Categories
14
Coming soon Profile Fact Sheet
ge en ru
Follow us
შექმნილია
უკან
Hotels ჩამოსაშლელი სია
Pool
მობილური ტელეფონები
Beauty Products ჩამოსაშლელი სია
Beauty ჩამოსაშლელი სია
Fitness accessories
Health ჩამოსაშლელი სია
Home & Garden ჩამოსაშლელი სია
Food ჩამოსაშლელი სია
Alcoholic drinks ჩამოსაშლელი სია
Children ჩამოსაშლელი სია
Online market ჩამოსაშლელი სია
Education ჩამოსაშლელი სია
Books
Contact
Contact info
Address
Tina Iosebidze st.#49, Tbilisi
მომსახურების პირობები

HotSale.ge-ს საიტზე აქციის განთავსების სურვილის შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით ამ დოკუმენტში წარმოდგენილ მომსახურების პირობებს  საიტის მომხმარებლებისთვის. აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს დამატებით პუნქტებს, რომლებიც სპეციფიურია მხოლოდ ბიზნეს პარტნიორებისთვის.

 

 

1. პასუხისმგებლობა

როგორც ვაუჩერების მფლობელი თქვენ იღებთ  პასუხისმგებელობას ნებისმიერი დაზიანების, ავადმყოფობის, ზიანისა და პრეტენზიების შემთხვევაში.  თქვენ გეკისრებათ ყველა ვალდებულება და ხარჯი, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას სრულიად ან ნაწილობრივ თქვენი მომსახურების ან/და პროდუქციის გამოყენების შედეგად.

თქვენ ასევე პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ მიაწოდოთ მომხმარებელს მომსახურება ან/და პროდუქცია, რომელიც შეესაბამება ფასდაკლების აქციაში მოცემულ პირობებს და ინფორმაციას.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაიმე მიზეზის გამო ვერ აწვდით მომხმარებლებს მომსახურებას ან/და პროდუქციას, ვალდებული ხართ მომხმარებლის დახარჯული თანხა უკან დაუბრუნოთ. ამისათვის, მომხმარებელმა უნდა წარმოგინდინოთ ვირტუალური ვაუჩერი ან კოდი და პირადობის მოწმობა.

 

2. პრომოაქციის გაკეთება

პრომაქციის გაკეთება საიტზე უფასოა.

 

3. საკომისიო პროცენტი

თქვენ ეთანხმებით საერთო გაყიდული ვაუჩერების ღირებულების საკომისიო პროცენტის გადახდას. საკომისიო ჩამოიჭრება  გაყიდული ვაუჩერების საერთო ღირებულებიდან. საკომისიო პროცენტის ოდენობა განისაზღვრება

ინდივიდუალურად. ანგარიშსწორება განხორციელდება პრომოაქციის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.