Category
Category
Category
Category
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
5 წიგნი რომელიც 30 წლამდე უნდა წაიკითხო
არსებობენ წიგნები, რომელსაც თავისი დრო და დანიშნულება აქვთ. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს იმას, რომ თუ „პატარა უფლისწული“ ჯერ არ წაგიკითხვას, 30 წლის მერე აღარ ღირს მისი წაკითხვა. ეს მოცემულობა არაა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელო.
ამიტომ, რჩევის სახით, გიზიარებთ იმ წიგნებს, რომლებსაც სასურველია 30 წლამდე გაეცნოთ. ამ წიგნებისა და პერსონაჟების მიერ მოთხრობილი ამბები დაგეხმარებათ უფრო მარტივად გადაჭრათ გარკვეული პრობლემები. მათი გამოცდილება ზოგჯერ საუკეთესო გიდია ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე.
#1 ფიოდორ დოსტოევსკი - "დანაშაული და სასჯელი"
.png)
ეს წიგნი არის შედევრი მსოფლიო ლიტერატურის, ფსიქოლოგიური ისტორია დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. ისე ნათლად და აშკარად ვერავინ აღწერს ადამიანის სულს, როგორც ფიოდორ დოსტოევსკი. ავტორი იმ ადამიანურ თვისებებსა და სულის ღრმა წერტილებს გვილაგებს თვალწინ, რომლებიც ზოგჯერ ჩვენც კი არ შეგვიმჩნევია საკუთარი თავისთვის. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: „ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება...“
#2 ჩარლზ დიკენსი - "დევიდ კოპერფილდი"
.png)
რომანი რომელიც გასწავლით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში დისციპლინა და მორალი. ნაწარმოები მიეკუთვნება აღმზრდელობითი ხასიათის რომანს, რომელიც ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს ჩაგიტარებთ და დაგანახებთ იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ.
#3 ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - "პატარა პრინცი"
.png)
ეს არის ზღაპარი-იგავი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარზე: ჩვენს პალნეტა დედამიწაზე, ერთგულებასა და მეგობრობაზე, სიყვარულსა და მოვალეობაზე... და კიდევ, სილამაზეზე. ადამიანები როდესაც იზრდებიან, მუდამ განიცდიან რაღაცის დანაკლისს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგეს და ვერ გაუგიათ რა. ამიტომ, გირჩევთ, რომ ეს წიგნი ნებისმიერ ასაკში წაიკითხოთ და ცხოვრებას პატარა პრინცის თვალით შეხედოთ.
#4 ალექსანდრე დიუმა - "სამი მუშკეტერი“
.png)
ეს არის წიგნი სიმამაცესა და ერთგულებაზე, ნამდვილი მეგობრობის არსსა და ამ მეგობრობისთვის გაღებულ მაქსიმუმზე. ალექსანდრე დიუმა საუკეთესოდ გადმოსცემს დარტანიანისა და მისი მეგობრების თავგადასავალს. მათი მთავარი დევიზია — „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“.
კითხვისას განცდა გეუფლება, რომ სადღაც, რაღაც ეტაპზე რომელიმე მათგანს ფეხი წაუცდება და ამ მგობრობას ბოლოს მოუღებსს, თუმცა, მათი ერთსულოვნება, საკუთარი ეგოს დათრგუნვა და სხვაზე ზრუნვა, ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ.
#5 თომას კენილი - "შინდლერის სია"
.png)
რომანი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ პოლონეთში გვამოგზაურებს. მწერალი გვიყვება დაუჯერებელ ამბავს - როგორ იხსნა ნაცისტური პარტიის წევრმა გერმანელმა მეწარმემ, ოსკარ შინდლერმა, ათასზე მეტი ებრაელი გარდაუვალი სიკვდილისგან წარმოუდგენელი სიმამაცისა და რისკის ფასად. ეს დაუჯერებელი ამბავი ნამდვილად მოხდა და დღემდე რჩება ადამიანური სიკეთისა და უანგარო თავგანწირვის საოცარ მაგალითად.
„ის, ვინც ერთი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის, იხსნის მთელ ქვეყნიერებას.“
სხვა სტატიები
როგორ დავზოგოთ თანხა სწორად
დაზოგე თანხა ჭკვიანურად და მიიღე მაღალი ხარისხის პროდუქტი თუ მომსახურება, რომელსაც Hotsale.ge გთავაზობს. სტერეოტიპს, რომ დაზოგვისას კომპანიები დაბალ ხარისხს გთავაზობენ, Hotsale.ge ნამდვილად დაგიმსხვრევთ, რადგან ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული მ...
განაგრძე კითხვა
20843
ექსტრემალური სპორტის სახეობები საქართველოში
საქართველო გამოირჩევა ექსტრემალური სპორტის სახეობების მრავალფეროვნებით. თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ როგორც სამთო, ისე საზღვაოსნო, სამდინარო და საჰაერო სათავგადასავლო სპორტის სახეობებით. ქართული ბუნება შესაძლებლობას გვაძლევს ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მ...
განაგრძე კითხვა
27477
HOTSALE.GE და ივ როშე / YVES ROCHER GEORGIA პარტნიორები გახდნენ
სიახლე ჰოთსეილზე! ჩვენი პარტნიორების სიას შემოუერთდა ივ როშე / YVES ROCHER, რომელიც 50 წელზე მეტია, რაც მცენარეული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ფუძემდებელი ბრენდია. ივ როშე გთავაზობთ უნიკალურ თავის მოვლის საშუალებებს, ნებისმიერი ასაკისა თუ კანის...
განაგრძე კითხვა
31413