Hotsale.ge ბიზნესებს პროდუქციის საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებას სთავაზობს

Hotsale.ge ბიზნესებს პროდუქციის საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებას სთავაზობს

6368

 სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი საპ­რო­მო­ციო პლატ­ფორ­მა Hotsale.ge ბიზ­ნე­სებს პრო­დუქ­ცი­ი­სა და დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კუ­თარ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბას სთა­ვა­ზობს. რო­გორც პლატ­ფორ­მის მე­ნე­ჯმენ­ტი გან­მარ­ტავს, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, მა­ღა­ზი­ებ­სა და სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის მქო­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­კა­დი შე­უმ­ცირ­დათ, რა­მაც მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს რო­გორც მსხვილ, ასე­ვე სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ბიზ­ნე­სებს. სწო­რედ ამი­ტომ, hotsale.ge -ში გა­და­წყვი­ტეს, კომ­პა­ნი­ებს და­ეხ­მა­რონ და თა­ვი­ან­თი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა თუ პრო­დუქ­ტის ონ­ლა­ინ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­ან­თი პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით მის­ცენ.კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, Hotsale.ge-ის გუნ­დი თა­ვის მხრივ იღებს კუთ­ვნილ სო­ცი­ა­ლუ­რ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მზად არის, სრუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი და საპ­რო­მო­ციო მხარ­და­ჭე­რა გა­უ­წი­ოს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებს.

 

"ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პირ­და­პი­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გუ­ლის­ხმობს თავ­შეყ­რი­სა და ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბის­გან დის­ტან­ცი­რე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, HOTSALE.GE -ში სრულ მზა­ო­ბას ვა­ცხა­დებთ, რომ გან­ვა­თავ­სოთ ჩვენს ვებ-გვერ­დზე ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბა და პრო­დუქ­ტი. გვსურს, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ მათ და და­ვეხ­მა­როთ, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვი­დან აი­ცი­ლონ მძი­მე ფი­ნან­სუ­რი შე­დე­გე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად მზად არის და სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს პრო­ცე­სი აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე გას­ტანს.