Hotsale-ისა და „ადმირალი“-ს მეგობრობა

Hotsale-ისა და „ადმირალი“-ს მეგობრობა

12880

Hotsale.ge წარმატებულად თანამშრომლობს მრავალ პრემიუმ კლასის სასტუმროსთან და მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაისვენოს კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასტუმროში, რაც მთავარია მაღალი დანაზოგით.

თუ ბათუმში პრემიუმ კლასის სასტუმროში ხელსაყრელ ფასად დასვენება გსურთ, მაშინ Hotsale.ge–ისა და  „ადმირალი“-ს შეთავაზება თქვენთვისაა.

სასტუმრო “ადმირალი”- ბათუმის პირველი ბრიტანული ბუტიკის ტიპის სასტუმროა და აღიარებულია საუკეთესო ადგილობრივი ბრენდის სასტუმროდ აჭარაში. სასტუმრო მდებარეობს ზღვიდან 50 მეტრის დაშორებით და  გადაჰყურებს ბათუმის ლამაზ ნავსადგურს.

"ადმირალში" შვიდი სხვადასხვა კატეგორიის ოთახია, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი.

თითოეული ოთახი აღჭურვილია:

  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახით - ნომერში განთავსებულია სველი წერტილები, ცივი და ცხელი წყალი
  • სააბაზანო მოწყობილობები
  • თმის საშრობი
  • მაღალი სიჩქარის უკაბელო ინტერნეტი
  • LCD ტელევიზორი
  • ინდივიდუალური კონდიცირების სისტემა
  • გარდერობი
  • მაგიდა ბარგისათვის
  • მინი-ბარი

სასტუმროს მეხუთე სართულზე მდებარეობს  რესტორანი და ღია ტერასა, საიდანაც იშლება მომაჯადოვებელი ხედები . აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სპეციალურად თქვენთვის შერჩეული კერძები და სხვადასხვა სახის ქართული ღვინო, რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად შეგიძლიათ დაისვენოთ და ისუნთქოთ სუფთა ზღვის ჰაერით.

სასტუმრო “ადმირალი” არის ადგილი, სადაც დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ცდილობს შექმნას  მყუდრო, კომფორტული გარემო ყველა სტუმრისათვის. სწორედ ამიტომ, "ადმირალი" არის როგორც მაღალი კლასის ბუტიკ-ოტელი,ამავე დროს ოჯახური ატმოსფერის მქონე ადგილი.