Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
Тбилиси
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
Тбилиси
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
რატომ არის კომპანიებისთვის Hotsale.ge-სთან თანამშრომლობა მომგებიანი
10 000 პარტნიორი კომპანია, 300 000 რეგისტრირებული მომხმარებელი - ეს არის დანაზოგების ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hotsale.ge, რომელიც 11 წელია, მხარს უჭერს ბიზნესს და მომხმარებლის ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.
ვებგვერდის მომხმარებლები მუდმივად სარგებლობენ განსაკუთრებული დანაზოგით, კვების, თავის მოვლის, დასვენების, ჯანმრთელობის და სხვა სერვისებზე. Hotsale.ge-ს დირექტორის თათული ზაკალაშვილის განცხადებით, ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად ზრდადია.
„ჩვენს ვებ-გვერდს ყოველთვიურად 320 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, რაც ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ მუდმივად ორიენტირებული ვართ ზრდაზე და სიახლეების დანერგვაზე. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ, თავიანთი პროდუქტი/სერვისი მიაწოდონ უშუალო სამიზნე აუდიტორიას, „ჰოთსეილის“ მომხმარებელმა უკვე კარგად გაითავისა ჩვენი მთავარი მესიჯები - #დაზოგვაჭკვიანურია და #ჯერჰოთსეილზენახე. ჩვენი გუნდი სხვადასხვა აქტივობით ზრუნავს პარტნიორი კომპანიების პოპულარობისა და წარმატების ზრდაზე, რადგან გვჯერა, რომ ეს საერთო წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია“, - განმარტა მან.
Hotsale-ის მუდმივად ერთგული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Castello Mare Hotel & Wellness Resort-ი, „ავერსის კლინიკა“, „ზუზუმბო“, „Gino paradise“, „ორბი ჯგუფი“, და ასობით სხვა, მომხმარებლების მიერ უკვე აღიარებული კომპანია.
Hotsale.ge-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი ლანა ცხადაძე განმარტავს, რომ კომპანიის მთავარი ინსტრუმენტი, რა თქმა, უნდა ასობით ათასი ერთგული მომხმარებელია. თუმცა სარეკლამო აქტივობები, პრომოაქციები და მიმზიდველი დანაზოგები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიისა და პარტნიორი ბიზნესების წარმატებაში. Hotsale-ი მომხმარებელს სერვისისა და პროდუქტის მისაღებ ფასად შეძენაში ეხმარება, ხოლო ბიზნესს - განვითარებაში.
„ვებგვერდი ბიზნესს ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას სთავაზობს, რაც სამომავლოდ დამატებითი შემოსავლების მიღებაში ეხმარება. Hotsale.ge-ის თითოეული პარტნიორისთვის იგეგმება ინდივიდუალური, მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია. ჩვენ ვამაყობთ, რომ უკვე ძალიან ბევრი კომპანიის წარმატებას ითვლის ჩვენი ვებგვერდი“, - აღნიშნა მან.
ვებგვერდის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკვე რეგისტრირებული მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს ელექტრონულ ფოსტაზე იღებენ, ასევე, აქციები სწრაფად ვრცელდება „ფეისბუქსა“ და სხვა სოციალური ქსელებშიც, რომელთაც ათობით ათასი მომხმარებელი ეცნობა.
მნიშვნელოვანია, რომ Hotsale.ge-ს პარტნიორები თავად საზღვრავენ პრომოკოდის ოპტიმალურ რაოდენობას და ღირებულებას, ამით მომხმარებელს სერვისისა და პროდუქტის შეფასების საშუალებას აძლევენ. Hotsale.ge კი ზრუნავს აქციების სწორად შეფუთვაზე, დიზაინსა და ვიზუალურ მხარეზე, რაშიც ბიზნესი მნიშვნელოვან თანხებს ზოგავს.
სხვა სტატიები
რჩევა დერმატოლოგებისგან: როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში
ამას თან ერთვის ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოწვეული სტრესი და ნერვიულობა , ასევე ნიღბის მუდმივად ტარების აუცილებლობა . რაც ცალსახად მეტად აზიანებს და ჯანსაღ იერსახეს აკარგვინებს სახის კანს ...
განაგრძე კითხვა
22197
რა უნდა ნახოთ ყაზბეგში? გიზიარებთ 5 დაუვიწყარ ადგილს
ყაზბეგი, ანუ სტეფანწმინდა, თავისი განუმეორებელი ბუნებით, მდიდარი ისტორიული ძეგლებითა და გამაოგნებელი ხედებით იზიდავს მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან. ეს მაღალმთიანი კუთხე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს. ის იდეალურ...
განაგრძე კითხვა
1527
Horizon Batumi Aparthotel
აჭარის სანაპირო ზოლი ყველასთვის დასამახსოვრებელი და ულამაზესი ტურისტული ადგილია, რომელიც ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ ვიზიტორს იზიდავს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით. ბუნებრივი სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაზავით, აჭარა სწრაფად ხდებ...
განაგრძე კითხვა
8363
დაგეგმეთ თქვენი შვილის დაბადების დღე 139 ლარიდან
ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ თავიანთი დაბადების დღე, რაც მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. ალბათ, ყველა მათგანს სურს, იპოვოს საუკეთესო გასართობი ცენტრი თავისი ბავშვისთვის, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, ხელმისაწვდომ ფასებსაც შესთავაზ...
განაგრძე კითხვა
16552
Hotsale.ge-ს წამყვანი კლინიკებისა და ექიმების სამედიცინო მომსახურება დაემატება
დიდი ხანია, Hotsale.ge მომხმარებლებს წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში ყველაზე მოთხოვნად მანიპულაციებზე, ამბულატორიებში გინეკოლოგიურ, ორთოპედიულ, დერმატოლოგიურ და სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებაზე 85%-მდე დანაზოგს სთავაზობს. მიუხედა...
განაგრძე კითხვა
14655