-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

hotsale.ge საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული CityThon-ის პარტნიორია
ევროკავშირის პროგრამის „ყოვლისმომცველი ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი CityThon, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 გუნდი შეირჩა.
გუნდის წევრები ქალაქში არსებული გამოწვევების კრეატიულად გადაჭრის გზებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ჰაკათონის მონაწილეებმა, 36 საათის მანძილზე იმუშავეს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე და ახალი ინოვაციური ხედვები და მიდგომები ჩამოაყალიბეს.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები Portall და Time Trips, რომლებიც ქუთაისის მერიის მუნიციპალური სერვისების გასავითარებლად (ტურისტული და სატრანსპორტო მიმართულება) - ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროდუქტებს დაამზადებენ. ეს პროექტი წარმატებული ინოვაციური თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერის მაგალითი გახდა.
პროდუქტის შესაქმნელად გამარჯვებულ გუნდებს 5000 ევროს ოდენობის ჯილდო გადაეცათ.
პროექტის CityThon პერიოდში, მონაწილეები ორი დღის მანძილზე მუშაობდნენ ქალაქ ქუთაისში არსებული მუნიციპალური სერვისების ტექნოლოგიური და ინოვაციური გზით განვითარებაზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში. საბოლოოდ, ოცი გუნდი საკუთარი ინოვაციური იდეის პრეზენტაციით ჟიურის წინაშე წარდგა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
სამუშაო პროცესის ორგანიზება კომპანია „ქლევერტონმა“ უზრუნველყო. პროექტის პარტნიორები არიან: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კომპანია Hotsale.
Hotsale.ge-მ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიურპრიზი დაახვედრა და ერთ-ერთ გუნდს საჩუქრად სასტუმრო ევერგრინი • EVERGREEN HOTEL-ის საგზური გადასცა.
სასტუმრო ბორჯომში, ტყის პირას ქალაქის ცენტრიდან და ცენტრალური პარკიდან 5 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. აქვს სამი ორადგილიანი და ერთი სამადგილიანი ნომერი. თითოეულ ნომერს ინდივიდუალური სველი წერტილი და ყველა საჭირო ინვენტარი გააჩნია კომფორტული დასვენებისთვის.
სტუმრების უსაფრთხოებისთვის სასტუმროში დამონტაჟებულია კამერები, რომელიც 24/7-ზე ფუნქციონირებს. ასევე, აქვს კეთილმოწყობილი გამწვანებული ეზო და დაცული საპარკინგე სივრცე.
სასტუმრო ევერგრინი • EVERGREEN HOTEL -ის მეგობრული პერსონალი მაქსიმალურადაა ორიენტირებული იმაზე, რომ თითოეულ სტუმარს შეუქმნას მშვიდი და კომფორტული გარემო დასვენებისთვის.
სხვა სტატიები

რა არის სახის კანის აპარატურული კარბონის პილინგი ?
დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ ინფორმაციას სახის კანის აპარატული კარბონის პილინგის შესახებ თუ რისთვისაა ის აუცილებელი და სასარგებლო ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ სად შეძლებთ ამ პროცედურის გაკეთებას ყველაზე ხარისხიანად და ბიუჯეტურ ფასად....
განაგრძე კითხვა
11426
-1.jpg)
Discover the Wonders of Imereti, Georgia: A Must-Visit Guide
Nestled in the heart of Georgia, Imereti is a region rich in history, natural beauty, and cultural treasures. From ancient cave towns to lush green landscapes, there's something for every traveler to enjoy. Here's a comprehensive guide on what to see...
განაგრძე კითხვა
14399
.png)
კონტაქტური ზოოპარკი: სწავლა, გართობა და აღმოჩენა ერთ სივრცეში
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ პირდაპირ შეხვდნენ ბუნების საოცრებებს, იგრძნონ ცხოველებთან სიახლოვე და ისწავლონ მათ შესახებ. სწორედ ასეთი გამოცდილებაა კონტაქტური ზოოპარკი- უნიკალური სივრცე, სადაც სწავლა, გართობა და აღმოჩენა ერთად გვხვდება...
განაგრძე კითხვა
1854

Hotsale.ge - მომხმარებლისა და პარტნიორი კომპანიის კმაყოფილების ბალანსის შენარჩუნების 10 წლიანი გამოცდილება
თითოეულ მომხმარებელთან ინტერაქცია უნიკალური და მნიშვნელოვანია - კომპანიის წარმატებას მეტწილად, ასეთი დამოკიდებულება განსაზღვრავს. რამდენად მზარდი და განვითარებადიც არ უნდა იყოს კომპანია, მას პერიოდულად სჭირდება განახლება, სერვისის დახვეწა, გამო...
განაგრძე კითხვა
15321