Hotsale-ისა და რაიმონდ პალასი-ს მეგობრობა

Hotsale-ისა და რაიმონდ პალასი-ს მეგობრობა

14209

Hotsale.ge და პრემიუმ კლასის სასტუმრო "რაიმონდ პალასი / Raimond Palace“ თითქმის 1 წელია თანამშრომლობენ და მომხმარებელს საშუალებას აძლევენ დაისვენო კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასტუმროში, რაც მთავარია მაღალი დანაზოგით.

სასტუმრო "რაიმონდ პალასი / Raimond Palace“  ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე მდებარეობს და იმ იშვიათი სასტუმროების სიაშია, რომელიც გამოირჩევა განუმეორებელი დიზაინით და პირველივე დანახვისთანავე მოგხიბლავთ.

სასტუმროში "რაიმონდ პალასი / Raimond Palace“ თითოეული დეტალი თქვენი კომფორტისა და იდეალური დასვენებისთვის არის შექმნილი.

თანამედროვე დიზაინით მოწყობილი ოთახები თავისი დახვეწილობით, სიმყუდროვით, ფერთა გამით თქვენს განტვირთვას უზრუნველყოფს და განუმეორებელი შეგრძნებებით დაგმუხტავთ. თითოეული ოთახი აღჭურვილია: ინდივიდუალური სველი წერტილებით, ინტერნეტითა და ტელევიზიით, ჰიგიენური საშუალებებით. ყველა ოთახს აქვს ინდივიდუალური აივანი. 

სასტუმრო იდეალურია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის. თქვენ დაგხვდებათ ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდი გარემო, ულამაზესი პანორამული ხედები, რესტორანი უგემრიელესი კერძებით, აუზი, უნიკალური დიზაინისა და ინტერიერის შემადგენლობის. დაივიწყეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა და გაატარეთ დრო ემოციებითა და ჰარმონიით სავსე გარემოში.

აქ გელოდებათ სიმწვანეში ჩაფლული ხედები და მყუდრო გარემო. თუ ამ გარემოში ერთხელ მაინც მოხვდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ.

განიტვირთეთ ქალაქის ხმაურისაგან და ეწვიეთ ადგილს, რომელიც შექმნილია თქვენი იდეალური დასვენებისათვის.