-
Kатегория
-
Тбилиси
-
Чугурети
-
Kатегория
-
Тбилиси
-
Чугурети
Hotsale.ge გირჩევთ: ლაზერული ეპილაციის 4 ცენტრს მაღალი ხარისხის მომსახურების დიდი დანაზოგით მისაღებად
ბოლო პერიოდში ესთეტიკის სფეროში ყველაზე დიდი მოთხოვნა ლაზერულ ეპილაციაზეა. შესაბამისად, გაჩნდა დიდი კონკურენცია და მომხმარებელს რიგ შემთხვევებში უჭირს არჩევანის გაკეთება.
ლაზერული ეპილაციის ყველაზე პოპულარულ მეთოდებს შორისაა: ალექსანდრიტი, დიოდი და ნეოდიუმი. ყველა მათგანის ეფექტი ინდივიდუალურია, თუმცა სწორედ მომხმარებლების მიერ არის მათი ეფექტიანობა დადასტურებული.
სწორედ ამიტომ საქართველოში დანაზოგების ყველაზე მასშტაბურმა პლატფორმამ - Hotsale.ge-მ, რომელიც ესთეტიკის სფეროთი დაინტერესებულ მომხმარებლებს უკვე წლებია, მნიშვნელოვან დანაზოგებს სთავაზობს, გადაწყვიტა, რჩევები გაუზიაროს. Hotsale.ge-მ შეარჩია რამდენიმე ესთეტიკის ცენტრი, სადაც ლაზერულ ეპილაციაზე ხარისხიან მომსახურებას მიიღებთ დიდი დანაზოგით.
Hotsale.ge-ის მიერ შერჩეული კომპანიები თავიანთ სფეროში ლიდერები არიან და მომხმარებელს წლიდან წლამდე გაუმჯობესებულ სერვისს სთავაზობენ:
დერმა ესთეტიკი • DERMA ESTHETIC
ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სილამაზის ცენტრი დერმა ესთეტიკი • DERMA ESTHETIC-ი უკვე სამი წელია, მომხმარებლებს ხარისხიან და ეფექტიან მომსახურებას სთავაზობს. ფილიალები კი არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც აქვს.
Hotsale.ge-ზე განთავსებულია გლდანის, ნაძალადევისა და ზუგდიდის ფილიალები.
პროცედურის ჩატარება კონკრეტულ ზონაზე 6 ლარიდან არის შესაძლებელი როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, ხოლო მთლიანი სხეულის ლაზერულ ეპილაციის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით მხოლოდ 65 ლარს 200 ლარის ნაცვლად
პროცედურა ტარდება უახლესი გერმანული აპარატით, გასამმაგებული სხივით (ალექსანდრიტი-დიოდი-ნეოდიუმი), რომელიც მუშაობს ყველა ტიპის კანზე და არ ტოვებს პიგმენტურ ლაქებს. პროცედურის შემდეგ არ აღინიშნება თმის ჩაზრდა, კანი კი გლუვი და ხავერდოვანი ხდება.
ყველასათვის კარგად ნაცნობი ესთეტიკის ცენტრი პოდიუმი • PODIUM-ი წლებია, ქართველ მომხმარებლებში არ კარგავს აქტუალურობას, რაც მაღალი ხარისხის მომსახურებითა და გამოცდილი პერსონალითაა განპირობებული
აღნიშნული სილამაზის ცენტრი მუდმივად ცდილობს პერსონალის მომზადების დონის ამაღლებას და ახალი, ინოვაციური აპარატურის შემოტანას, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულიად შეესაბამება.
საქართველოში დანაზოგების ლიდერი პლატფორმა Hotsale.ge და სილამაზის ცენტრი “პოდიუმი” უკვე 7 წელია ერთგულად თანამშრომლობენ, ამ მეგობრობის საფუძველზე კი მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მაღალი ხარისხის მომსახურება 50% მდე დანაზოგით მიიღოს.
მეტამორფოზა • METAMORFOZA-სა და Hotsale.ge-ს პარტნიორობის მეშვეობით კი მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მაღალი ხარისხის მომსახურება 89%-მდე დანაზოგით მიიღონ.
აღნიშნულ სილამაზის ცენტრში წარმოდგენილია უახლესი გერმანულ აპარატი - Germany magneto optical laser-ი. ეს არის დიოდური მაგნიტურ-ოპტიკური ლაზერი, რომელიც ბოლო, უახლესი თაობის ფოტო ლაზერია. მისი უნიკალური მოქმედება მდგომარეობს მასში, რომ მისი ტალღა ყველაზე ღრმა ფენებამდე, თმის ბოლქვის მკვებავ კაპილარებამდეც კი აღწევს და მის დახურვას იწვევს, ამიტომ თმის ძირი კვდება.უხეში თმის ბოლქვი სწორედ ასეთ სიღრმეშია განლაგებული.
აღნიშნული ლაზერი განსაკუთრებით ეფექტურია მუქი - კავკასიური ტიპის კანის შემთხვევაში, ასევე გარუჯული კანის დროს, მისი საშუალებით შესაძლებელია ქერა და უხეში ტიპის თმის მოშორება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგი არ იწვევს დამწვრობას.
ლუქს ლაზერ სტუდიო • LUXE LASER STUDIO
ლუქს ლაზერ სტუდიო დიდი პოპულარობით სარგებლობს Hotsale.ge-ს მომხმარებლებში, ამის მთავარი მიზეზი კი მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, დაბალი ფასია.
პროცედურის ჩატარება კონკრეტულ ზონაზე 4 ლარიდან არის შესაძლებელი როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, ხოლო მთლიანი სხეულის ლაზერულ ეპილაციის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით მხოლოდ 65 ლარს, 200 ლარის ნაცვლად.
პროცედურა ტარდება უახლესი სამ სხივიანი აპარატით (დიოდი + ალექსანდრიტი + ნეოდიუმი) და არის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო, რადგან კეთდება მოყინვის მეთოდით. პროცედურის შემდეგ არ ვითარდება ნაწიბურები და არ ხდება პიგმენტაციის ცვლილება. არასასურველი თმა კი სრულიად საშუალოდ 6-8 პროცედურაში ქრება.
10 000 პარტნიორი კომპანია, 300 000 რეგისტრირებული მომხმარებელი - ეს არის დანაზოგების ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hotsale.ge, რომელიც 11 წელია, მხარს უჭერს ბიზნესს და მომხმარებლის ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს