-
Kатегория
-
Тбилиси
-
Чугурети
-
Kатегория
-
Тбилиси
-
Чугурети
ინექციური პროცედურები - რემოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დღევანდელ რეალობაში ქალბატონების უმრავლესობა სახის მოცულობითი კორექციისთვის და ჰარმონიული პროპორციების აღდგენისთვის უამრავ ხერხს მიმართავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ფილერი.
ფილერების მეშვეობით შესაძლებელია სახის რემოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე, დეფექტების აღმოფხვრა, ცხვირის ან ნიკაპის ფორმის კორექცია, წარბის, თვალის კუთხის, ტუჩის კუთხის აწევა, ყვრიმალის წამოწევა და სხვა. სწორედ ამიტომ, Hotsale.ge გთავაზობთ ინექციური პროცედურების ფართო არჩევანს, სპეციალური მომზადების გარეშე და რაც მთავარია, მინიმალური ტკივილით.
რა არის ფილერი? ფილერი არის შემავსებელი პრეპარატი. ის გამოიყენება თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტების შესავსებად. აღსანიშნავია, რომ დიდი უპირატესობით სარგებლობს ასაკობრივი ცვლილებების დასაკორექტირებლად.
ტუჩის გადიდება ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რომელსაც ქალბატონები ნებისმიერ ასაკში იტარებენ. პროცედურა გულისხმობს ტუჩის ფორმის მოცულობის გაზრდას ან/და არსებული ასიმეტრიის მოშორებას კონტურის მოდელირების გზით. პრობლემურ არეში კეთდება მიკროინექციები ჰიალურონის მჟავის შემცველი ბიოთავსებადი პრეპარატის (იუვიდერმის) გამოყენებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო და შეუცვლელ პრეპარატს წარმოადგენს. ტუჩის ზონის მგრძნობელობიდან გამომდნარე პროცედურა კეთდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და გრძელდება 15-40 წთ. გამონაკლის შემთხვევებში, პროცედურის შემდგომ შესაძლოა იყოს მცირე სიწითლე და შეშუპება, რომელიც 1-2 საათის განმავლობაში ქრება. პროცედურის საბოლოო შედეგის სანახავად ერთი სრული დღე არის საჭირო. შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მიერ არჩეულ პრეპარატზე და გრძელდება 6 თვიდან 2 წლამდე. პროცედურის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში და არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს.
საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, კორექცია თხევადი (აპტოსის) ძაფებით. ახალი თაობის მეზოძაფი წარმოადგენს განსაკუთრებული დიზაინის ჰიპოალერგიულ ძაფს, რომლითაც ხდება სხეულისა და სახის ლიფტინგი. მეზოძაფები კანქვეშ თხელი ნემსით შეიყვანება და დროთა განმავლობაში ბუნებრივად გაიწოვება. შედეგად წარმოიქმნება ახალი კოლაგენის ბოჭკოები და ხდება ძველი, მოდუნებული კოლაგენური ბოჭკოების გაახალგაზრდავება. სწორედ ამიტომ მეზოძაფებით მიღებული შედეგი არის 100 %-ით ბუნებრივი. პროცედურას არ ჭირდება წინასწარი მომზადება ან შემდგომი რეაბილიტაცია. პროცედურა ექვემდებარება ადგილობრივ ანესთეზიას. იმავე დღეს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არ ახასიათებს გართულებები და არ საჭიროებს ერთი და იგივე ზონაზე განმეორებით პროცედურას.
ასევე, თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში შეიქმნა ცხვირის კორექციის ახალი მეთოდი - „უსისხლო რინოპლასტიკა“. ფორმის შესაცვლელად გამოიყენება ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატები. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. მეთოდის უპირატესობები მდგომარეობს შემდეგში: არის უსაფრთხო, უმტკივნეულო, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს, რადგან აქვს მომენტალური შედეგი.
შეიტანეთ დადებითი ცვლილებები საკუთარ ვიზუალში, რაც მთავარია სპეციალური ფასად. სწორედ ამიტომ ჯერHotsale.geზე ნახე.
ესთეტიკური ცენტრი ჰერა / AESTHETIC CENTRE HERA
დაზოგე 50 ₾
Осталось
დენტოსპა / DENTOSPA
დაზოგე 3 ₾
კლინიკა რუთს / ROOTS CLINIC
დაზოგე 25 ₾
Осталось
Nio Med Center
დაზოგე 87 ₾
Осталось
Nio Med Center
დაზოგე 42 ₾
Осталось