-
Category
-
Tbilisi
-
Chughureti
-
Category
-
Tbilisi
-
Chughureti
ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქ. #16
Working hours
Monday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Tuesday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Wednesday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Thursday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Friday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Saturday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Sunday : 09:00 AM - 09:00 AM
Offer Details
შეიძინეთ ჯავშნის კოდი 15 ლარად და მიიღეთ 38% დანაზოგი სასტუმროში `კოლიზეუმ მარინა • COLOSSEUM MARINA`
ჯავშნის კოდის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით დაზოგილ თანხას 150 ლარს 240 ლარის ნაცვლად 1 დღე-ღამის განმავლობაში
შეთავაზებაში შედის: ბათუმში ნომრები 1 ან 2 სტუმარზე
1 სტუმარზე საუზმის ფასი 45 ლარი
ყველა კატეგორიის ოთახის ღირებულებაში შედის:
- საუზმე
- ღია აუზი (სეზონურად)
- დახურული აუზი
- საუნა
- ფიტნესი
- უფასო ჩაი/ყავა ნომერში
- ყოველდღიური დალაგების სერვისი
- უფასო წყალი
- უფასო პარკინგი
- უკაბელო ინტერნეტი როგორც ნომერში, ასევე სასტუმროს ტერიტორიაზე
- უთოთი მომსახურეობა ნომერში
ყველა ოთახი აღჭურვილია:
- ყველა ნომერს აქვს აივანი
- ზღვის ულამაზესი ხედით
- უფასო Wi-Fi ინტერნეტით
- სატელიტური სატელევიზიო არხებით
- აბაზანის ხალათი და ჩუსტები
- სეიფი
- ტელეფონი
- LCD ტელევიზორი
- ელექტრო ჩაიდანი
- აბაზანა
- საპირფარეშო
- ბიდე
- თმის საშრობი
- ცენტრალური კონდიცირების სისტემა
- გარდერობი
- მაგიდა ბარგისათვის
- სააბაზანო მოწყობილობები
- მინი-ბარი
- მაგიდა და სკამები აივანზე და ნომერში
- ელექტრონული გასაღების სისტემა
შშმ პირებისთვის სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“ ადაპტირებულია და შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
- ადაპტირებული პარკინგი
- ადაპტირებული მისასვლელი სასტუმროსთან
- ადაპტირებული შესასვლელი
- ადაპტირებული მისასვლელი ლიფტთან
- ერთი ადაპტირებული სტანდარტული ოთახი
- ერთი ადაპტირებული საპირფარეშო
რესტორნები და ბარები
სასტუმროს მეორე სართულზე განთავსებული და 200 სტუმარზე გათვლილი რესტორანი “Cena” მყუდრო გარემოში უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აღნიშნული ლოკაცია იდეალური სივრცეა კერძო წვეულების მოსაწყობადაც.
აუზის ბარი „Palaestra” სეზონურად ტერასიდან გადაშლილი მომაჯადოებელი ხედის ფონზე ცოცხალ მუსიკას, კოქტეილების მრავალფეროვან არჩევანსა და ევროპულ კერძებს შემოგთავაზებთ.
სასტუმროს ლობი-ბარი “Entranta” იდეალური ადგილია ევროპული სამზარეულოს, კოქტეილების ფართო არჩევანისა და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის დასაგემოვნებლად.
სპა თერაპია
თუ სხეულისა და სულის ჰარმონიას, კომფორტულ გარემოსა და სრულ რელაქსაციას ეძებთ, სასტუმროს სპა-თერაპიით უნდა ისარგებლოთ. თქვენს განკარგულებაშია სპა-პროცედურების მრავალფეროვანი არჩევანი, როგორიცაა: სარელაქსაციო, კომბინირებული, რეფლექსური და ფიტნეს მასაჟი, მანუალური და ანტიცელულიტური თერაპია, ვულკანური ქვების თერაპია, ზურგის, კისრისა და მხრების მასაჟი, ლიმფოდრენაჟული და საბავშვო მასაჟი.
შეხვედრები და ღონისძიებები
„კოლიზეუმ მარინას“ საკონფერენციო დარბაზი „Collegium“ საუკეთესო ადგილია შეხვედრებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად. სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი საქმიანი პროექტების წარმატებულად განხორციელებისთვის.
ადგილმდებარეობა:
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“ ბათუმის დასავლეთ ნაწილში, ზღვის პირას მდებარეობს. მის განკარგულებაშია საკუთარი პლაჟი და მიმდებარე კეთილმოწყობილი ტერიტორია. 10-სართულიანი All inclusive კონცეფციის სასტუმრო 101 ნომერს აერთიანებს. გამორჩეულ არქიტექტურასა და დახვეწილ დიზაინთან ერთად, თითოეულ ოთახს დამატებით უპირატესობას ზღვის პოეტური ხედი სძენს. საკუთარი პლაჟი, საცურაო აუზები, კომფორტული ოთახები, რესტორნები, ბარები, სპა - ამ და სხვა კომპონენტების ერთობლიობა საოცნებო დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
„კოლიზეუმ მარინა“ ბათუმის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობს. ქალაქის ტურისტულ ცენტრთან ფეხით მისვლას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტით მისასვლელი მაქსიმალური დრო 10 წუთს შეადგენს, ხოლო რკინიგზის სადგურიდან - 15 წუთს. სასტუმროს ადგილმდებარეობა დამატებითი კომფორტია როგორც ოჯახებისთვის, ისე ტურისტებისა და საქმიანი სტუმრებისთვის. სრულყოფილ ოთახებთან ერთად, „კოლიზეუმ მარინაში“ ღია და დახურული საცურაო აუზები, ჩოგბურთის კორტები, 120 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი და სატრენაჟორო დარბაზი ფუნქციონირებს. დროის უფრო მხიარულად გატარების მსურველებს კი ცოცხალი მუსიკა, ენერგიული DJ და კარაოკე ელით, რომელიც 60 სტუმარს იტევს.
ოთახები
ნებისმიერი კატეგორიის ოთახში კომფორტი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი გარანტირებული გაქვთ! სრულფასოვანი დასვენებისთვის იდეალურ გარემოსა და მაქსიმალურ კომფორტს უმცირესი ნიუანსების დონეზე გათვალისწინებული ყველა პირობა უზრუნველყოფს.
სასტუმროს უკლებლივ ყველა ოთახს აქვს აივანი, საიდანაც შესაძლებლობა გაქვთ ზღვისა და სანაპიროს შთამბეჭდავი პანორამული ხედებით დატკბეთ. თანამედროვე ინტერიერი, კომფორტული საწოლი, სააბაზანო ოთახი და მყუდრო გარემო დაუვიწყარ დასვენებას უზრუნველყოფს. თითოეული ოთახის საფასურში შედის საუზმე, სპა ცენტრითა და ღია აუზით სარგებლობა.
სტანდარტული, სუპერიორის ტიპისა და ექსკლუზიური ოთახების გარდა, თქვენს განკარგულებაშია საოჯახო ნომრებიც. ერთმანეთთან გამავალი კარით დაკავშირებული ოთახები საუკეთესო არჩევანია იმ შემთხვევაში, თუ დასვენებას ოჯახთან ერთად გეგმავთ.
Colosseum Terrace suite - სასტუმროს ყველაზე ელეგანტური და მდიდრული ოთახია, სადაც განსაკუთრებულ კომფორტს 2 დიდი ტერასა ქმნის. თბილ სეზონზე კომფორტული შეზლონგები ერთდროულად მზის აბაზანების მიღებისა და ზღვის პანორამული ხედებით ტკბობის საშუალებას გაძლევთ.
თქვენ შეგიძლიათ დამატებით ისარგებლოთ - არაჩვეულებრივი სპა მომსახურებით დახურული აუზით და სეზონურად ღია აუზით, ლობი ბარით, რესტორნით, კარაოკე ლაუნჯ ბარით.
წლის ნებისმიერ სეზონზე „კოლიზეუმ მარინა“ მათთვისაა, ვისთვისაც კომფორტი და უმაღლესი ხარისხი ცხოვრების წესია!
ჯავშნის კოდის შეძენამდე აუცილებელია სასტუმროსთან დაკავშირება და ნომრის დაჯავშნა.
1 ჯავშნის კოდით დანაზოგს იღებთ 1 დღე-ღამეზე.
მომსახურების მიღებისას აუცილებლად უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ჯავშნის კოდი.
თანხის გადახდა ხდება ადგილზე
გაატარეთ დაუვიწყარი დრო სასტუმრო „კოლიზეუმ მარინაში
ბათუმში ნომრები 1 ან 2 სტუმარზე
Cost
150.00 ₾
240.00 ₾
Saving
75 ₾
Saving %
38%
დასრულებულია
Request a call
Conditions
- მომსახურების მიღება შესაძლებელია შეძენისთანავე 31.10.2024-ის ჩათვლით
- მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა!
- დანაზოგის მისაღებად საჭიროა ჯავშნის კოდის შეძენა და ადგილზე წარდგენა
- 1 ჯავშნის კოდით დანაზოგს იღებთ 1 დღე-ღამეზე.