გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

პროფესიონალური ბადმინტონი თბილისში - გაიცანით Mizano

პროფესიონალური ბადმინტონი თბილისში - გაიცანით Mizano

171

თბილისში ბადმინტონის დახურული კორტები –  Mizano გაიხსნა. ნებისმიერ ამინდში ყველა მსურველს  შეუძლია ვიზიტის დაჯავშნა მეგობართან ან მეგობრებთან ერთად სათამაშოდ, თუ მეწყვილე არ გყავთ, Mizano-ში შეგიძლიათ პროფესიონალი მწვრთნელის დაქირავება ან  ვოლანების სროლის სპეციალურ მოწყობილობასთან ითამაშოთ, რომელიც თქვენი მოძრაობის ტემპს სრულყოფილად შეინარჩუნებს. 

იცოდით, რომ ბადმინტონი კარდიოს ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა? მხოლოდ ერთი საათის თამაშის განმავლობაში შეგიძლიათ 480 კალორია დაწვათ – ეს მაჩვენებელი აღემატება ბევრ სხვა პოპულარულ სპორტის სახეობას!

 

როგორც Mizano-ს დამფუძნებლები ამაყად აცხადებენ, ბადმინტონი ოლიმპიური სპორტია და ღირსეულ ადგილს იმსახურებს ჩვენს ქვეყანაშიც. ბადმინტონის ისტორია ინდოეთიდან იწყება, საიდანაც მე-19 საუკუნეში ევროპაში, განსაკუთრებით კი ინგლისში გავრცელდა, სადაც დაიხვეწა და პროფესიონალურ სპორტად იქცა. საქართველოში ბადმინტონი საბჭოთა კავშირის დროს გამოჩნდა და განსაკუთრებით პოპულარული იყო, თუმცა დღეს ამ სპორტზე ინფორმაცია საზოგადოებას მასობრივად მაინც სამოყვარულო დონეზე შემორჩა.

 

ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად ტარდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო პრესტიჟული ტურნირები. ყველაზე პრესტიჟული მათ შორის არის „თომას თასი”  მამაკაცებისთვის და „უბერის თასი”  ქალებისთვის.

 

კლუბი აქტიურად მუშაობს ამ სპორტის პოპულარიზაციაზე. პროფესიონალი მწვრთნელები ზრდიან 6-16 წლამდე ახალ თაობასაც, რომლებსაც სულ მალე სწორედ ზემოხსენებულ საერთაშორისო ტურნირებზე გასვლის პოტენციალი ექნებათ, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის სპეციალური ვარჯიშების პროგრამებია შემუშავებული, რომლებიც ფიზიკურ განვითარებასთან ერთად დისციპლინასაც ავითარებს, რაც ყველა მშობლისთვის სასურველი და N1 კრიტერიუმია, როდესაც შვილისთვის სასურველს სპორტის სახეობას ირჩევენ. Mizano ასევე მშობლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს, თუ ვარჯიშებზე ერთდროულად ორი ან მეტი შვილი ჰყავთ ჩართული.

 

„მიზანოსთვის გამოწვევაა ბადმინტონის პოპულარიზაცია, რასაც არ უშინდება. წინ კლუბს არაერთი აქტივობა აქვს დაგეგმილი და მზადაა გაფართოებისთვისაც, რათა მეტ ადამიანს შეეძლოს ამ სპორტის სახეობით დაკავება, განტვირთვა და ფიზიკურთან ერთად მენტალური გაჯანსაღება. აქტიურად ვიღებთ მოთხოვნებს კორტებზე კომპანიებისთვის ტურნირების მოწყობაზეც, რასაც ძირითადად HR-ები გეგმავენ თანამშრომლების ჩართულობისა და მოტივაციის გასაზრდელად, რაც ორმაგად სასიამოვნოა”, – აცხადებს მიზანოს თანადამფუძნებელი, დავით დვალიშვილი.

 

Mizano Student Cup 2024-2025


ახალ წლიდან Mizano-ს ინიციატივით სტუდენტური ბადმინტონის ჩემპიონატები იწყება! Mizano Student Cup მოიცავს შიდა ტურნირებს თბილისის უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტები შერეულ წყვილებში (გოგო-ბიჭი) შეეჯიბრებიან ერთმანეთს. გაზაფხულზე კი თითოეული უნივერსიტეტის გამარჯვებული ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებს ფინალში, რათა წლის მთავარი თასი და სუპერ პრიზი მოიგონ!

ამ თასის აღება გამარჯვებულ გუნდს მხოლოდ 1 წლის ვადით შეეძლება – მომდევნო წლის ჩემპიონატზე კი ის სხვა გამარჯვებულს გადაეცემა. Mizano გეგმავს, რომ ეს ტურნირი ყოველწლიურ ტრადიციად აქციოს, რაც არა მხოლოდ უნივერსიტეტებს, არამედ მთელ სტუდენტურ საზოგადოებას გააერთიანებს და გაახალისებს.