-
Kатегория
-
Тбилиси
-
Самгори
-
Kатегория
-
Тбилиси
-
Самгори
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაისვენოთ გაზაფხულზე ბაკურიანში
გაზაფხული შესანიშნავი დროა შვებულების ასაღებად: ცხელი სეზონი ჯერ კიდევ შორსაა, ფასები შედარებით დაბალია, სასტუმროების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია და ბევრ კურორტზე, ზაფხულის სეზონზე არანაკლებ კარგად დაისვენებთ.
ბაკურიანი პოპულარული სამთო და სათხილამურო კურორტია. ის ზღვის დონიდან 1700 მ-ზე მდებარეობს და ბორჯომიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) აქ დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე ნარჩუნდება. ის ბევრი ადამიანის საყვარელი კურორტია და იდეალურია თუნდაც weekend-ის გასატარებლად ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად.
აი, რატომ უნდა დაისვენოთ ბაკურიანში გაზაფხულზე:
1. თოვლი, თოვლი და კიდევ ერთხელ თოვლი...
პანდემიის პირობებში საკმაოდ რთული ზამთარი გადავაგორეთ. თუ აქამდე ვერ მოახერხეთ დასვენება და ვერ იჯერეთ გული თოვლში სრიალით, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, ესტუმროთ ბაკურიანს. სიწყნარე, თეთრი პეიზაჟები, თხილამურები, ბუხარი და წიწვოვან ტყეში შემალული ხის კოტეჯი სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ! სრული იდილია და კომფორტი საუკეთესო არჩევანი იქნება შეყვარებული წყვილისთვის. არ დაგავიწყდეთ თბილი ტანსაცმლის წაღება და ბევრი ფოტოს გადაღება. ნახეთ კოტეჯების საუკეთესო არჩევანი.
#!#
2. ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა წახვიდეთ ბაკურიანში, ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღია, რომელიც 1910 წელს გაშენდა და თავისი კოლექციების სიმდიდრით და მრავალფეროვნებით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მაღალი მთის ბოტანიკურ ბაღად მიიჩნევა. ის განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულის სეზონზე და იდეალურია საინტერესო ლაშქრობის მოსაწყობად, ოჯახთან ერთად.
3. სპეციალური შეთავაზებები სასტუმროებზე
დანაზოგების პლატფორმა Hotsale.ge-ზე წარმოუდგენელ შეთავაზებებს იპოვით. ბაკურიანის სასტუმროს ფასები 50 ლარიდან იწყება. მაგალითად, 5 ლარის ღირებულების პრომო-კოდის შეძენის შემთხვევაში, სასტუმროში „თეთრი სახლი“ 2-ადგილიან ნომერს საუზმით, 110 ლარის ნაცვლად, სულ რაღაც 55 ლარად დაჯავშნით. სასტუმროების ქსელ მგზავრები ბაკურიანი / MGZAVREBI HOTEL CHAIN-ის ნომრები კი 75 ლარიდანაა ხელმისაწვდომი.
როგორც იცით, სამთო კურორტებზე ზამთრის სეზონზე სასტუმროების ფასები მნიშვნელოვნად იზრდება, გაზაფხულზე კი ძალიან ბიუჯეტურია. დამსვენებელიც ნაკლებია და თუ სიმშვიდეში გსურთ დასვენება, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ! ბაკურიანის სასტუმროები დაათვალიერეთ აქ.
#!#
4. გაერთო მეგობრებთან ერთად
თუ მეგობრებთან ერთად გინდათ რამდენიმე დღით სადმე წასვლა, ამ შემთხვევაში აპარტამენტების დაჯავშნა ჯობს. მაგალითად, „დიდველი რეზიდენსის“ აპარტამენტი 5+2 სტუმარზე, პრომო-კოდის შეძენის შემთხვევაში, 100 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. თუ თანხას მეგობრები ერთმანეთში გაინაწილებთ, დასვენებას ძალიან მიზერულ ფასად შეძლებთ. თქვენს განკარგულებაში იქნება სმარტ-ტელევიზია, სამზარეულო, ცენტრალური გათბობა, ცხელი წყალი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, ელექტროღუმელი, ყველა საჭირო ჭურჭელი, ინტერნეტი და აივანი.
ნახეთ „ჰოთსეილზე“ ყველა სპეციალური შეთავაზება აპარტამენტებზე.
#!#
5. სასარგებლოა ბავშვებისთვის
ალპური ჰავა, წიწვოვანი ტყე ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის. ბაკურიანში დასვენებას პედიატრებიც უწევენ რეკომენდაციას. აქაური ჰავა დადებითად მოქმედებს მათზე, ვისაც აქვს შემდეგი სახის ჯანმრთელობის პრობლემა: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა. განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან, ბრონქებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ან ასთმა. შეარჩიეთ ისეთი სასტუმრო, რომელსაც ეზოში აქვს გასართობი მოედანი. რაც უფრო დიდხანს იქნება ბავშვი სუფთა ჰაერზე, მით უკეთესია. სასტუმრო ‘ბმ პლაზა ბაკურიანში“ 5 წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვებიან. სასტუმრო „ამირანის პარკში“ არის ბავშვთა ოთახი, 6 წლამდე ასაკის ბავშვების განთავსება ნომერში უფასოა და ასევე, ფასში სამჯერადი კვება შედის.
ცალკე აღვნიშნავ ბორჯომის და წაღვერის ხეობებს. აქ ტარდება ექსკურსიები, რომელთა დროსაც შეგიძლიათ ნახოთ როგორც მდიდარი ბუნება, ასევე ისტორიული ძეგლები.
#ჯერჰოთსეილზენახე #დაზოგვაჭკვიანურია
თეა ინასარიძე