გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

რას ნიშნავს, იყო მომხმარებლის ზრუნვაზე ორიენტირებული კომპანია

რას ნიშნავს, იყო მომხმარებლის ზრუნვაზე ორიენტირებული კომპანია

9281

მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნე­ბი სულ უფრო იზ­რდე­ბა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა. თუ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში აქ­ცენტს ძი­რი­თა­დად, პრო­დუქ­ტის ხა­რისხსა და ფას­ზე ვა­კე­თებ­დით, დღეს ვაკ­ვირ­დე­ბით კომ­პა­ნი­ის მიდ­გო­მა­საც მომ­ხმა­რებ­ლის მი­მართ, რამ­დე­ნად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა ის თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს და რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად შეგ­ვიძ­ლია მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა. ამას თან ერ­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სხვა სა­კი­თხე­ბი, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ბრენ­დზე წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მნის.

კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წი­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნებ სფეხს სწრა­ფად უწყობს, ერ­გე­ბა მას და ზოგ­ჯერ ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტის ან სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბით მისი გუ­ლის მო­გე­ბა­საც ახერ­ხებს.

სან­დო­ო­ბა, სა­ი­მე­დო­ო­ბა და ხა­რის­ხი - კომ­პა­ნი­ის სერ­ვის­ზე არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას ფას­თან ერ­თად, უმე­ტე­სად, აღ­ნიშ­ნულ კრი­ტე­რი­უ­მებს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ბევ­რმა კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც წლე­ბია, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რებს, გან­ვი­თა­რე­ბა არამ­ხო­ლოდ გა­ფარ­თო­ე­ბის, არა­მედ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვის კუ­თხი­თაც შეძ­ლო, რა­მაც შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გიც მო­ი­ტა­ნა. მათ შო­რის არის Hotsale.ge, რო­მე­ლიც 2011 წლი­დან დღემ­დე, და­ნა­ზო­გე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ლი­დე­რია.

რო­გორ მო­ი­პო­ვა კომ­პა­ნი­ამ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნდო­ბა და რას გუ­ლის­ხმობს მათ­ზე ზრუნ­ვა, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად, Hotsale.ge-ის მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს ლანა წურ­წუ­მი­ას ვე­სა­უბ­რეთ:

9 წელ­ზე მე­ტია, Hotsale.ge ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რებს. რო­გორ გან­ვი­თარ­და ის მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვის კუ­თხით?

რა თქმა უნდა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნას მუდ­მი­ვად თვალს ვა­დევ­ნებთ და შე­სა­ბა­მის სერ­ვი­სებს ვნერ­გავთ, თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვა უფრო მე­ტია, ვიდ­რე სერ­ვი­სი. ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა შენს ლო­ი­ა­ლურ მომ­ხმა­რე­ბელ­თან.

2011 წლი­დან Hotsale.ge-ის ჰქონ­და ცხე­ლი ხაზი, რომ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რებ­ლებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და­ნა­ზო­გის შე­ძე­ნა­ში, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის მო­ძი­ე­ბა­ში, პა­სუ­ხობ­დნენ მათ სხვა­დას­ხვა კი­თხვას. ამის შემ­დეგ, Hotsale.ge-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი უნდა გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს შე­მო­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ან ცხელ ხაზ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბო­და.

გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ესეც არ იყო საკ­მა­რი­სი და ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბით მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ. ცხე­ლი ხაზი შე­იც­ვა­ლა მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რით და შევ­ქმე­ნით მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მიც, რო­მე­ლიც ჩვე­ნი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხსა და შე­თა­ვა­ზე­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და. დღეს, მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რი ბო­ლომ­დე მიჰ­ყვე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს. ჩვენ ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად გა­მოვ­კი­თხავთ 800-1000 მომ­ხმა­რე­ბელს, რომ მათი კმა­ყო­ფი­ლე­ბი­სა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი შე­ვი­ტყოთ და შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დოთ.

ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, რომ კომ­პა­ნი­ა­სა და მომ­ხმა­რე­ბელს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა დაგ­ვეხ­ვე­წა, უფრო ეფექ­ტუ­რი გაგ­ვე­ხა­და და ვფიქ­რობ, სწორ გზას ვად­გა­ვართ. რო­გორც კი უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რე­ბე­ლი მოგ­ვმარ­თავს, მა­შინ­ვე ვრე­ა­გი­რებთ, ვა­მოწ­მებთ შემ­თხვე­ვას, თუ ხარ­ვეზს აღ­მო­ვა­ჩენთ, მივ­მარ­თავთ კომ­პა­ნი­ას, რათა გა­მო­ას­წო­როს ის ან მას­თან პარტნი­ო­რო­ბის სა­კითხს გა­დავ­ხე­დავთ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბას, ჩვე­ნი, კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის ჩარ­ჩოს შე­მუ­შა­ვე­ბას მოჰ­ყვა შე­დე­გი - ათა­სო­ბით ლო­ი­ა­ლუ­რი, კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი და ბიზ­ნე­სე­ბი, რო­მელ­თაც გო­ნივ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხარ­ჯი გა­წი­ეს.

რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვა მას­თან კონ­კრე­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გუ­ლის­ხმობს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორ ხდე­ბა ეს?

გვქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა უკვე ბა­თუმ­ში ჩა­სუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გვი­რე­კავს და დახ­მა­რე­ბას გვთხოვს, კონ­კრე­ტუ­ლი ფა­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აპარ­ტა­მენ­ტი ან სას­ტუმ­რო მო­ვა­ძებ­ნი­ნოთ. ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი კი სთა­ვა­ზობს რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტს და ეხ­მა­რე­ბა შერ­ჩე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­ძე­ნა­ში. რაც მთა­ვა­რია, ეს ხდე­ბა მყი­სი­ე­რად და მომ­ხმა­რე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი არ ელო­დე­ბა, რო­დის უპა­სუ­ხე­ბენ ან და­ეხ­მა­რე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პა­სუ­ხის და­ყოვ­ნე­ბის დრო 2 წუ­თამ­დე გვაქვს დაყ­ვა­ნი­ლი, ზარ­ზე კი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვპა­სუ­ხობთ.

რო­გო­რია მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან უკუ­კავ­ში­რი?

ჩვენ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა იცი­ან, რომ კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე პა­სუხს ჩვენ არ ვა­გებთ, თუმ­ცა გვენ­დო­ბი­ან, რად­გან Hotsale.ge ხა­რის­ხის გა­რან­ტო­რია. ჩვე­ნი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი მუდ­მი­ვად ამოწ­მებს პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხს და შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნის და­დე­ბის შემ­დეგ ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­ვაგ­რძე­ლებთ თუ არა მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

ამ­გვა­რი მო­ნი­ტო­რინ­გის პი­რო­ბებ­ში, კვლე­ვე­ბით იკ­ვე­თე­ბა, რომ პრო­ცენ­ტუ­ლად დი­დია იმ მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­ცხვი, ვინც ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბით ერთხელ ისარ­გებ­ლა და შემ­დეგ ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი დარ­ჩა.

პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­თან ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრის კუ­თხით რო­გორ თა­ნამ­შრომ­ლობთ?

კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არის ერ­თგვა­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხარ­ჯი, რომ­ლი­თაც სა­კუ­თარ თავ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას ახალ მომ­ხმა­რებ­ლებს აც­ნობს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია Hotsale.ge-სთან პარტნი­ო­რო­ბა, ისე­ვე რო­გორც ჩვენ­თვის ისი­ნი.

სწო­რედ ამი­ტომ, მათ­ზეც ვზრუ­ნავთ და ვა­ტა­რებთ გა­მო­კი­თხვებ­სა და კვლე­ვებს, რო­მელ­საც ბევ­რი მათ­გა­ნი ყო­ველ­თვი­უ­რად ელო­დე­ბა. შე­დე­გე­ბი მათ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, ბევ­რის­თვის კი ბევ­რი კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მო­ტი­ვა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.

რა უნდა გა­ა­კე­თოს კომ­პა­ნი­ამ სან­დო­ო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად? რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვის კუ­თხით?

ვი­ტყო­დი, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­კი­თხი და ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გი. ამას­თან, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გრძნობ­დე ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის პულსს და შენი სერ­ვი­სი შე­სა­ბა­მი­ასდ გა­ნა­ვი­თა­რო.

ჩვენ არ ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ერთჯე­რად გა­ყიდ­ვებ­ზე, Hotsale.ge-ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რო­გორც პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ას­თან, ისე მომ­ხმა­რე­ბელ­თან, ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­ულ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვზრუ­ნავთ, ვუთ­მობთ მეტ დროს, ვეხ­მა­რე­ბით და ვაგ­რძნო­ბი­ნებთ, რომ შე­უძ­ლი­ათ, გვენ­დონ.