Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
Тбилиси
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
Тбилиси
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
Hotsale.ge-ს რეკომენდაცია - 5 პრემიუმ კლასის სასტუმრო საქართველოში
თუ ქალაქგარეთ გასვლას გეგმავთ, თუმცა სასტუმრო ჯერ არ შეგირჩევიათ, გაეცანით Hotsale.ge-ის რჩევებს და გაატარეთ შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ერთად კომფორტულ გარემოში და რაც მთავარია, დიდი დანაზოგით.
Hotsale.ge-მ შეარჩია 5 სასტუმრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ყველაფერია სრულყოფილი დასვენებისთვის:
1. პარკ ჰოტელ წინანდალი • PARK HOTEL TSINANDALI
„პარკ ჰოტელ წინანდალი • PARK HOTEL TSINANDALI“ “სილქ ჰოსფითალითიში” შემავალი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 2019 წლიდან მასპინძლობს. „პარკ ჰოტელი“ აერთიანებს 72 ინდუსტრიული დიზაინის ოთახს, რომელიც თანამედროვე, ორიგინალური დიზაინით არის დაპროექტებული.
სასტუმრო მდებარეობს წინანდლის უძველეს მამულში, რომელიც მოიცავს 18-ჰექტრიან უნიკალურ ბაღს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და წინანდლის განთქმულ ვენახებს, სადაც ვაზის ენდემურ, ქართულ ჯიშებთან ერთად, პინო ნუარსაც აღმოაჩენთ.
“პარკ ჰოტელის” წარმატება და მაღალი ხარისხის მომსახურება მრავალწლიან გამოცდილებაზეა დაფუძნებული – “სილქ ჰოსფითალითი” წარმატებით მართავს მაღალი დონის სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს, ცნობილ რესტორნებსა და გასართობ ობიექტებს.

2. იბის სტაილს ბათუმი • IBIS STYLES BATUMI
იბის სტაილს ბათუმი • IBIS STYLES BATUMI ბათუმის ბულვარიდან და ზღვისპირა პარკიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს და სტუმრებს კომფორტული, მშვიდი დასვენების შესაძლებლობას უქმნის.
ზღვისა და მთის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო მოიცავს 121 ნომერს, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს, დაისვენონ და მშვიდად აღიდგინონ ენერგია. გაუმჯობესებული ხმისა და სინათლის იზოლაცია სიმყუდროვესა და კომფორტს ქმნის. ibis Styles Batumi-ში ბავშვებისთვის საჭირო სერვისებიც არის შექმნილი: მისაღებში გამოყოფილია საბავშვო კუთხე, ხოლო რესტორანში წარმოდგენილია საბავშვო მენიუ. ასევე, სასტუმროში ბავშვებს დამატებით საჩუქრები დახვდებათ.” იბის სტაილს ბათუმის” რესტორნის მრავალფეროვან მენიუში წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე უცხოური კერძები. სასტუმროში მოწყობილია ბარიც, რომელიც სტუმრებს სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელს სთავაზობს.
სასტუმროში დაგხვდებათ საკონფერენციო და შეხვედრების ოთახიც, რომელიც გათვლილია 80-მდე სტუმარზე და სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. აღსანიშნავია, რომ სასტუმროდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე 10 წუთზე ნაკლები, ხოლო ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილიდან, მყუდრო კაფეებიდან და მაღაზიებიდან სულ რაღაც 5 წუთის გზაა.

3. წყალტუბო პლაზა • TSKALTUBO PLAZA
წყალტუბო პლაზა • TSKALTUBO PLAZA მდებარეობს წყალტუბოს ცენტრში, მთავარ მოედანზე და გთავაზობთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოსა და მაღალი ხარისხის სერვისებს.
სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“ მოიცავს ხუთი სხვადასხვა ტიპის 75 ნომერს, 2 საკონფერენციო დარბაზსა და აუზს. ჯამში შენობაში შესაძლებელია 220 სტუმრის მასპინძლობა.
სასტუმროს პრიორიტეტია მაღალი ხარისხის მომსახურება. აღსანიშნავია, რომ "წყალტუბო პლაზას"-ს სტუმრებს გამაჯანსაღებელ პროცედურებზე 15%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. აბაზანების პროცედურების გარდა “წყალტუბო პლაზა” სტუმრებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: ფინური საუნა, სავარჯიშო დარბაზი რომელიც აღჭურვილია ტრენაჟორებით, საბილიარდო მაგიდითა და ტენისის მაგიდით. ასევე სასტუმროში წარმოდგენილია ღია საცურაო აუზი, რომელიც სეზონურად ფუნქციონირებს.

4. ბუტიკ სასტუმრო ლეთო • LETO BOUTIQUE HOTEL
ბუტიკ სასტუმრო ლეთო • LETO BOUTIQUE HOTEL გამორჩეული სასტუმროა სამეგრელოს რეგიონში, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის ცენტრში, რამდენიმე მეტრში ისეთი ტურისტული სანახაობებიდან, როგორიც არის დადიანის სასახლე და ბოტანიკური ბაღი.
სასტუმრო გთავაზობთ 39 სხვადასხვა კატეგორიის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ნომერსა და მომსახურების მაღალ ხარისხს. სასტუმროს ნომრები აღჭურვილია პრემიუმ ხარისხის საშუალებებით, რაც სრულყოფილი დასვენების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროში მოწყობილია შეხვედრების სამი სივრცე. ბუტიკ სასტუმრო ლეთო • LETO BOUTIQUE HOTEL მზად არის უმასპინძლოს სტუმრებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კომპლექსი აერთიანებს კაფეს, ბარ-რესტორანს, სქაი ბარს, აუზს, სავარჯიშო დარბაზსა და საუნას.

5. მაჭახელა ინნ • MACHAKHELA INN - RESORT AND WINERY
„მაჭახელა ინნ • MACHAKHELA INN - RESORT AND WINERY“ - აჭარაში, ბათუმიდან 23 კილომეტრში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს 5 კოტეჯს და სასტუმროს 6 ნომერს.
სხვა სტატიები
ტოპ 4 წიგნი კლასიკური ლიტერატურის მოყვარულთათვის
„თუ კითხვა არ გიყვარს, ესეიგი სწორი წიგნი ჯერ არ გიპოვია“- ეს სიტყვები ჯოან როულინგს ეკუთვნის, რომელიც ავტორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნების სერიის, „ჰარი პოტერის“, ფენტეზის ჟანრიდან. მინდა გითხრათ, რომ სწორი ჟანრისა თუ წი...
განაგრძე კითხვა
24092
1 მაისამდე სააღდგომო შოკაქცია სასტუმროებზე Hotsale.ge-სგან
Hotsale.ge-ის შოკაქცია მათთვის, ვისაც სააღდგომო არდადეგების მოწყობა სურს - მხოლოდ 1 მაისამდე ბათუმში, კახეთში, ყაზბეგში, მცხეთასა და სხვა პოპულარულ ადგილებში დასვენება კიდევ უფრო დიდი დანაზოგით გახდა შესაძლებელი. ...
განაგრძე კითხვა
18541
დაისვენე პრემიუმ კლასის სასტუმროში მაღალი დანაზოგით - Hotsale.ge-ისა და სასტუმრო "გრანდ გლორია • The Grand Gloria Hotel" ერთობლივი შეთავაზება
სსასტუმრო „გრანდ გლორია • The Grand Gloria Hotel“ წარმოადგენს მაღალი კლასის 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ბათუმში, რომელიც მდებარეობს სანაპიროს პირველ ზოლში - საუკეთესო ლოკაცია შავი ზღვისპირა ქალაქში....
განაგრძე კითხვა
3319
Discover the Best Things to Do in Georgia
Nestled between the rugged peaks of the Caucasus Mountains and the shimmering waters of the Black Sea, Georgia beckons travelers with its rich tapestry of culture, history, and natural beauty. From the bustling streets of Tbilisi to the ancient churc...
განაგრძე კითხვა
13238
3 სასტუმრო ყაზბეგში სადაც მაღალი დანაზოგით დასვენებას შეძლებთ
ყაზბეგი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისმხარეში მდებარე, ისტროიული ხევის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ არის აღმოჩენილი ძვ.წ. VI-V საუკუნეებით დათარიღებული ყაზბეგის განძი, რომელიც კავკასიის ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავში...
განაგრძე კითხვა
16273