გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

მომსახურების პირობები

HotSale.ge-ს საიტზე აქციის განთავსების სურვილის შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით ამ დოკუმენტში წარმოდგენილ მომსახურების პირობებს  საიტის მომხმარებლებისთვის. აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს დამატებით პუნქტებს, რომლებიც სპეციფიურია მხოლოდ ბიზნეს პარტნიორებისთვის.

 

 

1. პასუხისმგებლობა

როგორც ვაუჩერების მფლობელი თქვენ იღებთ  პასუხისმგებელობას ნებისმიერი დაზიანების, ავადმყოფობის, ზიანისა და პრეტენზიების შემთხვევაში.  თქვენ გეკისრებათ ყველა ვალდებულება და ხარჯი, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას სრულიად ან ნაწილობრივ თქვენი მომსახურების ან/და პროდუქციის გამოყენების შედეგად.

თქვენ ასევე პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ მიაწოდოთ მომხმარებელს მომსახურება ან/და პროდუქცია, რომელიც შეესაბამება ფასდაკლების აქციაში მოცემულ პირობებს და ინფორმაციას.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაიმე მიზეზის გამო ვერ აწვდით მომხმარებლებს მომსახურებას ან/და პროდუქციას, ვალდებული ხართ მომხმარებლის დახარჯული თანხა უკან დაუბრუნოთ. ამისათვის, მომხმარებელმა უნდა წარმოგინდინოთ ვირტუალური ვაუჩერი ან კოდი და პირადობის მოწმობა.

 

2. პრომოაქციის გაკეთება

პრომაქციის გაკეთება საიტზე უფასოა.

 

3. საკომისიო პროცენტი

თქვენ ეთანხმებით საერთო გაყიდული ვაუჩერების ღირებულების საკომისიო პროცენტის გადახდას. საკომისიო ჩამოიჭრება  გაყიდული ვაუჩერების საერთო ღირებულებიდან. საკომისიო პროცენტის ოდენობა განისაზღვრება

ინდივიდუალურად. ანგარიშსწორება განხორციელდება პრომოაქციის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.