გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

წესები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

                                                                                         

                                    წესები და პირობები

 

    წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს „რეშენალ სოლუშენსი-ს (ს/ნ 406054932) შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას,რომლითაც  რეგულირდება მომხმარებლის მიერ ვებგვერდის გამოყენების პირობები.

კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მის კონტროლირებად ვებგვერდზე თითოული მომხმარებლის ვიზიტსა და იმ ინტერესს, რომელსაც მომხმარებელი ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ იჩენს.

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, რომ იზრუნოს მომხმარებლის ინტერესების დაცვაზე და მისთვის მიწოდებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.ამავე დროს შპს „რეშენალ სოლუშენსი-ს (ს/ნ 406054932) აცხადებს,რომ  მომხმარებლისგან მიღებულ პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებს ლეგიტიმურად, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნის მისაღწევად.

Hotsale.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციისას/ავტორიზაციისას სავალდებულოა მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი ვერ შეძლებს Hotsale.ge-ს ვებგვერდით სარგებლობას.შპს რეშენალ სოლუშენსი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად,ამავე წესებსა და პირობებში მითითების გზით,შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

მომხმარებელი წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით („ვეთანხმები პირობებს“ უჯრის მონიშვნით) ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისით/მომსახურეობით  სარგებლობა.

გთხოვთ,პლატფორმით სარგებლობამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს.

  1. ტერმინთა განმარტება

მმართველი კომპანია/კომპანია - შპსრეშენალ სოლუშენსი (ს/კ 406054932) (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,რეგისტრაციის თარიღი 21/09/2011) იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3. ელექტრონული ფოსტა: info@hotsale.ge; ცხელი ხაზი: 032 2 19 44 88.

ვებგვერდი - კომპანიის მიერ ოპერირებადი ვებგვერდი www.hotsale.ge.

მომხმარებელი- ნებისმიერი იურიდიული პირი ან ნებისმიერი 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი,რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ითვლება  სრულწლოვანად.

გამყიდველი-ნებისმიერი იურიდიული პირი,რომელიც კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე www.hotsale.ge-ზე  მომხმარებელს სთავაზობს საქონელს ან/და მომსახურეობას.

მხარეები -  მმართველი კომპანია ,მომხმარებელი  და გამყიდველი.

პირადი ანგარიში (პროფილი) - მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრირებული ანგარიში/პირადი გვერდი.

რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა და ანგარიშის შექმნა მომსახურების მიღების მიზნით.

ავტორიზაცია -  მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული წვდომა

Third party ავტორიზაცია - კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა Google; Facebook; Apple ID-ის საშუალებით.

უნიკალური იდენტიფიკატორი - მომხმარებლის სახელი,გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,მობილური ტელეფონის ნომერი,რომელთა საშუალებითაც რეგისტრირდება www.hotsale.ge-ს ვებგვერდზე და სარგებლობს ხელმისაწვდომი სერვისებით.

ოპერაცია -მომხმარებლის მიერ მის ანგარიშთან ან/და პირად გვერდთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება.

პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) ნებისმიერი ინფორმაცია , რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება . ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ , მათ შორის , სახელით , გვარით , საიდენტიფიკაციო ნომრით , გეოლოკაციის მონაცემებით , ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით , ფიზიკური , ფიზიოლოგიური , ფსიქიკური , ფსიქოლოგიური , გენეტიკური , ეკონომიკური , კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

სარეწი − ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;

აქცია - გამყიდველის მიერ საკუთარი საქონლის/მომსახურეობის რეალიზაციის  მიზნით განხორციელებული აქტივობა,რომლის პირობებიც ქვეყნდება კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე.ასევე,მმართველი კომპანიის მხრიდან, ოპერირებადი ვებგვერდის www.hotsale.ge-ს მომხმარებლისთვის ინდივიდუალური პირობებით შეთავაზებული აქტივობა.

აქციის მოქმედების დრო - დროის განსაზღვრული მონაკვეთი,რომლის განმავლობაში მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე შეიძინოს პრომოკოდი.

პრომოკოდი/ჯავშნის კოდი - უნიკალური,ასოებისა და ციფრებისაგან შემდგარი კოდი,რომლის საშუალებითაც ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება და გამყიდველისგან (გამყიდველის სარეწში) საქონლის/მომსახურეობის შეძენა აქციის პირობებით.

პრომოკოდის/ჯავშნის კოდის მოქმედების ვადა - კომპანიის ოპერირებად ვებგვერდზე განთავსებული დროის პერიოდი,რომლის განმავლობაშიც გამყიდველი ვალდებულია პრომოკოდის წარმდგენ მომხმარებელს აქციის პირობებით  გადასცეს საქონელი/მომსახურეობა.

გამოყენების წესები-კომპანიის ვებგვერდით სარგებლობისათვის წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული წესები.

ხელშეკრულება-მხარეებს შორის წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობის მიზნით დადებული სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე შეთანხმება,რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

  1. განცხადებები და გარანტიები:
    • hotsale.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციით/ავტორიზაციით მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა,რომ:
      • არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი,რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ითვლება  სრულწლოვანად;
      • აქვს იურიდიული უფლებამოსილება შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
      • გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და ყოველგვარ საჭირო ზომას მიიღებს მის შესასრულებლად;
      • უზრუნველყოფს მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტეს და მის განახლებას. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე;
      • არ გამოიყენებს მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელ/დისკრიმინაციულ ფრაზას;
      • იკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე;
      • მისი მოქმედებით არ ირღვევა სხვა პირთა უფლებები და თავისუფლებები;
      • პრომოკოდის შეძენამდე დეტალურად გაეცნო აქციის პირობებს და
      • ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახავს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდებს და არასდროს გაუმჟღავნებს მათ მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება;
      • იკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ კომპანიას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
      • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის hotsale.ge-ს გამართულ ფუნქციონირებას;
      • არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესებითა და პირობებით და hotsale.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით;
      • დაიცავს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას;
      • მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
      • არის სრული ქმედუნარიანობის მქონე პირი და მოქმედებს ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე და იგი არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გამორიცხავს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და სხვა და იგი სრულად აცნობიერებს თავისი ნების გამოვლენის შინაარსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით.
      • არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).

 

  1. რეგისტრაციის/ავტორიზაციის წესები
    • კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე განთავსებული საქონლის/მომსახურეობის შეძენის მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია დარეგისტრირდეს/ავტორიზაცია გაიაროს hotsale.ge-ს ვებგვერდზე.
    • მომხმარებლის ვებგვერდზე რეგისტრაცია ხორციელდება  სახელის,გვარის,მობილური ტელეფონის ნომრის,ელექტრონული ფოსტის მისამართისა და სისტემაში შესასვლელი პაროლის მითითების გზით, „რეგისტრაცია“ ღილაკზე ხელის დაჭერით მომხმარებლის ანგარიში  hotsale.ge-ს  ვებგვერდზე რეგისტრირებულად მიიჩნევა.
    • რეგისტრაციის/ავტორიზაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მომხმარებელი დაეთანხმოს აპლიკაციით სარგებლობის წესებსა და პირობებს, ასევე თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
    • აპლიკაციაში რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდგომ მომხმარებელი უფლებამოსილია პირად პროფილში შეცვალოს/წაშალოს თავისი პერსონალური მონაცემები.
    • ვებგვერდზე მომხმარებლის ავტორიზაცია ასევე შესაძლებელია ისეთი “third party” სერვისების გამოყენების გზით,როგორიცაა: Google; Facebook; Apple ID.ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დამატებით დაეთანხმოს აღნიშნული “third party” სერვისების წესებსა და პირობებს.
    • hotsale.ge-ს ვებგვერდით შემდგომი სარგებლობის მიზნით მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია: მობილური ტელეფონის ნომრისა და სისტემაში შესასვლელი პაროლის მითითების გზით.
    • გთხოვთ,გაითვალისწინოთ,რომ მომხმარებელი უფლებამოსილია ვებგვერდზე ხელმისაწვდომი სერვისი და მომსახურეობა შეიძინოს ასევე ავტორიზაციის გავლის გარეშეც სახელის,გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის მმართველი კომპანიის ოპერირებად ვებგვერდზე მითითების გზით.
  2. მომსახურეობის სახე და პირობები
    • მმართველი კომპანია, შპს რეშენალ სოლუშენსი (ს/კ 406054932) შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მის ოპერირებად ვებგვერდზე hotsale.ge-ზე შეიძინოს გამყიდველის მიერ შეთავაზებული საქონელი, მომსახურეობა ან/და აქცია ფასდაკლებით.
    • შპს „რეშენალ სოლუშენსი“,როგორც შუამავალი კომპანია ვებგვერდ hotsale.ge-ზე აქვეყნებს გამყიდველის საქონელს/მომსახურეობას და გამყიდველის მიერ განსაზღვრულ საქონლის/მომსახურეობის შეძენის პირობებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ,რომ შეკვეთის განხორციელებისას შესაძლებელია აღმოაჩნდეს,რომ გამყიდველს  თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქცია მარაგში აღარ აქვს,რის თაობაზეც შპს „რეშენალ სოლუშანსი“,როგორც შუამავალი კომპანია დაუყოვნებლივ აცნობებს მომხმარებელს და მიიღებს შესაბამის ზომებს.

  • შპს რეშენალ სოლუშენსი,როგორც შუამავალი კომპანია გამყიდველსა და მომხმარებელს შორის,თავის ოპერირებად ვებგვერდ hotsale.ge-ზე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს პრომოკოდი,რომლის საშუალებითაც მომხმარებელი გამყიდველის სარეწში სერვისის/მომსახურეობის შეძენას შეძლებს ექსკლუზიური ფასდაკლებით.
  • 2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში პრომოკოდის ღირებულების გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს მიერ ოპერირებად ვებგვერდზე,ხოლო დანრჩენილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქონლის/მომსახურეობის ექსკლუზიურად ფასდაკლებული ღირებულების გადახდას მომხმარებელი ახორციელებს უნდაღდო/ნაღდი ანგარიშსწორებით გამყიდველის სარეწში.
  • ვებგვერდ hotsale.ge-ზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს გამყიდველის საქონელი/მომსახურეობა  ექსკლუზიურ ფასად,რა დროსაც შეძენილი საქონლის/მომსახურეობის ღირებულების გადახდა ხორციელდება უშუალოდ ვებგვერდზე,გამყიდველის სარეწში დამატებითი თანხის გადახდის გარეშე.
  • მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეძენილი აქციის/პრომოკოდის ვაუჩერი ნებისმიერ დროს იხილოს პირად პროფილში,განყოფილებაში „შეძენილი შეთავაზებები“ და ამავე დროს, შეძენილი ვაუჩერის  მიიღოს შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე.
  1. ღირებულების გადახდა
    • მომხმარებელი უფლებამოსილია საქონლის/მომსახურეობის ღირებულება გადაიხადოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული Visa ან Mastercard ბარათით, „გადახდა“ ღილაკზე ხელის დაჭერის გზით მოხმარებელი გადადის ახალ გვერდზე,სადაც ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება ხდება უშუალოდ საგადასახადო მომსახურეობის პროვაიდერთან, შედეგად ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემებთან შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს წვდომა არ აქვს და მომხმარებელს საკომისიო არ ეჭრება.
    • მომხმარებელს საქონლის/მომსახურეობის ღირებულების გადახდა შეუძლია ასევე apple pay-სა და google pays-ს საშუალებით 4.1 მუხლში  განსაზღვრული წესების შესაბამისად.
    • საქონლის/მომსახურეობის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ვებგვერდ hotsale.ge-ზე მომხმარებლის არსებული ბალანსით. შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს ოპერირებად ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს ენიჭება საკუთარი ბალანსის ექვსნიშნა ნომერი (ბალანსის ნომრის ხელვა შესაძლებელია პირად პროფილში ნებისმიერ დროს).მომხმარებელი უფლებამოსილია www.hotsale.ge-ზე   პირადი ბალანსი შეავსოს TBC Pay, Express Pay ან Paybox სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით მისი ბალანსის ნომრის მითითების გზით,რა დროსაც მომხმარებელს არავითარი საკომისიო არ ჩამოეჭრება,სასურველი საქონლის/მომსახურეობის შეძენას კი მომხმარებელი ვებგვერდ www.hotsale.ge-ზე  ბალანსის მეშვეობით ღირებულების გადახდის გზით შეძლებს.
    • საქონლის/მომსახურეობის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საქართველოს/თიბისის/კრედო ბანკის განვადებით,რისთვისაც აუცილებელია მიჰყვეთ ვებგვერდზე არსებულ ინსტრუქციას.
    • ვებგვერდ hotsale.ge-ზე საქონლის/მომსახურეობის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის მიერ შემოთავაზებული ნაწილ-ნაწილ გადახდის სისტემის საშუალებითაც,რისთვისაც აუცილებელია მიჰყვეთ ვებგვერდზე არსებულ ინსტრუქციას.
    • გადახდა ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანხა აისახება კომპანიის სისტემაში.
    • საქონლის/მომსახურეობის შეძენამდე მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რომ სწორად დადგინდეს პროდუქტის შესაბამისობა მომხმარებლის წინაშე არსებულ საჭიროებებთან
    • ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია. არასწორი/არასრული საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში საქონლის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
    • შპს „რეშენალ სოლუშენსი“ მომხმარებელს სთავაზობს ცალკეული საქონლის მიწოდებას.მიწოდების სერვისი მოქმედებს მთელი საქართველოს მაშტაბით და სერვისით შეუფერხებლად სარგებლობისათვის მომხმარებელი ვალდებულია შესაბამის გრაფაში მიუთითოს მისი მისამართი,რომლის დამუშავება/შენახვაც ვებგვერდის მიერ ხორციელდება მხოლოდ საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ცალკეულ შემთხვევებში,როგორც შუამავალ კომპანიას შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს წარმოეშვება მომხმარებელზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება,რისთვისაც შესაძლებელია მომხმარებლის მხრიდან დამატებით საჭირო გახდეს პირადი ნომრის მითითება.

  • თბილისის მაშტაბით საქონლის მიწოდება ხორციელდება 2-3 სამუშაო დღის ვადაში 14:00-დან 20:00-მდე ინტერვალში.
  • რეგიონებში საქონლის მიწოდება ხორციელდება 3 სამუშაო დღის ინტერვალში,გარდა მესტია, ცაგერი, ლენტეხი, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგისა,სადაც მიწოდება განხორციელდება 3-დან 5 სამუშაო დღის ვადაში.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ,რომ შაბათ-კვირას შპს „რეშენალ სოლუშენსი არ უზრუნველყოფს საქონლის მიწოდებას.
  • ვებ-გვერდზე შეძენილი პროდუქციის მოწოდებასთან დაკავშირებული პრეტენზიის შემთხვევაში, მომხარებელი უფლებამოსილია, გამოიყენოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.   
  • საქონლის/მომსახურეობის/აქციის დეტალური პირობები მოცემული იქნება თითოეული პროდუქციის აღწერაში.
  1. ანგარიშის გაუქმება
    • მომხმარებელი უფლებამოსილია შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს ოპერირებად ვებგვერდ hotsale.ge-ზე პირადი ანგარიში გააუქმოს ნებისმიერ დროს,რისთვისაც აუცილებელია მიჰყვეს საიტზე არსებულ ინსტრუქციას. რეგისტრაციიის  გაუქმების შემდეგ, უქმდება მომხმარებლის პირადი ანგარიში და იშლება მომხმარებლის მიერ შპს „რეშენალ სოლუშენსი“-სათვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები,ხოლო ვებგვერდზე არსებული ბალანსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რჩება შუამავალს.
    • წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღრული განცხადებებისა და განარტიების მომხმარებლის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში შპს „რეშენალ სოლუშენსი“ უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში ვებგვერდ hotsale.ge-ზე ,რის თაობაზეც მომხმარებელს წინასწარ ეცნობება ვებგვერდზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე 2 (ორი) დღით ადრე  შეტყობინების გაგზავნის გზით და მოხდება მისთვის საიტზე არსებული ბალანსის უკან დაბრუნება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
    • მმართველი კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს მოხმარებლის ანგარიში ვებგვერდ hotsale.ge-ზე, იმ შემთხვევაში თუკი რეგისტრაციიდან 2 წლის განმავლობაში არ განხორციელდება მომხმარებლის ანგარიშიდან არცერთი აქტივობა და დაიტოვოს მისი ბალანსი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში).
    • წინამდებარე ხელშეკრულების 5.3 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში მმართველი კომპანია ვებგვერდზე მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე 2 (ორი) დღით ადრე  გაუგზავნის მომხმარებელს შეტყობინებას ანგარიშის მოსალოდნელი გაუქმების შესახებ.

 

  1. კომპანიის უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა
    • კომპანია პასუხს არ აგებს არასწორად მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე მომხმარებლისთვის ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე.
    • ვებ-გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებამოსილია წაშალოს დამრღვევი მომხმარებლის ანგარიში.
    • კომპანია გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის, ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
    • კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
    • კომპანია ვალდებულია დაექვემდებაროს წინამდებარე წესებს.
    • კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მითითებული ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემების უსაფრთხოებაზე.
    • კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, როდესაც ტექნიკური მიზეზებისა თუ დროებითი ხარვეზის გამო, მომხმარებელმა ვერ შეძლო სასურველი პროდუქციის შეძენა.
    • კომპანია არ არის პასუხისმგებელი, თუ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ხანძარი, აფეთქება, ავარია, ეპიდემია, პანდემია, წყალდიდობა და სხვა ფორს-მაჟორული გარემოებები).
    • კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად შეცვალოს პროდუქტის შეძენის ან/და ანგარიშსწორების წესები.
    • მმართველი კომპანია ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი;
    • საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მმართველი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მმართველი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
    • მმართველი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მმართველ კომპანიას ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მმართველი კომპანია  დაეთანხმა.

 

  1. მომხმარებლის უფლებამოსილებები
    • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მმართველ კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;
    • საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მმართველ კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;
    • საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
    • საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მმართველი კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
    • მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    • ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
    • ბ) მმართველმა კომპანიამ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
    • გ) მმართველი კომპანიის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
    • მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
    • იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
    • ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
    • ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
    • გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა. 
    • მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
    • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მმართველ კომპანიას ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

 

  1. მხარეთა პასუხისმგებლობა
    • თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
    • მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

 

  1. დაბრუნების პოლიტიკა

ყოველგვარი საფუძვლის მითითების ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი

  • „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში,გარდა იმ შემთხვევისა თუ:
    • მმართელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
    • ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მმართველი კომპანია ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
    • მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
    • მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
    • მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
    • მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
    • მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
    • მიწოდებულ იქნა ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა;
    • ხელშეკრულება დაიდო უძრავი ქონების არასაცხოვრებელი მიზნით გადაცემაზე, საქონლის გადაზიდვაზე, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე, კვების ორგანიზებაზე ან დასვენებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და მასში მითითებულია ხელშეკრულების შესრულების განსაზღვრული თარიღი ან პერიოდი;
    • მას ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
    • ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ალკოჰოლური სასმელების მიწოდება, რომელთა ფასი შეთანხმდა ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მიწოდება მოხდება 30 დღის შემდეგ, ამასთანავე, აღნიშნული ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მერყეობაზე, რომელსაც მმართველი კომპანია ვერ აკონტროლებს;
    • ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთის მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია აღნიშნული ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობა, წესი და პირობები.
  • ეს ვადა აითვლება: ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან; ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან; გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან; დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

 

  1. დაბრუნების პირობები
    • მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა (იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე) და გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@hotsale.ge.
    • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია: ა) მმართველ კომპანიას ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა; ბ) გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
    • იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მმართველი კომპანია თავისი რესურსით.
    • მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
    • მმართველი კომპანია ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მმართველ კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
    • თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
    • მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
    • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი.

                        

                                კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  1.  
    • კომპანიის კონტროლირებად ვებ-გვერდზე hotsale.ge-ზე, ხელმისაწვდომია თანდართული ფაილის სახით წარმოდგენილი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
    • კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
    • ვებ-გვერდზე hotsale.ge-ზე, რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და დაეთანხმა კონფიდენციალურობის პოლიტიკას და კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

 

  1. მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი
    • წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე.
    • წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

 

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა
    • წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
    • მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

 

  1. დასკვნითი დებულებები
    • წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის ბათილობა არ იწვევს მთლიანად წესებისა და პირობების ბათილობას.
    • წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
    • კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთ ხსენებული ცვლილების შემდეგ აპლიკაციის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.
    • მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება კომპანიის მიმართ წერილობითი შეტყობინების განხორციელების საფუძველზე.
    • საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
    • ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ნომერზე 032 2 19 44 88  ან მიმართოს კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით ელ.ფოსტაზე info@hotsale.ge.