Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
Тбилиси
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
Тбилиси
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი 2022-ის Hotsale.ge-ის პარტნიორობით ჩატარდა
HR Hub-ის ის ორგანიზებითა და Hotsale.ge-ის პარტნიორობით 7 ივლისს შატო მუხრანში წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართა. უკვე სამი წელია, რაც Hotsale.ge HR Hub-თან აქტიურად თანამშრომლობს და სამიტზეც პარტნიორის სტატუსით იყო მიწვეული.
სამიტზე გამოიკვეთა დასაქმების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი ასპექტები და გამოწვევები. სპიკერებმა ისაუბრეს წლის ყველაზე ცხელ თემაზე, HR ტრანსფორმაციაზე, რის გარშემოც მასტერკლასები, ვორკშოპები, HR კაფე და სხვა აქტივობები იყო დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სამიტი განსხვავებული კონცეფციით წარიმართა, რადგან HR სპეციალისტების ნაცვლად სცენა კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს დაეთმოთ. მათ ხაზი გაუსვეს HR მენეჯერების როლს ორგანიზაციაში და ისაუბრეს თავიანთ მოლოდინებზე.
წელსაც დანაზოგების ყველაზე მსხვილი პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge აქტიურად იყო ჩართული სამიტის მსვლელობაში და დღის ბოლოს მონაწილეებს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო: გაათამაშა 4 პარტნიორი სასტუმროს საგზური, სადაც გამარჯვებულები ზაფხულის ცხელ დღეებს გაატარებენ და განიტვირთებიან.
„მოხარულები ვართ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების პარტნიორები ვიყავით, როგორიც HR ბიზნეს სამიტია. ჩვენი თანამშრომლობა უკვე წლებია გრძელდება და, იმედი გვაქვს, ბიზნეს საზოგადოებას მომავალშიც სხვადასხვა საინტერესო პროექტს შევთავაზებთ,“ - აღნიშნეს Hotsale.ge-ში.
2022 წლის HR ბიზნეს სამიტი უკვე მეხუთედ ჩატარდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საღამო ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების კონცერტით დაგვირგვინდა.
Hotsale.ge-ის სასაჩუქრე საგზურები კი შემდეგ სასტუმროებში გათამაშდა:
სასტუმრო მდებარეობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილზე, პრომეთეს მღვიმის მიმდებარედ. „პრომეთე ეპიკი“ იმერეთის რეგიონის უდიდესი რეკრეაციული კომპლექსია, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ღია საცურაო აუზს, ჯაკუზს, რესტორნებსა და ღვინის მუზეუმს.
კახეთში მდებარე მეღვინეობა „მტევინო“ სტუმრებს სთავაზობს მყუდრო და სასიამოვნო დასვენებას სასტუმროს ოთახებიდან იშლება ულამაზესი ხედი. კომპლექსი მოიცავს ღვინის ვერანდას, ღია კაფეს, შეხვედრების ოთახსა და ღვინის მარანს.
ქობულეთში, ზღვის სანაპიროდან მხოლოდ 150 მეტრში მდებარეობს, სასტუმროს ტერიტორია მოიცავს საცურაო აუზს, ბარსა და რესტორანს. ნომრებიდან იშლება ზღვის ულამაზესი ხედი, რაც დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და დაუვიწყარს გახდის.
მერეთის მწვანე ბუნებაში ჩაფლული სასტუმრო სტუმრებს ჯანსაღი და სასიამოვნო დასვენებას მოუწყობს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ შემდეგი ტიპის სპა პროცედურებით: წყალქვეშა მასაჟი, მთლიანი სხეულის სკრაბი, სხეულის გამაჯანსაღებელი მასაჟი და ჟანგბადის კოქტეილი.
სხვა სტატიები
"ლიც რეზორტი • LITZ RESORT" და Hotsale.ge პარტნიორები გახდნენ
თუ არჩევანს ვერ აკეთებთ მთასა და ზღვას შორის, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის. და უფრო სწორად რომ ვთქვათ — ლიც რეზორტი თქვენთვის არის. ლიც რეზორტი არ გთავაზობთ მხოლოდ კომფორტულ ნომერს, ის გპირდებათ დასვენებას, რომელიც ყოველდღიურობას დაგ...
განაგრძე კითხვა
4071
Another World Dighomi – საქართველოში ინოვაციური VR სათამაშო სივრცე გაიხსნა
თუ ახალი, დაუვიწყარი სათამაშო გამოცდილება გინდათ, საქართველოში უკვე შეგიძლიათ Another World Dighomi-ში აღმოჩნდეთ! ეს არის ინოვაციური VR სათამაშო სივრცე, რომელიც სტუმრებს ფანტასტიკურ თავგადასავლებს სთავაზობს....
განაგრძე კითხვა
10631
აუზიანი სასტუმროები ზღვისპირეთში 65 ლარიდან
წელს განსაკუთრებულად ცხელი და მზიანი ზაფხული გვაქვს, არსებული კლიმატის ფონზე კი ალბათ ყველას სურს ქალაქის რუტინასა და სიცხეს თავი დააღწიოს ზღვის სანაპიროზე, შეზლონგზე, პალმების ჩრდილში. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გადაწყვეტილი სად გაატარებ შვებულება...
განაგრძე კითხვა
25561
როგორ გავართოთ ბავშვი უქმეებზე
გრძელი და დამღლელი კვირის შემდეგ შაბათ-კვირა საუკეთესო პერიოდია შვილებთან ერთად დროის გასატარებლად და დასაახლოებლად, მთავარია აქტივობები იყოს ბავშვისთვის სახალისო და საინტერესო. Hotsale.ge გთავაზობთ 5 აქტივობას უქმეების მხიარულად და ბიუჯეტურად ...
განაგრძე კითხვა
15933