გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

კავიტაცია, RF ლიფტინგი, ლიპოლიტიკი - როგორ მიიღოთ სხეულის სასურველი ფორმა მარტივად!

კავიტაცია, RF ლიფტინგი, ლიპოლიტიკი - როგორ მიიღოთ სხეულის სასურველი ფორმა მარტივად!

17689

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, უამრავი ადამიანი ფიქრობს, თუ  როგორ მოიყვანოს სხეულის ფორმა წესრიგში, როცა წინ უამრავი ბარიერია - სამსახური, სწავლა, ოჯახი, უძილობა, სტრესი, არაჯანსაღი საკვების მიღება და ა.შ. ყოველივე ამის გამო, არ გვრჩება დრო მეტად მოვუაროთ ჩვენს სხეულს, დავკავდეთ ფიზიკური აქტივობებით, ვიკვებოთ სწორად, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად, არამედ  ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის.

სხეულის ფორმა, გარეგნობა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე. ქალბატონთა უდიდესი ნაწილის ოცნება და სურვილია სხეულის სასურველი, იდეალური ფორმის შენარჩუნება და მიღება. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ პროცედურებს, რომლებიც დიდი დროის დანაკარგის გარეშე, გვაძლევს მაქსიმალურ შედეგს და, რაც მთავარია, პოზიტიურად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

#!#

  • კავიტაცია - არის თანამედროვე აპარატურული პროცედურა, რომელიც მომართულია ცელულიტისა და ცხიმოვანი უჯრედების მოშორებაზე, იგი უტოლდება ქირურგიული ჩარევით ლიპოსაქციას. ცხიმოვან ქსოვილზე მოქმედებისას ცხიმოვან უჯრედებში წარმოიქმნება ჰაეროვანი ბუშტუკები, იზრდება მოცულობაში, სკდება და გამოდევნის ცხიმს. კავიტაცია აბსოლუტურად უმტკივნეულოა და არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს.

  • პრესო თერაპია - აპარატული მეთოდია, რომელიც ცელულიტის ნიშნების დაძლევაში გვეხმარება. ეს ერთგვარი მექანიკური ლიმფოდრენაჟია, რომლის დროსაც პრობლემურ ზონებზე ზემოქმედება შეკუმშული ჰაერის მეშვეობით ხორციელდება.

  • ვაკუუმ მასაჟი - ვაკუუმმასაჟი ნაჩვენებია ცელულიტის მკურნალობისას, შესაძლებელია მოიხსნას „ფორთოხლის კანის“ ეფექტი, „დაღლილი ფეხების“ სიმპტომი, გვეხმარება დაწეული დუნდულო კუნთის აწევაში, მოშვებული მუცლის წინა კედლის აღდგენაში; ახდენს ფიგურის კორექციას,ასწორებს პოსტოპერაციულ, უხეშ ნაწიბურებს, ამცირებს და აქრობს სტრიებს (ორსულობის და მშობიარობის შემდგომ, ლაქტაციის შემდგომ, სიმსუქნის შემდგომ და სხვა მიზეზებით გამოწვეულს.

  • კრიო თერაპია - ამკვრივებს კანს, ჭიმავს და უნარჩუნებს ელასტიურობას.

  • ლიპოლიტიკი - ეს არის საინექციო მეზოპრეპარატი, რომლის გამოყენებით შესაძლოა მოვიშოროთ არსებული არასასურველი ცხიმოვანი ზონები ქირურგიული ჩარევის გარეშე. პრეპარატი კანქვეშა გაჟღენთილ ცხიმში შედის და ააქტიურებს ლიპოოლიზის პროცესს, ამ რეაქციის შედეგად ხდება ცხიმოვანი მჟავების დაწვა.

  • RF ლიფტინგის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) უოპერაციოდ ხანგრძლივ მოქმედი ეფექტით.

კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით, რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზეც, ახდენს კოლაგენის სინთეზის გააქტიურებას და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვან შემცირებას, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოების დაჭიმვას, ფიბროზული ქსოვილის ალაგებას. შედეგად მატულობს კანის ტონუსი, იგი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური.

შეარჩიეთ თქვენთვის გაახდომი პროცედურა Hotsale.ge-ზე და ისარგებლეთ სპეციალური ფასით თბილისის წამყვან ესთეტიკის ცენტრებში!

#!#