გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

ნიშნავს თუ არა ფასდაკლება დაბალ ხარისხს? - როგორ მივიღოთ მაღალი დონის მომსახურება

ნიშნავს თუ არა ფასდაკლება დაბალ ხარისხს? - როგორ მივიღოთ მაღალი დონის მომსახურება

8680

kvirispalitra.ge იმის შესახებ ნიშნავს თუ არა ფასდაკლება დაბალ ხარისხს და რა მნიშვნელობა აქვს დენაზოგს, როდისაა იგი გონივრული.

თუ თქვენ მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვე­დით და იქ მომ­ღი­მა­რი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტან­ტი დაგ­ხვდათ, ალ­ბათ, ცოტა გე­უც­ნა­უ­რე­ბათ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლი დო­ნით ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. მსხვი­ლი და წარ­მა­ტე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მცდე­ლო­ბამ გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი უკვე მო­ი­ტა­ნა და ქვე­ყა­ნა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით წი­ნას­ვლა შე­იმ­ჩნე­ვა. თუმ­ცა ეს სა­კი­თხი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი რჩე­ბა, რად­გან სერ­ვი­სი ჯერ კი­დევ არ არის სა­სურ­ველ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

მომ­სა­ხუ­რე­ბის დონე კი­დევ უფრო დაბ­ლა იწევს, როცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი კონ­კრე­ტულ სერ­ვისს ფას­დაკ­ლე­ბით იღებს. ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა

 

შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მომ­ხმა­რე­ბელს ად­გილ­ზე არა­სა­თან­დოდ ექ­ცე­ვი­ან, და­ბა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ, ფას­დაკ­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რით მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­ღე­ბებს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან მომ­ხმა­რებ­ლე­ბად აღიქ­ვა­მენ. თი­თო­ე­უ­ლი ამ დე­ტა­ლის ერ­თობ­ლი­ო­ბას სა­ბო­ლო­ოდ ცუდ შე­დე­გამ­დე მივ­ყი­ვართ. უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ბა ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს ცალ­კე­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და სა­ბო­ლო­ოდ ქვე­ყა­ნა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ბალ ხა­რისხს ქმნის. უფრო მას­შტა­ბუ­რად რომ ვი­სა­უბ­როთ, 

 

ცუდი მომ­სა­ხუ­რე­ბა ქვეყ­ნი­სე­კო­ნო­მი­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბა­საც ამ­ცი­რებს, რად­გან უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რე­ბე­ლი იგი­ვე მომ­სა­ხუ­რე­ბას მე­ო­რედ აღარ იღებს და მცირ­დე­ბა კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის მას­შტა­ბე­ბიც.

სწო­რედ ამ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, კომ­პა­ნია "ჰოთ­სე­ილ­მა“ მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე ზრუნ­ვა გა­აძ­ლი­ე­რა და შექ­მნა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან გაძ­ლი­ე­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი მხო­ლოდ ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნას კი არ ისა­ხავს მიზ­ნად, არა­მედ ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში სერ­ვი­სის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. "ჰოთ­სე­ი­ლის“ პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ გა­და­ა­მოწ­მოს ყვე­ლა პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ის სერ­ვი­სი, გა­მო­ავ­ლი­ნოს და აღ­მო­ფხვრას ხარ­ვე­ზე­ბი, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში კი ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი ხა­რის­ხის გა­და­მოწ­მე­ბას მის­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლებ­ლის პრინ­ცი­პით ახორ­ცი­ე­ლებს. მომ­ხმა­რებ­ლის აზრი ამ პრო­ცეს­ში გა­დამ­წყვე­ტია, ამი­ტომ ხდე­ბა რო­გორც კომ­პა­ნი­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა, ისე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გა­მო­კი­თხვა.,

"ჰოთ­სე­ილ­ში“
 აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მო­ნი­ტო­რინ­გის­სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­ო­ბის­შე­დე­გი უკვე აშ­კა­რაა.გა­სულ წელს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­მა მი­აგ­ნო იმ დარ­ღვე­ვებს, რაც ფიქ­სირ­დე­ბო­და კვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მა­გა­ლი­თად, რეს­ტორ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვა­უ­ჩე­რით მი­სულ მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობ­და შემ­ცი­რე­ბულ ულუ­ფებს, რაც მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვაა. ამის შემ­დეგ ჩა­ტარ­და კომ­პლექ­სუ­რი მუ­შა­ო­ბა პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და მიმ­დი­ნა­რე წელს მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

მი­ღე­ბულ­მა შე­დეგ­მა ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბით სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა ნამ­დვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ "ჰოთ­სე­ი­ლი“ მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ ცუდი სერ­ვი­სის მი­ღე­ბის ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხით მათი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ჰოთ­სე­ილს“ მი­ა­წო­დონ. კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია,არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლებ­ში ისე, რო­გორც ეს კვე­ბის სფე­რო­ში მოხ­და.