-
Category
-
City
-
District
-
Category
-
City
-
უბანი
22 ლარად დერივა C გელი 15 გ კანის გაღიზიანებისა და სახეზე გამონაყარის საწინააღმდეგო
3841
აფთიაქი ბიფარმა, დოლიძის ქ 46
Working hours
Monday
: 09:00 AM
- 06:00 PM
Tuesday
: 09:00 AM
- 06:00 PM
Wednesday
: 09:00 AM
- 06:00 PM
Thursday
: 09:00 AM
- 06:00 PM
Friday : 09:00 AM - 06:00 PM
Offer Details
შეთავაზებაში შედის: დერივა C გელი 15 გ კანის გაღიზიანებისა და სახეზე გამონაყარის საწინააღმდეგო ადგილზე მიტანით 'სმარტ ფარმა / Smart Pharma'-სგან
ფასი: 22 ლარი 31 ლარის ნაცვლად
ჩვენებები:
აკნე ვულგარის ადგილობრივი მკურნალობისთვის. გამოიყენეთ მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით.
მოხმარების წესი:
გელი უნდა შეიზილოთ მშრალ სუფთა კანზე დღეში ერთხელ, ღამით. მკურნალობის პირველ კვირას შესაძლოა აკნეს პროცესი გაძლიერდეს მედიკამენტში შემავალი აქტიური ნივთიერებების გამო. ასეთ შემთვევაში არ შეწყვიტოთ მკურნალობა, პრეპარატის თერაპიული ეფექტი, როგორც წესი ვლინდება 8-12 კვირის განმავლობაში. გელის სახით ადაპალენის გამოყენებისას, მედიკამენტის კანიდან სისხლში მოხვედრის რისკი საგრძნობლად დაბალია.
გვერდითი მოვლენები:
ჰიპერემია, კანის აქერცვლა, სიმშრალე, კანის წვა და ქავილი გელის შეზელისთანავე, რომელიც შემდგომში გადის. ალერგიული რეაქციები, ფოტომგრძნობელობა, ჩხვლეტის შეგრძნება, იშვიათად შეიმჩნევა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დიარეა, დიარეა სისხლით და კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი).
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბება იწვევს ჰიპერემიას და კანის აქერცვლას. მკურნალობა სიმპტომურია.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ადაპალენის, კლინდამიცინის ან სხვა რომელიმე მედიკამენტში შემავალი ინგრედიენტის მიმართ, ასევე ლინკომიცინის მიმართ. ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი, კოლიტი, ასოცირებული ანტიბიოტიკებზე (ანამნეზში), კრონის დაავადება. მედიკამენტის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.
ორსულობა და ლაქტაცია: მედიკამენტის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის გამოცდილი, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება.
გელის გამოყენება და უსაფრთხოება:
გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მგრძნობიარე ადგილებზე (თვალისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, დაზიანებული უბნები) გელის შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში კარგად უნდა ჩამოიბანოთ გრილი წყლით. მკურნალობის პროცესში უნდა მოერიდოთ მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებულ ზემოქმედებას ნათურების ჩათვლით, რადგან კანის დაუცველობით იზრდება დამწვრობის რისკი. მკურნალობის პერიოდში ისეთი კოსმეტიკის გამოყენებამ, რომელიც აშრობს კანს (აბრაზიული და სამკურნალო საპნები, გადაჭარბებული რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი კანის გამწმენდები, გამამკვრივებელი საშუალებები, გაპარსვის შემდეგ სახმარი კრემები და ლოსიონები, გამწმენდი საშუალებები) შესაძლებელია გამოიწვიოს გამაღიზიანებელი ეფექტი. პროდუქტში შემავალ ნებისმიერ კომპონენტზე ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები. კლინდამიცინის ადგილობრივი გამოყენებისას ანტიბიოტიკის შეწოვა ხდება კანის ზედაპირიდან. გელის გამოყენებსი შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები.
სხვა მედიკამენთებთან დამოკიდებულება: მედიკამენტის გამოყენებას ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია მოჰყვეს გამაღიზიანებელი რეაქცია. გელი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავს გოგირდს, რეზორცინს ან სალიცილის მჟავას. გელის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მისი მოხმარება ხდება დღეში ერთხელ ძილის წინ, ხოლო დილით შესაძლებელია სხვა წამლების გამოყენება.
საიტზე იხდით მთლიან, დანაზოგით გათვალისწინებულ თანხას!
22 ლარად დერივა C გელი 15 გ კანის გაღიზიანებისა და სახეზე გამონაყარის საწინააღმდეგო
Cost
20.00 ₾
31.00 ₾
Saving
9 ₾
ქეშბექი
Saving %
35%
3.00 %
დასრულებულია
Request a call
Conditions
- მიტანის სერვისი ხორციელდება თბილისში შეძენიდან 2 სამუშაო დღის ინტერვალში,
რეგიონებში 3 სამუშაო დღის ინტერვალში. - პროდუქციის მისაღებად საჭიროა წარადგინოთ პრომო კოდი.
- პრომო კოდის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე არ არის შეზღუდული.