Category
Category
Category
Category
Category
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
თუ ტექნიკის შეძენას აპირებ, იცოდე, სად არის საუკეთესო ფასის გარანტია
ძვირადღირებული ნივთების ყიდვისას, ბევრი ადამიანი ცდილობს ეკონომიის გაკეთებას, რადგან მინიმალური ფასდაკლებაც კი გეხმარება, დაზოგო მნიშვნელოვანი თანხა. არსებობს რამდენიმე აპრობირებული მეთოდი, რომელსაც ხშირად იყენებენ ადამიანები ტექნიკის ყიდვისას.
მაგალითად, მოთხოვნა ისეთ ტექნიკაზე, როგორიცაა კონდიციონერი, ან გამათბობელი, დიდი სისწრაფით იზრდება სეზონის მიხედვით. მაღალი მოთხოვნის დროს, მწარმოებლები და მომწოდებლები ზრდიან ფასს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქონელი ძალიან საჭირო და აუცილებელია. ამ მარტივი წესით აიხსნება სეზონურ ტექნიკაზე ფასების ზრდა. სიცხეში, ყველაზე ხშირად ფიქრობენ ადამიანები კონდიციონერზე, რადგან ზამთარში, არასაჭირო ნივთზე ფულის დახარჯვა არავის უნდა. კონდიციონერებზე მოთხოვნა ზაფხულის სეზონზე რამდენჯერმე იზრდება. იგივე ეხება გამათბობლებსაც. მის ყიდვას, როგორც წესი, სექტემბრიდან იწყებენ. რა თქმა უნდა, არ უნდა დაელოდოთ ნოემბერს, როცა სახლში აუტანლად ცხელა, მაგრამ სასურველია, ამ სახის ხარჯზე წინასწარ იფიქროთ და კონდენციონერი იყიდოთ ზამთარში, გაცილებით იაფად, ხოლო გამათბობელი - ზაფხულში.
მეორე სანდო და აპრობირებული მეთოდი - თანხის დაზოგვის ისეთი პლატფორმების გამოყენებაა, როგორიცაა მაგალითად hotsale.ge. ამ შემთხვევაში, დანაზოგის მისაღებად არ არის საჭირო სეზონების ლოდინი, რადგან მომგებიანი შეთავაზებების ძალიან ფართო არჩევანი, ჰოთსეილზე წელიწადის ნებისმიერ სეზონზეა წარმოდგენილი. თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ შესაბამისი კატეგორია და მოძებნოთ ნივთი, რომლის შეძენაც გსურთ.
როგორც იცით, მაღაზიებში ფასები საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ტელეფონებზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ონლაინ მაღაზიაში, რადგან ნივთის ღირებულებას ემატება მაღაზიის გადასახადები. ჰოთსეილზე კი პრომო კოდის შეძენით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას შეძლებთ ყველაზე დაბალ ფასად. შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ სამზარეულოს ელექტრო ღუმელი, უთო, ელექტრო ჩაიდანი, რობოტი მტვერსასრუტიც კი.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ბრენდის სანდოობა და ხარისხი. „ჰოთსეილი“ თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა: VESTEL; ILITEK; TECHNO BOOM; OKITEL; MOBER და სხვ. მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს პროდუქციაზე აქვთ გარანტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკის ყიდვისას. ასევე, შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი მობილური და ისარგებლოთ 30%-მდე დანაზოგით.
კიდევ ერთი მეთოდი, ტექნიკის შეღავათიან ფასად ყიდვისა, არის აუთლეტ-მაღაზიები, სადაც იყიდება წუნდებული საქონელი. ტექნიკის აუთლეტში შეიძლება იყიდოთ მაცივარი თვითღირებულებაზე ბევრად იაფად მხოლოდ იმის გამო, რომ მას პატარა ნაკაწრი აქვს გარედან, მაგრამ ჩვეულებრივად მუშაობს. თუ თქვენთვის განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ვიზუალური მხარე, აუთლეტში შეძლებთ იპოვოთ სასურველი ტექნიკა ბევრად დაბალ ფასად. ასეთი მაღაზიის მინუსი ისაა, რომ არ არის ბევრი და შესაბამისად, ტექნიკის არჩევანიც ძალიან მწირია.
როგორ მოვძებნოთ ყველაზე დაბალი ფასები?

ინტერნეტის დამსახურებით, ძალიან ადვილია ნივთზე ფასების შედარება. თქვენ შეგიძლიათ შერჩეული ნივთის სახელწოდება და სერია მოძებნოთ ტექნიკის მაღაზიების საიტებზე და შეადაროთ ფასები. აუცილებლად შეამოწმეთ ნივთის ღირებულება დაზოგვის პლატფორმაზეც, რადგან როგორც წესი, აქ ყოველთვის საუკეთესო ფასებია.
სეზონური ფაქტორი უნდა განიხილოთ უშუალოდ ტექნიკის კონკრეტულ სახეობებზე. მაგრამ არსებობს საერთო წესებიც, როდესაც მაღაზიები აცხადებენ აქციებს. ძირითადად, ეს ხდება დღესასწაულებზე. ბოლო პერიოდში, საქართველოშიც აქტუალური გახდა „შავი პარასკევი“ - მადლიერების დღის მეორე დღე აშშ-ში, რომელიც საშობაო ვაჭრობის დასაწყისად მიიჩნევა. უამრავი მაღაზია ამ დღეს მასშტაბურ აქციებს აცხადებს.

„შავი პარასკევი“ 23-იდან 29 ნოემბრის შუალედში ცხადდება.
სხვა სტატიები
თავის მოვლის უნიკალური გზა - კორეული კოსმეტიკა
ალბათ, ყოველი ჩვენგანი განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს თავის მოვლის საშუალებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სახის კანს ეხება. რთულია იპოვო ეფექტური და უვნებელი თავის მოვლის საშუალება, რომელიც ყველა იმ კომპონენტს დააკმაყოფილებს, რაც რეალურად სჭირდე...
განაგრძე კითხვა
30002
სამედიცინო სერვისები 80%-მდე დანაზოგით და კონსულტაცია ცნობილი ექიმებისგან - ყველაფერი Online.mkurnali.ge-ის შესახებ!
Mkurnali.ge-სა და Hotsale.ge -ს ერთობლივი პროექტი Online.mkurnali.ge უკვე ჩაეშვა და მის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მნიშვნელოვანი დანაზოგით მიიღონ. კონკრეტულად, როგორ შეგვიძლია Online.mkurnali.gehttps://onlin...
განაგრძე კითხვა
27180
საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც სახლის საქმეს გაგიიოლებთ
ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ დიასახლისობა მარტივი საქმეა, უმეტესიც, ზოგი თვლის, რომ ეს პროფესიადაც არ განიხილება. სინამდვილეში, მათ ვინც ამ საქმიანობაში სრული პასუხისმგებლობით არასდროს ჩართულან, გვინდა გითხრათ, რომ სახლის მართვა უამრავი უნარის ქონა...
განაგრძე კითხვა
28379
5 სასტუმრო ყაზბეგში, დაუვიწყარი დასვენების დღეების გასატარებლად
ყაზბეგი ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით უამრავ ტურისტს იზიდავს. მთის წვერზე აგებული შუასაუკუნეების ტაძრები შესანიშნავი ხედებით, ფერდობებზე შეფენილი ნასოფლარები და ციხე-კოშკები საქართველოს ისტორიას, დაუჯერებელ ამ...
განაგრძე კითხვა
69935
Discover the Charm of Kakheti: Georgia’s Wine Paradise
Nestled in the picturesque eastern region of Georgia, Kakheti is a land where history, culture, and nature blend seamlessly to create an unforgettable experience. Known as the cradle of Georgian wine, Kakheti boasts a wine-making tradition that stret...
განაგრძე კითხვა
16476
განსაკუთრებული საჩუქრები ქალთა დღეების გასალამაზებლად
მარტის თვე განსაკუთრებით უყვართ ქალებს. გაზაფხულის მოსვლის გარდა ხომ ორ უსაყვარლეს ქალთა დღესასწაულს აღვნიშნავთ? – 3 მარტს დედების დღეს, 8 მარტს კი ქალების. ცუდი ამინდების, ლოქდაუნის და პანდემიური მელანქოლიის შემდეგ, ნამდვილად ვიმსახურებთ...
განაგრძე კითხვა
34893
4 სასტუმრო კახეთში, სადაც შეგიძლია განთავსება თუ ფესტივალზე დასწრებას აპირებ
ამ შემოდგომით საკმაოდ ბევრი ფესტივალია დაგეგმილი ყურძნისა და მზიანი ველების მხარეში. მაგრამ ასეთ ფესტივალებზე ყოველთვის იქმნება ღამის გათევის საკითხი, ფესტივალთან არსებული სასტუმროები ხშირად არაა ხელმისაწვდომი....
განაგრძე კითხვა
31602