Category
Category
Category
Category
Category
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
ზამთრის კურორტები საქართველოში
ზამთარი საქართველოში განსაკუთრებულია, ის მდიდარია ზამთრის კურორტებით, რომლებიც სათხილამურო სპორტისა და დასვენების მოყვარულთათვის იდეალურია. თუ ხარ ადამიანი, რომლისთვისაც თოვლით დაფარული მთები და სუფთა ჰაერი განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო ვარიანტია, მაშინ გუდაური, ბაკურიანი და მესტია სწორედ შენთვისაა.
გუდაური მდებარეობს თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრში და ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე. ეს კურორტი პოპულარულია თხილამურებისა და სნოუბორდის მოყვარულთათვის, რადგან აქ 70 კილომეტრზე გადაჭიმული ტრასებია, რომლებიც ყველა დონის გამოცდილების მქონე ადამიანისთვისაა განკუთვნილი. გუდაურში სრიალის გარდა შესაძლებელია ჰელისკინგი, ფრირაიდინგი და პარაპლანით ფრენა. აქტიური დღის შემდეგ, დამსვენებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ ბარებითა და რესტორნებით, სადაც ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო დაგხვდებათ…გუდაური გამორჩეული ადგილია ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის და თავგადასავლების მაძიებლებისთვის.

ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის რაიონში და იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. კურორტი მთელ წელს იზიდავს ტურისტებს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ზამთარში.ბაკურიანი ყველა დონის მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს ემსახურება. კურორტს აქვს სამი განსხვავებული სათხილამურო ზონა: დიდველი, კოხტა და მიტარბი, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია. ბავშვებისა და დამწყებებისთვის სპეციალური სასრიალო ტრასები და სათხილამურო სკოლებია, რაც კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. აქ ასევე არის გასართობი პარკები, სადაც პატარები მშვენივრად გაერთობიან. ბაკურიანის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაა ბორჯომის ნაკრძალთან ახლოს. აქ შეგიძლიათ დატკბეთ მინერალური წყლებით, სუფთა ჰაერით და ულამაზესი ბუნებით, რაც ზამთრის დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

მესტია სვანეთის რეგიონში მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. მესტია და მის გარშემო მდებარე კურორტები, როგორებიცაა თეთნულდი და ჰაწვალი, ზამთარში განსაკუთრებით პოპულარულია. მოთხილამურეებისთვის და ალპინისტებისთვის ეს რეგიონი შესანიშნავი არჩევანია სხვადასხვა სირთულის მქონე სასრიალო ტრასებისა და მწვერვალების დასაპყრობად.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს და გთავაზობთ 5 სასრიალო ტრასას, რაც დამწყებთათვისაც და პროფესიონალთათვისაც შესაფერისია. აქ არის ორი საბაგირო და ღამის სრიალის შესაძლებლობა, რაც სეზონისა და ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.
თეთნულდი, რომელიც მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სასრიალო ტრასებით გამოირჩევა. მისი სიმაღლე მერყეობს 2260-დან 3160 მეტრამდე, რაც უზრუნველყოფს თოვლის კარგ ხარისხსა და სრიალის ხანგრძლივ სეზონს.
მესტიაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ სვანეთის უნიკალური კოშკები და ეთნოგრაფიული მუზეუმი, რაც თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

Hotsale.ge გთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს ზამთრის კურორტებზე. აქ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის სასურველი შეთავაზებები, რომლებიც თქვენს მოთხოვნებსა და ბიუჯეტს შეესაბამება.
სხვა სტატიები
Discover the Wonders of Imereti, Georgia: A Must-Visit Guide
Nestled in the heart of Georgia, Imereti is a region rich in history, natural beauty, and cultural treasures. From ancient cave towns to lush green landscapes, there's something for every traveler to enjoy. Here's a comprehensive guide on what to see...
განაგრძე კითხვა
27825
დაისვენეთ ზღვისპირა სამოთხეში - "კასტელო მარე" კვლავ Hotsale.ge-ზე
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში - Hotsale.ge წლებია აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას ზღვისპირა პრემიუმ სასტუმრო "კასტელო მარესთან". არც ამ წელს წყდება ეს ტრადიცია და Hotsale.ge-ის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა დაისვენონ ...
განაგრძე კითხვა
15218
რა უნდა გავითვალისწინოთ სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევისას?
თქვენზე მორგებული სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა და საკმაოდ დიდი დროსაც მოითხოვს. ბაზარზე უამრავი კლინიკაა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ მომსახურებას გთავაზობთ, შესაბამისად, სანდო სივრცის პოვნა არის ძალიან მნიშვნელ...
განაგრძე კითხვა
22762