-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
2020 წლის ბესტსელერად ქცეული წიგნი, რომელიც გოგონებისთვის მოტივაციის წყაროა
მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია ისეთი შინარსიის წიგნებით, სადაც ქალების სიძლიერესა და უსაზღვრო შესაძლებლობებს ხაზი მკაფიოდ აქვს გასმული. ვკითხულობთ წიგნებს ძლიერ, შემდგარ ქალებზე, რომლებმაც საკუთარი გზა და თავი იპოვეს. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური რეალურ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი წიგნები გახდა. გთავაზობთ წიგნს, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე მოთხრობილი ამბავი - ის არის გზა, ახალი მოძრაობა ქალებისათვის, რომელიც მათ ახალ ძალასა და წარმატებისთვის ბრძოლის სურვილს უღვიძებს.
“New-York Times”-ის ბესტსელერად ქცეულ წიგნს „Washington Post”-მა ასეთი განმარტება მიუძღვნა „დათანხმდი გამოწვევებს, მოეკიდეთ საქმეს მეტი პასუხისმგელობით, ისწავლეთ შეცდომებზე“ . ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში სოფია ამარუზო გვიყვება თუ იქცა მეამბოხე მაწანწალიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საცალო ვაჭრობის დამფუძნებლად.
სოფიამ თინეიჯერობის წლები წვრილმანი ქურდობის ჩადენასა და ნაგავსაყრელებზე ჭუჭყიანი ნამცხვრების ძებნაში გაატარა. 22 წლის ასაკში სკოლიდან გამოაგდეს, რის გამოც თავს გატეხილად და უმისამართოდ დარჩენილად გრძნობდა. მუშაობდა სამხატვრო სკოლის ვესტიბიულში საიდენტიფიკაციო ბარათების შემმოწმებლად, რათა ჯანმრთელობის დაზღვევა ჰქონდა და ეს იყო სწორედ ის ვესტიბიული, სადაც მან გადაწყვიტა ვინტაჟური ტანსაცმლის გაყიდვა eBay-ზე დაეწყო.
მოვლენების განვითარების შემდეგ დღევანდელ დღეს, რომ დავუბრუნდეთ სოფია ამორუზო Nasty Gal-ისა და Girl Boss-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ის არასდროს ყოფილა ტიპური დირექტორი, ის ყოველთვის მოუწოდებს მისნაირ გოგონებს, რომ ეძებონ უნიკალური გზა წარმატებისაკენ, მაშინაც კი როდესაც ეს გზა ჯოჯოხეთურად რთულია.
#GIRLBOSS ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ წარმატება არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რომელ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში სწავლობდი ან რამდენად პოპულარული იყავი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მიენდობი საკუთარ ინსტინქტებს და მიყვები შენს შინაგან ხმას. აუცილებელია იცოდე წესები, რომლებსაც დაემორჩილები და რომლებსაც წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე დაამსხვრევ, როდის უნდა იყო მშვიდად და როდის უნდა მისცე საკუთარ თავს „აფრების“ გაშლის უფლება.
ეს არის გულწრფელად, მახვილგონივრულად, იუმორით გადმოცემული ამბავი საკუთარ განვლილ გზაზე. რჩევაა, რომელიც მოგვიწოდებს, ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე, ვიწამოთ ჩვენი შინაგანი სიძლიერის და გავითავისოთ თუ როდის დავარღვიოთ რამდენიმე ტრადიციული წესი.
მაშინ, როცა სამყარო სავსეა ინოვაციური იდეებითა და შესაძლებლობებით, ვალდებულნი ვართ თითოეულ შანსს, რომელიც ჩვენს ხელთ აღმოჩნდება ბოლომდე ჩავეჭიდოთ, ვისწავლოთ დაშვებულ შეცდომებზე, წამოვდგეთ ყოველი დაცემის შემდეგ და იმედიანად შევხედოთ თითოეულ ნაიარევს, რომელსაც სწორედ ეს დაცემა გვიტოვებს. და ბოლოს, როგორც სოფია ამორუზო ამბობს: „ყოველი მარცხის უკან საიდუმლო შესაძლებლობები იმალება“.
სხვა სტატიები
ცნობილი მწერლების საყვარელი წიგნები
ლიტერატორების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ წერის კულტურის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვაა. ალბათ, ამაში თქვენც დაეთანხმებით, რადგან სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მწერლების შემოქმედება, იმაზე მეტს გვასწავლი და შთაგვაგონებს, ვიდ...
განაგრძე კითხვა
13442
Farmstay-ის პროდუქცია Hotsale.ge-ზეა!
სიახლე Hotsale.ge-ზე! გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, აუცილებელია ჩვენს ყოველღიურობასაც შევმატოთ სიახლეები და გავილამაზოთ გაზაფხულის თბილი დღეები. თავის მოვლის ხაზს დაემატა Farmstay/ფარმსთეი-ს პროდუქცია, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ყოველდღიურ თა...
განაგრძე კითხვა
14433
როგორ მოვუაროთ კბილებს და შევუნარჩუნოთ მათ სიჯანსაღე მარტივად
გარდა იმისა რომ ჯანსაღი კბილები ლამაზი ღიმილის წინაპირობაა და ყველა ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს, ასევე ჯანსაღი კბილები და ღრძილები ადამიანის ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ერთ-ერთი ინდიკატორია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტომატოლოგიური კლ...
განაგრძე კითხვა
13475
სალონური მომსახურები მაღალი დანაზოგით
იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი პიროვნება გარშემომყოფებზე პირველ შთაბეჭდილებას სწორედ თავისი ვიზუალით ახდენს, ვერსად გავექცევით. ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებში, თავის მოვლა ერთ-ერთი უპირველესია, რადგან ხშირად სწორედ ეს განსაზღვრავს თითოეული ჩვენგანის თა...
განაგრძე კითხვა
19523
5 ბავშვთა გასართობი ცენტრი თბილისში
ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღეს...
განაგრძე კითხვა
15322