტით. სტუმ­რის სურ­ვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც სა­კონ­ფე­რენ­ციო სივ­რცის გან­ლა­გე­ბის შერ­ჩე­ვა, ასე­ვე ქე­ი­თე­რინ­გით სარ­გებ­ლო­ბა, ბიზ­ნეს ლან­ჩის ან ყა­ვა­ზე შეს­ვე­ნე­ბის და­გეგ­მვა.

 

სას­ტუმ­რო პი­ა­ნო ყვა­რე­ლი • PIANO KVARELI HOTEL

სას­ტუმ­რო პი­ა­ნო ყვა­რე­ლი • PIANO KVARELI HOTEL-ი მდე­ბა­რე­ობს კა­ხეთ­ში, ქა­ლაქ ყვარ­ლის ცენ­ტრში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მუ­ზე­უ­მი­დან 500 მეტრში. სას­ტუმ­რო გან­თავ­სე­ბუ­ლია ის­ტო­რი­ულ, ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც აშენ­და 1960 წელს. 1992 წლი­დან აქ იყო ყვარ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა, სწო­რედ აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს სას­ტუმ­როს სა­ხელ­წო­დე­ბაც. შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა 2022 წლი­დან და­ი­წყო და ახლა ის მო­ი­ცავს 12 ნომ­რი­ან, კე­თილ­მო­წყო­ბილ, კომ­ფორ­ტულ სას­ტუმ­როს, რო­მე­ლიც 26 სტუ­მარ­ზეა გათ­ვლი­ლი. სას­ტუმ­რო გა­მო­ირ­ჩე­ვა დახ­ვე­წი­ლი ინ­ტე­რი­ე­რი­თა და მიმ­ზიდ­ვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით, კომ­ფორ­ტუ­ლი ნომ­რე­ბით, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით. სტუმ­რებს შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ მი­ნი­ბა­რით, ღია აუ­ზით, რეს­ტორ­ნით სა­დაც სთა­ვა­ზო­ბენ რო­გორც ქარ­თულ, ასე­ვე უცხო­ურ კერ­ძებს. სას­ტუმ­რო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ბარი, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის, კოქ­ტე­ი­ლე­ბი­სა და სხვა სას­მე­ლე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნით.

 

 

პან­დუ­ქი­ო­ნი • PANDUQIONI

კო­ტე­ჯი "პან­დუ­ქი­ო­ნი" რა­ჭა­ში მდე­ბა­რე­ობს. კო­ტე­ჯი არის გან­თავ­სე­ბუ­ლი იზო­ლი­რე­ბულ და მყუდ­რო ად­გი­ლის. “პან­დუ­ქი­ო­ნი • PANDUQIONI” სტუმ­რებს სთა­ვა­ზობს კომ­ფორ­ტულ და მყუდ­რო ოთა­ხებ­ში გან­თავ­სე­ბას, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია კარ­გი დას­ვე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ინ­ვენ­ტა­რით. კო­ტე­ჯი იდე­ა­ლუ­რია რო­გორც ოჯა­ხუ­რი დას­ვე­ნე­ბის­თვის, ისე დრო­ის მე­გობ­რე­ბის ან კო­ლე­გე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­სა­ტა­რებ­ლად. კო­ტე­ჯის ფან­ჯრე­ბი­დან იშ­ლე­ბა რა­ჭის თვალ­წარმ­ტა­ცი ხე­დე­ბი.

 

Hotsale.ge მო­ხა­რუ­ლია, რომ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რი გახ­და და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­რძელ­დე­ბა.